ძილთან დაკავშირებული შეცდომები

ძილთან დაკავშირებული შეცდომები

ბავშვის ძილი საკმაოდ პრობლემური საკითხია ბევრი მშობლისათვის, თუმცა სწორი ძილის ჩამოყალიბება სულაც არ არის მიუღწევადი. სტატისტიკის მიხედვით ექსპერტებმა გამოარჩიეს 6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, ამასთან  მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა მათგანის გამოსწორება შესაძლებელია, თანაც ძალზედ მარტივად.

აი ეს შეცდომებიც:

  1. ბავშვის გვიან დაძინება
  2. დაძინება  რწევის მეშვეობით
  3. გამრთობი დეტალების გამოყენება
  4. ძილის წინ რიტუალების დარღვევა
  5. არათანმიმდევრულობა
  6. ნაადრევად „გადასახლება“ დიდ საწოლში

ბავშვის გვიან დაძინება

ხშირ შემთხვევაში სამსახურიდან დაბრუნებულს ბავშვთან მეტი დროის გატარება გსურთ ან  შესაძლოა ფიქრობთ, რომ თუ ბავშვს გვიან დააწვენთ,  ის დაღლილი უფრო იოლად დაიძინებს და მთელი ღამის განმავლობაში მშვიდად იძინებს.

გახსოვდეთ, რომ მომატებული გადაღლილობისას ბავშვს უძნელდება დაძინება და ამასთან უფრო ადრე გაიღვიძებს დილით, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მას საჭირო დროს დააწვენთ.  აუცილებელია სწორი ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება, ბავშვის ერთსა და იმავე დროს დაძინება. დაძინების პროცესი იმ დრომდე უნდა დაიწყოთ, სანამ თქვენი პატარა ძილისგან თვალებს ფშვნეტას დაიწყებს, 15-20 წუთიც კი ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში.

დაძინება რწევის მეშვეობით

ბავშვის დაძინება ნებისმიერი რწევითი მოძრაობით კიდევ ერთი შეცდომაა, რაც ხელს უშლის ღრმა ძილის ჩამოყალიბებას.

რწევა გამოიყენეთ მხოლოდ ბავშვის დასამშვიდებლად, არამც და არამც მის დასაძინებლად. თუ ამ დროს პატარას ჩაეძინა შემთხვევით, მაშინვე შეწყვიტეთ რწევა. შეგიძლიათ ბავშვი დაარწიოთ, თუ მას რაიმე აწუხებს, ტირის, თუმცა  ნუ გახდით ძილის წინ რიტუალის ნაწილს

გამრთობი დეტალების გამოყენება

მშობლების უმეტესობა ბავშვის საწოლზე კიდებს სხვადასხვა სახის, მუსიკალურ, მობილურ ფერად სათამაშოებს, ვარაუდობენ რა რომ ეს მათ შვილებს დაეხმარებათ დამშვიდებაში. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი სათამაშოები იპყრობს ბავშვის ყურადღებას და აფხიზლებს მათ. ნუ მისცემთ პატარას საწოლში თამაშის უფლებას, მან უნდა იცოდეს, რომ ის საწოლშია, ე.ი უკვე ძილის დროა და არა გართობის. დაუშვებელია მოზრდილი ბავშვების შემთხვევაში საძინებელში ტელევიზორის ან კომპიუტერის დადგმა. ეცადეთ, რომ ბავშვი დააწვინთ მშვიდ ბნელ ოთახში.

ძილის წინ რიტუალების დარღვევა

პირობითი ქცევის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია ძილის წინ  გარკვეული თანმიმდევრული რიტუალის შესრულება, რომლის მეშვეობითაც ბავშვი იოლადმიხვდება, რომ ძილის დროა და შემდგომში თვითონვე მოისურვებს ძილს სათანადო დროს.  (იხ. რიტუალები ძილის წინ)

არათანმიმდევრულობა

ნუ დაარღვევთ ყოველდღიურ რეჟიმს, იყავით ყოველდღე თანმიმდევრული და მყარად დადექით თქვენს პოზიციაზე, პატარამ არ უნდა შეამჩნიოს სირბილე თქვენს ნათქვამში. თუ თქვენ ბავშვს დამოუკიდებლად დაძინებას აჩვევთ, კვირაში ორჯერ კი მაინც მიუწვებით მას დასაძინებლად, სხვა დღეებში ის ვერ მიხვდება, თუ რატომ უნდა დაიძინოს მარტომ.

ნაადრევად „გადასახლება“ დიდ საწოლში

დაიცადეთ, სანამ თქვენი პატარა გონებრივად მომწიფდება დიდი საწოლისათვის, ეს კი დაახლოებით სამი წლის ასაკისათვის ხდება. თუმცა შესაძლოა ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი დრო იყოს საჭირო. ეცადეთ დააწვინოთ მოზრდილ საწოლში, თუმცა ნახავთ, რომ ის საწოლიდან დგება ღამის განამავლობაში, ვერ იძინებს, დააკვირდით ერთი კვირა და კვლავ საბავშვო საწოლში გადააწვინეთ, მცდელობა რამდენიმე თვის შემდეგ გაიმეორეთ.  გახსოვდეთ, რომ ეს არც ისე საგანაგაშოა, არცერთი ბავშვი სასკოლო ასაკისათვის არ დაიძინებს საბავშვო საწოლში

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”