როგორ გავზარდოთ კომუნიკაბელური ბავშვი

ადამიანი საზოგადოების ნაწილია და შესაბამისად ადამიანთაშორისი ურთიერთობების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი და რთულია. ამდენად ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვს პატარაობიდანვე განვუვითაროთ კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები.

კომუნიკაბელურობა ყალიბდება ჩვილობის ასაკიდანვე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თქვენ ახალშობილის საწოლთან პირველად იხრებით და იწყებთ მასთან საუბარს. ის დასაწყისში ყურადღებით უსმენს თქვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, მოგვიანებით კი გპასუხობთ კიდეც ღიმილით და სხვადასხვა ბგერების გამოცემით. ამგვარად ბავშვი სწავლობს ურთიერთობას ჯერ მშობლებთან,  კი შემდეგ თავის თანატოლებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაბელურობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი მოზრდილების ურთიერთობაა, რის საფუძველზეც ბავშვი გარკვეულწილად აყალიბებს  საკუთარ ქცევას. გარდა ამისა არსებობს ორი საპირისპირო ფსიქოლოგიური ტიპი:

  • ექსტრავერტები – შედარებით აქტიურები, კომუნიკაბელურები, ადვილად შედიან ადამიანებთან კონტაქტში, უყვართ ხალხმრავლობა
  • ინტროვერტები – საკუთარ თავში ჩაკეტილები, ბავშვები რომლებიც გაურბიან სხვებთან, მათ შორის თანატოლებთან  ურთიერთობას

თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია გამოვიჩინოთ ძალისხმევა და ინტროვერტი ბავშვებიც ჩავრთოთ სზოგადოებაში.

კომუნკაციური უნარჩვევების განვითარების მეთოდები

პირველ რიგში აუცილებელია, რომ თქვენი პატარა არ იყოს იზოლირებულია თანატოლებისაგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ადრეულ განვითარებას. უკვე წლის ასაკისათვის პატარა ვატაროთ საბავშვო კლუბებში და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, მივაჩვიოთ როგორც პატარების, ისე მოზრდილი ადამიანების გარემოცვას. მიიპატიჟეთ სახლში ნაცნობი პატარები, ეს დაეხმარება მას ჩამოუყალიბოს ლიდერის თვისებები და ურთიერთობის ტაქტიკა. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პატარას ჩამოუყალიბდეს თავდაჯერებულობა. გახსოვდეთ, რომ სირთულეები და შიში ურთიერთობისას  დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან. პატარამ უნდა იცოდე, როგორი ჭკვიანი, ლამაზი და საყვარელია.

რამდენიმე რჩევა, როგორ აღვზარდოთ კომუნიკაბელური ბავშვი:

  • პატივისცემით მოპყრობა. ესაუბრეთ ბავშვს, როგორც თანატოლს, მეტი აუხსენით და განუმარტეთ. ყოველთვის დაინტერესდით მისი აზრით. ეს  ასწავლის თქვენ პატარას იყოს თავდაჯერებული სხვებთან ურთიერთობაში
  • განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციეთ პატარას მეტყველების ჩამოყალიბებას, ამისათვის წაიკითხეთ მასთან ერთად სხვადასხვა ზღაპრები, ლექსები
  • ასწავლეთ პატარას ღიად გამოთქვას აზრი საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების შესახებ. რაც შეიძლება ხშირად დაინტერესდით მისი პრობლემებით, ყურადღებით მოეკიდეთ მის გრძნობებს
  • ნუ აარიდებთ თავს ქებას, აუცილებლად აღნიშნეთ ბავშვის მიღწევები, ეს დაეხმარება პატარას ერთის მხრივ იყოს თავდაჯერებული, მეორეს მხრივ კი დაინახოს სხვა ადამიანებში კარგი და ცუდი
  • საკუთარი მაგალითით გააღვიძეთ ბავშვში ოპტიმიზი. ოპტიმისტური განწყობა საშუალებას აძლევს ნებისმიერ სიტუაციაში დაინახოს დადებით მხარე, რაც ეხმარება მას დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში და ისწავლოს სირთულეებთან გამკლავება. აჩვენეთ ზღაპრების მაგალითზე, რომ შეუპოვრობა ყოველთვის ეხმარება ადამიანებს მიზნის მიღწევაში
  • აუცილებელია, რომ პატარამ მცირე ასაკიდანვე იცოდეს, რა არის თავაზიანობა, უფროსებისადმი პატივისცემა, თანამოსაუბრის მოსმენა
  • აუხსენით პატარას, რა კარგია და რა ცუდი. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის ნებისმიერ საქციელს გარშემომყოფებისაგანაც იგივე ქცევა მოყვება საპასუხოდ
  • და ბოლოს ყველაზე მთავარი – ასწავლეთ ურთიერთობა თქვენ საკუთარ მაგალითზე

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”