✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
რიტუალები ძილის წინ
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, დროა ჩამოაყალიბოთ რიტუალები ბავშვის ძილის წინ.
ძილის წინ რიტუალები, პროცედურებია, რომელიც ძილამდე 20-30 წუთით ადრე უნდა დაიწყოს და აუცილებლად უნდა გამეორდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს განსაზღვრული თანმიმდევრობით, რაც ბავშვს ჩამოუყალიბებს სწორ ძილის რეჟიმს.
მთელი ამ მოქმედების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყალიბდება დროებითი პირობით-რეფლექსური კავშირები, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი განეწყობა ძილისათვის.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გარკვეული ნივთები გარკევულ ასოციაციას გიქმნით, ანალოგიურად ბავშვზე საყვარელი ღამის სათამაშო საუკეთესო ძილისმომგვრელი საშუალებაა.
ძილის წინ რიტუალების დაწყება შეგიძლიათ უკვე 6 თვიდან, თუმცა ეფექტურია მოგვიანებითაც 9-10 თვის ასაკში, როდესაც უკვე ჩნდება სხვა ტიპის პრობლემები, რთული ხდება ბავშვის დასაძინებლად დაწვენა. შეეცადეთ მიყვეთ ჩამოყალიბებულ წესრიგს და სულ მალე თქვენი პატარას დაძინების პროცესი მშვიდი და იოლი გახდება.
თქვენი გადსაწყვეტია როგორი იქნება რიტუალი ძილის წინ.
მთავარია აირჩიოთ ისეთი რამ, რაც დაამშვიდებს თქვენს პატარას და არ გამოაფხიზლებს.
შეგიძლიათ რიტუალი დაიწყოთ აბაზანაში ან მისაღებში, თუმცა აუცილებლად უნდა დასრულდეს ბავშვის საძინებელში.
ქვემოთ მოცემულია პროცედურები, რომელთა შორის შესაძლოა თქვენთვის მისაღებიც შეარჩიოთ
ძილის წინ პროცედურები
ძილის წინ პროცედურები მოიცავს ხელ-პირის დაბანას, კბილების გამოხეხვას, საფენის გამოცვლას, ან თუნდაც პიჟამის ჩაცმას, ამასთან თუ თქვენი პატარა უკვე დიდია, მასვე შეარჩევინეთ შეთავაზებული ორი პიჟამიდან ერთერთი.
ძილის წინ ბანაობა
თბილი წყალი მოდუნებას უწყობს ხელს. როდესაც პატარა თბილად, სუფთად და მშრალადაა, უკეთ იძინებს, თუმცა არიან ბავშვები, რომელთათვისაც ბანაობა უსიამოვნო პროცედურაა, ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია ეს პროცედურა ამოიღოთ ძილის წინა რიტუალიდან. ამის ნაცვლად წაუკითხეთ ზღაპარი ან უბრალოდ ჩუმად დაჯექით მასთან
ძილის წინ საუბარი
ესაუბრეთ პატარას დღის განმავლობაში მომხდარ ამბებზე, მიეცით საშუალება მოგითხროთ რა გადახდა თავს, მოუყევით თქვენს შესახებაც. ეს არამარტო ძილისათვის განაწყობს პატარას, არამედ გააფართოებს ბავშვის სიტყვების მარაგს და ასევე დაეხმარება დაძლიოს ღამის შიშები. თუ გსურთ, შეგიძლიათ ძილის წინ წაუკითხოთ ლოცვა.
ძილის წინ კითხვა
ძილის წინ კითხვა ერთერთი საყვარელი რიტუალია, რომლის დროსაც ბავშვები სწავლობენ ახალ სიტყვებს, უყალიბდებათ მეტყველებითი ჩვევები და ხელს უწყობს მათ გონებრივ განვითარებას. ნება მიეცით პატარას, თვითონ შეარჩიოს, თუ რა წიგნს წაუკითხავთ, შესაძლოა მოგიწიოთ ერთი და იგივე ზღაპრის წაკითხვა, თუმცა ეს თქვენი პატარასათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მას დამოუკიდებლობის შეგრძნებას აძლევს. გახსოვდეთ წაუკითხეთ ზღაპარი მშვიდი, სასიამოვნო ხმით
“ძილი ნებისა”
ბევრ ბავშვს მოსწონს, როდესაც ძილის წინ ეუბნება “ძილი ნებისა“-ს ყველა ოჯახის წევრს და არამარტო მათ, არამედ სათამაშოებსა და სხვადასხვა საგნებსაც კი.
სიმღერა ძილის წინ
თქვენს პატარას განსაკუთრებით ესიამოვნება, თუ ძილის წინ იავნანას უმღერებთ, შესაძლებელია რიტუალში ჩართოთ მშვიდი საბავშვო სიმღერები, კლასიკური მუსიკა
ღამის სანათი
თუ ბავშვი უკვე იმხელაა, რომ ეშინია სრული სიბნელის, ჩაურთეთ მას მკრთალი ღამის სანათი, რაც შეგიძლიათ რიტუალის ნაწილადაც აქციოთ.
აკრძალულია ძილის აქტიური, ხმაურიანი თამაშები და მოქმედებები, როგორც უარყოფითი ისე დადებითი ემოციის გამომწვევი ამაფორიაქებელი ამბების მოყოლა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავი დამამშვიდებელი რიტუალები არამარტო ნორმალური ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, არამედ ეხმარება იმ ბავშვებსაც, რომელთაც ღამის შიშები აღენიშნებათ ან სხვა ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ. გადასვლა>>> ,,ბავშვი”
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.