ძილი და ბავშვი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის საწოლი და ლოგინის თეთრეული ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

ძილი ისეთივე აუცილებელია ბავშვისთვის, როგორც სწორი კვება და სუფთა ჰაერი. ბავშვისთვის მხოლოდ ღამის ძილი საკმარისი არაა, მას დღისითაც უნდა ეძინოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი,მით უფრო მეტ ხანს სძინავს. ახალშობილს სძინავს თითქმის მთელი დღე-ღამე, დაახლოებით 20 სთ. შემდგომში გაცილებით მეტ ხანს ფხიზლობს და ნაკლები სძინავს. 2-3 თვის ბავშვს, ყოველი კვების წინ  2-1,5 სთ სძინავს, 3-დან 10 თვემდე – დღეში 3ჯერ და 10 თვიდან -1,5 წლამდე — 2 ჯერ დღეში. 2 თვიდან ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ყოველთვის ერთიდაიგივე, გარკვეულ დროს დაძინებას.

თუ ბავშვი სწორად იკვებება, რეგულარულად სეირნობს, სისუფთავეშია, ფხიზლობის დროს სათამაშოებითაა დაკავებული, თუ მას მოხერხებული საწოლი აქვს, _ ის ყოველთვის სწრაფად, ადვილად დაიძინებს და მშვიდად ეძინება.

დღისით ზაფხულშიც და ზამთარშიც ბავშვი გარეთ,ჰაერზე უნდა დავაძინოთ.  სუფთა ჰაერზე მას ყოველთვის კარგად სძინავს. ბავშვს სრულ სიჩუმესა და სიბნელეში ძილს ნუ მიაჩვევთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთახში სადაც ბავშვს სძინავს, ძალიან ხმაურობენ, ან ანთია კაშკაშა სინათლე, ბავშვი მშვიდად ვერ დაიძინებს და მისი ნერვული სისტემა ვერ დაისვენებს.

♦♦ ღამის სანათები ბავშვის ოთახისათვის ,,ამაზონზე” >>>

პირველ კვირებში ძალიან ადვილია მივაჩვიოთ ბავშვი მთელი ღამე მშვიდად ძილს. ამისათვის ყოველთვის გარკვეულ დროს უნდა ვაჭამოთ და დავაძინოთ, მოხერხებულ საწოლში, კარგად განიავებულ ოთახში. თუკი ბავშვის საწოლი ჯერ არ შეგირჩევიათ, საწოლების ფართო არჩევანია წარმოდგენილი ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, აირჩიოთ და გამოიწეროთ:

♦♦ ბავშვის საწოლების ერთიანი განყოფილება ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ საწოლი-ტრანსფორმერები ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ საწოლები მოგზაურობისათვის ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ საწოლები ჩვილებისათვის ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ ბავშვის საწოლი-კალათები ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ ბავშვის ლულკები ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ ბავშვის აკვნები ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ პორტატული საბავშვო საწოლები ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ ორიარუსიანი საბავშვო საწოლები  ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ ბავშვის საწოლები კლასიკური ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ საწოლები მოზარდებისათვის ,,ამაზონზე” შეგიძლიათ იხილოთ >>>

თუმცა არსებობს სხვა მიდგომაც — ბავშვის კვებისა ძილის თავისუფალი რეჟიმი. მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი ცუდად ორგანიზებული ბავშვები უფრო მეტს ჭირვეულობენ და დედა ვერ ასწრებს ვერც სახლის საქმეების გაკეთებას, ვერც დასვენებას.

თუ ბავშვს მშვიდად არ სძინავს, შფოთავს — უნდა ვიპოვოთ ამის მიზეზი და აღმოვფხვრათ. ზოგჯერ ბავშვს, სამსახურიდან დაბრუნებული უფროსები ზედმეტად ართობენ, ოთახში ხმაურია, ჩახუთულობა, თამბაქოს ბოლია, ყველა ეს ნაკლი უნდა გამოსწორდეს.

ბავშვს ძილის წინ მშვიდი გარემო უნდა შევუქმნათ, გამოვაღოთ სარკმელი, ხშირად კარგად მოქმედებს ბანაობა, რის შემდეგაც ბავშვს როგორც წესი 5-6 სთ გადაბმულად სძინავს.

________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი“; ბავშვის ლოგინი 1. შოპერი – ბავშვის საწოლი