როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის კანის მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის კანის მოვლის საშუალებების სრული განყოფილება შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე  >>>>

კანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ორგანოა, რომელიც ასრულებს დამცავ, გამომყოფ, რეცეპტორულ, იმუნურ, თერმორეგულაციურ ფუნქციებს, უზრუნველყოფს კანის სუნთქვას. გამომდინარე აქედან  ძალზედ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ბავშვის კანის მოვლა. ბავშვის კანის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 12 წლის ასაკისათვის, მანამდე კი განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში კანი იოლად ზიანდება და ღიზიანდება, რასაც განაპირობებს ბავშვის კანის შემდეგი თავისებურებები:

1. თხელი და იოლად დაზიანებადი კანის რქოვანა შრე. ეპიდერმისი  პატარებში 2-3 ჯერ უფრო თხელია მოზრდილის კანთან შედარებით;
2. ცხიმისა და საოფლე ჯირკვლების ფუნქცია ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, რის გამოც განსხვავებულია კანის Ph, არ გააჩნია დამცავი ფენა, ძნელად ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ვერ ახდენს ოფლის გამოყოფისა და ტემპერატურის რეგულირებას, ამიტომაც იოლად ხდება როგორც გადახურება, ისე გადაცივება;
3. არამყარი კავშირი დერმასა და ეპიდერმისს შორის, რაც კანის არასათანადო სისხლმომარაგებას განაპირობებს;
4. ბავშვის კანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს გაზთა ცვლაში. კანისმიერი სუნთქვა  ახალშობილებში რვაჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე მოზრდილებში, რის გამოც ცხადია, რომ კანის დაბინძურება და მისი არასათანდო მოვლა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შეუნარჩუნოთ თქვენს პატარას ჯანმრთელი კანი.

სისუფთავე

ბავშვის კანის მოვლისას პირველ რიგში აუცილებელია მუდმივად მისი მშრალ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნა, რისთვისაც საჭიროა იცოდეთ ბავშვის დაბანის წესები (იხ. ბავშვის დაბანა)

♦♦ საბავშვო  აბაზანების განყოფილება ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ საბავშვო საპონები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>
♦♦ საბავშვო შამპუნები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>
♦♦ ბავშვის დასაბანი ღრუბელები (ხრალი) ,,ამაზონში” შეგიძლიათ ნახოთ  >>>
♦♦ ბავშვის კაპიშონიანი პირსახოცები ,,ამაზონში”  შეგიძლიათ ნახოთ >>>

 საფენის გამოცვლა

ბავშვის კანის მოვლისათვის მნიშვნელოვანია საფენის სწორად შერჩევა, თუმცა გახსოვდეთ, რომ  საუკეთესო  ხარისხის საფენის შერჩევის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მისი სწორად გამოყენება, იმისათვის, რომ დავიცვათ პატარას კანი და თავიდან ავიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა მაგალითად საფენისმიერი დერმატიტი.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის საფენები (ერთჯერადი) შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე >>>>
♦♦ საფენები გოგონებისათვის ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ >>>>
♦♦ საფენები ბიჭუნებისათვის ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>>
♦♦ ბავშვის უნივერსალური საფენები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>>

ერთი საფენის ხმარების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, ღამის პერიოდში კი ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს 10 საათამდე. საფენის გამოცვლისას, სანამ პატარას ახალ საფენს გავუკეთებთ საჭიროა მცირე ხნით, 10-15 წუთით მაინც ჰაერის აბაზანების მიღება.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის საფენის ქვეშ წასასმელი სპეციალური კრემები და მალამოები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე >>>>

ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ საჭიროა ჩვილის ჩაბანა, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი სალფეთქები. იმ შემთხვევაში,  თუ პატარა მიდრეკილია კანის გამოშრობისაკენ, უპირატესობა მიანიჭეთ  სპეციალური კრემის შემცველ სალფეთქებს.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის სველი სალფეთქები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე >>>>

არ დაგავიწყდეთ ბავშვის კანის კვება და დატენიანება

ცხიმის ჯირკვლების სუსტი ფუნქციონირების გამო პატარას კანი მოზრდილების კანთან შედარებით მშრალია, რის გამოც საჭიროებს დამატებით კვებასა და დატენიანებას. მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებები სწრაფად იწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, უნარჩუნებს კანს ბუნებრივ ტენიანობასა და არბილებს მას. ასეთი კრემები შეგიძლიათ გამოიყენოთ დღის განმავლობაში, წყლის პროცედურების შემდეგ და წლის ცხელი სეზონის დროს.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვებისათვის კანის დამატენიანებელი კრემები შეგიძლიათ იხილოთ ამ  ლინკზე >>>>

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება ბავშვის კანი მიდრეკილია სიმშრალისაკენ, ალერგიული რეაქციების განვითარებისაკენ, აღინიშნება ატოპიური დერმატიტის ნიშნები.

სწორად შეარჩიეთ და გამოიყენეთ საბავშვო კოსმეტიკა

მნიშვნელოვანია საბავშვო კოსმეტიკის სწორად შერჩევა. გამოიყენეთ მხოლოდ პატარასათვის განკუთვნილი საშუალებები, რომელთა შექმნისას გათვალისწინებულია ბავშვის კანის თავისებურებები. ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადას და მასში შემავალ ნივთიერებებს.

ახალი მარკის საპონის, შამპუნის, კრემების გამოყენებისას ჯერ მოსინჯეთ კანის მცირე უბანზე, თუ გამოვლინდა სიწითლე და კანის გაღიზიანების სხვა ნიშნები, არ გამოიყენოთ აღნიშნული კოსმეტიკური საშუალება.

♦♦ საბავშვო კრემები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>
♦♦ საბავშვო ზეთები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>
♦♦ საბავშვო ტალკი ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ საბავშვო ლოსიონი ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ტანსაცმელსა და თეთრეულს

რადგანაც ჩვილის კანი იოლად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებლზე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საბავშვო ტანსაცმელი და ჭურჭელი. გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელთაც მხოლოდ  სპეციალური ბავშვებისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებით გარეცხავთ, რათა არ მოახდინოთ ალერგიული რეაქციის პროვოცირება.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვებისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები (სარეცხი ფხვნილები) შეგიძლიათ იხილოთ ამ  ლინკზე >>>>
♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის ჭურჭლის (სათამაშოების და სხვ.) სარეცხი საშუალებები შეგიძლიათ იხილოთ >>>>

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”; შოპერი – 1. ბავშვის კანის მოვლის საშუალებები; 2. საბავშვო აბაზანები; 3. ბავშვის პამპერსები;