თამბაქოს მოხმარება ორსულობამდე

თამბაქოს მოხმარება ორსულობამდე

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო პროპაგანდის მიუხედავად, მრავალ ქალს ორსულობამდე და ორსულობის დროსაც აქვს ნიკოტინზე დამოკიდებულება.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ამჟამად აღინიშნება მწეველი ქალების რაოდენობის გამოხატული ზრდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეწევა ორსულთა 43%, აშშ-ში კი 55%, 20%-ზე მეტი თამბაქოს მოხმარებას არ წყვეტს ორსულობის დროსაც. მაგრამ მრავალი ქალი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდში მაინც თავს ანებებს მოწევას.
თუმცა, ზიანი, რომელიც სიგარეტმა უკვე მიაყენა კბილებს, მაინც ჩანს და უარყოფითად აისახება კბილების ჯანმრთელობაზე. პირის ღრუში მწეველობის შედეგების ასაცილებლად, აუცილებელია რაც შეიძლება ადრე მიმართოთ სტომატოლოგს.
რით ემუქრება მწეველობა ქალს ორსულობამდე? შედეგი მრავალია, ხოლო პირის ღრუს დაავადებების განვითარების მიზეზები – უფრო მეტი. შევჩერდებით ძირითადებზე.

პირველი მიზეზი – ტემპერატურის მომატება პირის ღრუში

როგორც ცნობილია, პირის ღრუს ტემპერატურის მუდმივად პერიოდული მომატება იწვევს ბაქტერიების მომატებულ ზრდას. ამავდროულად მნიშვნელოვნად ქვეითდება გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობა და მისი დამცველობითი თვისებები, რის შედეგადაც იზრდება რბილი ნადების წარმოქმნა, რომელიც სწრაფად მყარდება და წარმოქმნის კბილის ქვებს, რომლებიც შლიან კბილებსა და ღრძილებს.
და თუ ორსულობამდე ქალის ორგანიზმი გადატვირთვებს არ განიცდიდა, ორსულობის დროს შეიძლება დაიწყოს პრობლემები.
ჰორმონული გადაწყობა და პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას, ღრძილის დვრილების ჩაზრდას და გალისტოზის – პირიდან უსიამოვნო სუნის – გაჩენას.
ქალი ხშირად ვერ ხვდება, თუ რატომ ჰქონდა ორსულობამდე ჯანმრთელი კბილები თამბაქოს მოხმარების მიუხედავად, ხოლო შემდეგ „უცებ” გაჩნდა მრავალი პრობლემა.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების განვითარების მეორე მიზეზი – C ვიტამინის ქრონიკული უკმარისობა

მწეველი ადამიანის ორგანიზმი იძულებულია, უპირველეს ყოვლისა, იზრუნოს არა ყველა ორგანოსა და სისტემის საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით მომარაგებაზე, არამედ დახარჯოს საკვებით მიღებული C ვიტამინი ნიკოტინისა და სხვადასხვა საშიში კუპრის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად.
C ვიტამინი მწეველის ორგანიზმში სიგარეტიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამ ვიტამინის ნაკლოვანება იწვევს პირის ღრუს ქსოვილის წინააღმდეგობის დაქვეითებას სხვადასხვა ინფექციების მიმართ, ამიტომ ორსულებს ხშირად აღენიშნებათ გინგივიტი და პაროდონტიტი, ასევე კბილების მომატებული მგრძნობელობა სიცივეზე ან ცხელ საკვებზე.
დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ორსულმა ქალმა, რომელიც ადრე ეწეოდა თამბაქოს, არა მარტო ზედმიწევნით და სწორად უნდა გაიწმინდოს კბილები სახლში, არამედ ჩაიტაროს პროფესიონალური პროფილაქტიკური პროცედურების კურსი კლინიკაში.
ძალიან ხშირად, გინეკოლოგების მიერ ორსულებისთვის დანიშნული ვიტამინურ-მინერალური კომპლექსები სიტუაციას ვერ შველიან.
თამბაქოს მოხმარებით და ვიტამინებისა და მიკროელმენტების უკმარისობით დატანჯული მომავალი დედის ორგანიზმი მისთვის დეფიციტური ნივთიერებების მოპოვებას იწყებს ძვლოვანი ქსოვილიდან და კბილებიდან. ამ შემთხვევაში კბილებზე ჩნდება ცარცისებრი ლაქები, რომლებიც ადვილად მოსაცილებელი არ არის.
ორსულებმა კბილებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა უნდა გადაჭრან სტომატოლოგთან სასწრაფო კონსულტაციით, უმჯობესია ორსულებისთვის სპეციალიზებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ორსულებს, რომლებიც ადრე მოიხმარდნენ თამბაქოს. გადასვლა >> 1. სტომატოლოგია; 2. ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.