სტომატოლოგის რეკომენდაციები მომავალ მშობლებს

სტომატოლოგის რეკომენდაციები მომავალ მშობლებს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


ბავშვის გაჩენას მშობლები განსაკუთრებული ემოციებითა და აღტაცებით ხვდებიან. ამ პერიოდში და უფრო ადრეც, ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრონ საკუთარ ჯანმრთელობას. რა შეიძლება ურჩიოს სტომატოლოგმა მომავალ მშობლებს? 

რა ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს და როგორ აისახება ეს კბილების ჯანმრთელობაზე?

ორსულობა დაკავშირებულია ჰორმონულ და იმუნურ ცვლილებებთან, პირის ღრუ ამ ცვლილებებზე ძალიან სწრაფად რეაგირებს. უპირველეს ყოვლისა, ქვეითდება ნერწყვის დამცველობითი თვისებები, შედეგად, ჩქარდება ანთებითი პროცესები. მკვეთრად იზრდება კალციუმზე, ფტორსა და სხვა მაკრო- და მიკროელემენტებზე მოთხოვნილება. მათი უკმარისობის კომპენსირება აუცილებელია დაბალანსებული კვებით, აგრეთვე, სპეციალური პრეპარატებით, რომლებსაც შეარჩევს მკურნალი ექიმი. ამჟამად, ორსულებისთვის დიაგნოსტიკური ღონისძიებების კომპლექსი აუცილებლად მოიცავს სტომატოლოგის მიერ დათვალიერებას, რომელიც თვალყურს ადევნებს მომავალი დედის პირის ღრუსა და მისი ბავშვის ჯანმრთელობას.
ასევე, აღსანიშნავია ორსული ქალების უმრავლესობაში არსებული ფსიქოფიზიოლოგიური ცვლილებები. გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის ხშირი შეცვლა, მშფოთვარე მდგომარეობები ხშირად ორსულობის თანამდევია. თანამედროვე სტომატოლოგიური ცენტრები ყველა პირობას ქმნიან იმისათვის, რომ მკურნალობა მაქსიმალური კომფორტით მიმდინარეობდეს. სურვილის შემთხვევაში, მომავალ დედას კლინიკაში შეიძლება თან ახლდეს პირადი ფსიქოლოგი ან მეუღლე ფსიქოლოგიური თანადგომისა და დახმარების აღმოსაჩენად.

როგორ უნდა იკვებონ მომავალმა მშობლებმა, რა შეიძლება გამოიწვიოს დაუბალანსებელმა კვებამ?

დაუბალანსებელი კვების შედეგად შეიძლება განვითარდეს კარიესი, პაროდონტიტი, გინგივიტი და სხვ. ბავშვის ჩასახვის დაგეგმვის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყოველდღიური რაციონის შედგენას. მომავალმა მამებმა ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე საკვები რაციონიდან უნდა ამოიღონ ხორბლის ქატო, ბროკოლი, ჩვეულებრივი და ყვავილოვანი კომბოსტო და პარკოსნები. მომავალი დედის საკვები რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს რძის პროდუქტებს – ისინი მდიდარია კალციუმით, კალიუმითა და ვიტამინებით. კალციუმის კარგ ათვისებას ხელს უწყობს D ვიტამინი, ამიტომ კარგი კომბინაცია იქნება, მაგალითად, ხაჭო თაფლით. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მულტივიტამინების პრეპარატების მიღება, რომლებიც აუცილებლად მკურნალმა ექიმმა უნდა შეარჩიოს.

როდის და როგორ ყალიბდება ბავშვის კბილები, რა უნდა გააკეთონ აუცილებლად მომავალმა მშობლებმა, რომ მათი პატარა რაც შეიძლება ხშირად იღიმებოდეს?

ნაყოფის კბილები განვითარებას იწყებენ ორსულობის მე-6-10 კვირაზე. განსაკუთრებით ინტენსიურად „მომწიფების” ანუ ნაყოფის ჩონჩხის მინერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს მე-7 თვიდან მშობიარობამდე. ამგვარად, პრაქტიკულად ორსულობის დაწყებისთანავე მომავალი მშობლები პასუხისმგებელნი არიან ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე. როდესაც კბილები ამოჭრას იწყებენ, ბავშვს ჩამოყალიბებული აქვს მხოლოდ კბილის გვირგვინოვანი ნაწილი და ფესვის ნაწილი. მშობიარობის მომენტიდან მშობლების ამოცანაა, რომ ბავშვის კბილები მაგარი იყოს. ასევე აუცილებელია დაკვირვება კბილების წყვილად ამოჭრაზე – ისინი ერთდროულად ორი მხრიდან უნდა ამოვიდნენ -მარჯვნივ და მარცხნივ, სარკისებურად.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომავალმა დედამ სტომატოლოგიური მკურნალობის დროს? 

ორსული ქალის მკურნალობის ნებისმიერი კონცეფცია ორ მომენტზე იქნება კონცენტრირებული – ორგანიზმის მომზადება კალციუმის დეფიციტისადმი და ინფექციის კერების მოცილება პირის ღრუში. პირველი ფაქტორი უზრუნველყოფილია დაბალანსებული კვებით და პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნითი დაცვით. მეორე – ეს არის უშუალოდ კბილების მკურნალობა, რაც ხორციელდება არატოქსიკური პრეპარატების და მიკროდასხივების მქონე რენტგენის აპარატის გამოყენებით. ფესვის არხებში სამუშაოდ გამოიყენება აპექსლოკატორები. მინანქრის სიმტკიცის მოსამატებლად აკეთებენ სპეციალურ ბჟენებს, რომლებსაც შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში გამოყონ ფტორი დამუშავებული კბილის ფარგლებში.

რა არის საჭირო პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად, საკმარისია თუ არა დღეში ორჯერ კბილების გაწმენდა?

სათანადო დონეზე პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ორსულმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს. კბილის ჯაგრისი უნდა გამოიცვალოს ყოველ თვეში და უნდა ისარგებლოს ორი სახის კბილის პასტით. ერთი უნდა შეიცავდეს მიკრო- და მაკროელემენტებს, აუცილებლად – კალციუმსა და ფტორს, ასევე ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, ხოლო მეორე – მცენარეულ კომპონენტებს: ალთეს, გვირილას, მუხის ქერქს. მიკროელემენტების შემცველი კბილის პასტით კბილების გახეხვა რეკომენდებულია დილით, ხოლო მცენარეული პრეპარატების შემცველი კბილის პასტით – საღამოს.

პირის ღრუს მოვლის ელემენტარული წესების დაცვით თქვენ შეამცირებთ სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს მინიმუმამდე. გახსოვდეთ, რომ მომავალი მშობლების ჯანმრთელობა – ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია! წყარო: utaza.ru, dentist.spb.ru, nanya.ru, mirdetskiy.ru

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.