გინგივიტის მკურნალობა ორსულობისას

გინგივიტის მკურნალობა ორსულობის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


დაავადება „ორსულთა გინგივიტი” ტყუილად არ გამოყვეს ცალკე კატეგორიად  სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის. გინგივიტი პაროდონტოზის საწყისი  სტადიაა და ორსული ქალების უმრავლესობას აქვს ეს დაავადება.
არსებობს  იმის ალბათობა, რომ ეს დაავადება უარყოფითად აისახება ბავშვის  ჯანმრთელობაზე, რადგან დაავადების გამომწვევი მიკრობების დაშლის  პროდუქტებმა შეიძლება შეაღწიონ სისხლში.
ასევე ცნობილია შემთხვევები,  როდესაც მიშვებული სტომატოლოგიური დაავადებები ნაადრევი მშობიარობის მიზეზი გამხდარა.

მიზეზები

რატომ ჩნდება ასე ხშირად გინგივიტი სწორედ ორსულობის პერიოდში?
ამის  რამდენიმე მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზია ის, რომ ორსულობის დროს  ჰორმონული ფონი ქალის ორგანიზმში დიდ ცვლილებებს განიცდის.
შედეგად,  იცვლება პირის ღრუში მჟავიანობის დონე და ბაქტერიები ადრინდელზე უფრო  სწრაფად მრავლდებიან.

კალციუმის დეფიციტი

გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში ორგანიზმში ჩნდება კალციუმის დეფიციტი.
ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ორსულობის პერიოდის მეორე ნახევრისთვის, როდესაც ყალიბდება ბავშვის ჩონჩხი და კბილები. და თუ ქალის კვება არ შეესაბამება ბავშვის მოთხოვნებს, მისი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კალციუმს იგი მიიღებს მომავალი დედის კბილებისა და ძვლებისგან.
შედეგად, კბილის მინანქარი უფრო თხელი ხდება და ადვილად ზიანდება, ვითარდება კბილების მიმდებარე ღრძილებისა და კბილთაშორისი დვრილების ანთება და ისინი სისხლმდენი ხდებიან მცირედი დაზიანების დროსაც კი.
ღრძილების ანთება ხდება კბილების ზედაპირებზე დარჩენილი ბაქტერიების შედეგად. გინგივიტის დროს ხდება კბილთაშორისი დვრილების ჰიპერტროფია.
ამ პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა ღრძილების გაწითლება და სისხლმდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში ამას თან ახლავს კბილების მოძრავობა. ხშირად ორსულები უჩივიან ღრძილების ქავილის მუდმივ შეგრძნებას კბილების გაწმენდის დროს. ყველა ეს სიმპტომი დასაწყისში აღინიშნება ქვედა საჭრელებთან და ეშვებთან მიმართებაში და მხოლოდ შემდეგ ვლინდება ზედა კბილების გინგივიტი. ამ დაავადების ნიშნები, ძირითადად, უფრო ძლიერად ვლინდება ორსულობის ბოლოს.

დიაგნოსტიკა

მიმდინარე უარყოფითი ცვლილებების დროულად აღმოსაჩენად, ორსულებისთვის რეკომენდებულია სულ მცირე ორჯერ – სასურველია ორსულობის დასაწყისში და შუაში – გაიაროს დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს მკურნალობა სტომატოლოგთან.

მკურნალობა

ორსულებში გინგივიტის მკურნალობა ხორციელდება ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო პრეპარატებით. ტარდება კბილების ზედაპირების პროფესიონალური გაწმენდა, აცილებენ კბილზე დანალექს (ნადები, ფოლაქები, კბილის ქვა). კბილის მინანქარი პრიალდება აბრაზიული პასტით და იფარება ფტორირებადი ლაქით.
პერიოდულად ტარდება პირის ღრუს სრული სანაცია და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა. ყველა ეს სამკურნალო პროცედურა უსაფრთხოა ბავშვისა და მისი მომავალი დედისთვის. მაშინაც კი, თუ სტომატოლოგს დასჭირდა ანესთეზიის ჩატარება, გამოყენებული იქნება არატოქსიკური საშუალება.
თუ მკურნალობის გეგმის შესადგენად აუცილებელია რენტგენის სურათის გადაღება, ამ დროს გამოიყენება გამოსხივების მინიმალური დოზის მქონე აპარატურა და დამცავი წინსაფარი, რომელიც ფარავს ქალის მკერდისა და მუცლის მიდამოს.

პროფილაქტიკა

ორსულობის დროს კბილებისა და ღრძილების კარგი მდგომარეობის საუკეთესო გარანტია კარგი პროფილაქტიკა, კერძოდ, პირის ღრუს ზედმიწევნითი ჰიგიენა. სწორედ კბილებისა და მათი მიმდებარე ღრძილების საზღვარზე არის ყველაზე დიდი რაოდენობით  საშიში ბაქტერიები და ამ ადგილებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კბილების ყოველდღიური წმენდის დროს. გინგივიტის ასაცილებლად, აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში კალციუმისა და ფოსფორის შემცველი პრეპარატების დამატება.
ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ეს დაავადება ქალს ორსულობამდეც ჰქონდა, მშობიარობის შემდეგ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ეს მხოლოდ იმ ქალებში ხდება, რომლებსაც გინგივიტი ორსულობის დროს განუვითარდათ. ამიტომ სტომატოლოგიური დათვალიერების გავლა რეკომენდებულია ბავშვის ჩასახვამდე, რადგან გავუფრთხილდეთ საკუთარ და ბავშვის ჯანმრთელობას. გადასვლა >> 1. სტომატოლოგია; 2. ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

 

.