როგორ ხდება კრიპტიტის დადგენა?

როგორ ხდება კრიპტიტის დადგენა?

ნეტკლინიკა. დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები პროქტოლოგიაში >>>

კითხვა:
როგორ ხდება კრიპტიტის დადგენა? ამდაგვარი ხანდახან სისხლიანი გამონადენი ჩემს მეუღლეს აქვს… დისბაქტერიოზზე შევამოწმე მაგრამ მსუბუქი ფორმით აქვს, კუჭნაწლავის პრობლემა მეგონა მაგრამ ან ბუასილი აქვს ან კრიპტიტი რომ წავიკითხე მსგავსება ვნახე და როგორ უნდა დადგინდეს?
მოგესალმებით,

პასუხი:

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი.დირექტორის მოადგილე, მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი

პროქტოლოგიაში 25-ზე მეტი დაავადება არსებობს, ვერანაირი აღწერილობით  სწორი დიაგნოზი ვერ დადგინდება; საამისოდ საჭიროა დიაგნოსტიკის ეტაპის გავლა (თითით რექტული გასინჯვა, ანოსკოპია და/ან რექტორომანოსკოპია), რაც 1წთ-საც არ მოითხოვს და არ არის დაკავშირებული ტკივილთან (როცა გასინჯვას აწარმოებს კვალიფიციური ექიმი!). იმ დონის დაწესებულება, როგორიც არის საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება დიაგნოზისტიკის გარეშე პაციენტისთვის დანიშნულების მიცემას, რადგან ეს დიდ რისკებს უკავშირდება! არც დისბაქტერიოზის დიაგნოზს ვიზიარებთ… საქართველოში, როცა მდგომარეობაში ვერ ერკვევიან, ყველაფერს ნაწლავის ფლორის დარღვევას უკავშირებენ….  კრიპტიტიც ძალიან თეორიული დიაგნოზია…

_______________________________________

გადასვლა >>>  ,,კოლოპროქტოლოგია

.