შინაური ცხოველები და ბავშვი

ოთხფეხა მეგობრები

სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ცხოველებთან კონტაქტი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი, ვინც ბავშვობიდან შინაური ცხოველების გარემოცვაში იზრდებოდნენ, დიდობაში კეთილ, ჰუმანურ, ჭკვიან და წარმატებულ ადამიანებად ყალიბდებიან. გარდა ამისა, ბრიტანელი მენიერების დასკვნით, ცხოველებთან ხშირი ურთიერთობა ოჯახის წევრებს ასთმის, ალერგიის, ვირუსებისა და სხვა მსგავსი ტიპის დაავადებებისადმი ერთგვარ იმუნიტეტს უმუშავებს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

საკუთარ დასკვნებს გვთავაზობენ გერმანელი მეცნიერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოველებთან ერთად გაზრდილი ადამიანი გარე სამყაროსთან ადაპრიტებას გაცილებით იოლად ახერხებს, უფრო კომუნიკაბელურია, სირთულეებს იოლად უმკლავდება და სხვა.
მეტიც, შინაურ ცხოველს ბავშვისთვის ფსიქოლოგის როლის შესრულებაც კი შეუძლია, რადგან მოყვარულ ძაღლთან ცოტა ხნით თამაში ან უბრალოდ მისი მოფერება ყველაზე აგრესიულ და ნერვიულ ბავშვსაც აწყნარებს, გულჩათხრობილ ბავშვს კომუნიკაციისკენ უბიძგებს, თანატოლებთან გართობას ანდომებს და სხვა. სწორედ ამიტომაა, რომ გერმანელი სპეციალისტები ბავშვში მსგავსი ტიპის პრობლემების შემჩნევის შემთხვევაში შინ შინაური ცხოველის მოყვანს გვირჩევენ.

გამოკვლევების თანახმად, ყველა ტიპის ბავშვს განსხვავებული ცხოველი სჭირდება

თუ პატარა ძალიან აგრესიულია, მაშინ აკვარიუმის თევზები შეიძინეთ.

წყალში მოლივლივე თევზები ყველა ასაკის ადამიანს ამშვიდებს, ადუნებს რეაქციას და ადეკვატურს ხდის.

ასევე ფსიქიკაზე კარგად მოქმედებს კუ, რომელიც სრულიად უწყინარია, არ ხმაურობს და კოკერსპანიელის ლეკვისგან განსხვავებით ალიაქოთის გამოწვევაც არ შეუძლია.

თუ ბავშვი ზედმეტად მშვიდია, საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მშიშარაცაა, მაშინ აქტიური ცხოველის შეძენას გვირჩევენ.

ასეთია ზღვის გოჭი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოძრაობს, სასაცილოდ ხტუნავს, ბორბალს ატრიალებს – ანუ კარგად შეუძლია ადამიანი გაართოს. ასევე კარგი ვარიანტია ფრინველი, უფრო თუთიყუში, კატა, რომელიც მუდმივად თამაშის ხასიათზეა, ძაღლებიდან პუდელი, კოკერსპანიელი ან სხვა პატარა ჯიშის ძაღლი.

თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია, მაშინ დიდი ზომის ძაღლის მოყვანა სჯობს, რომელიც სიდინჯითაც ხასიათდება.

ლაბრადორი და გერმანული ნაგაზი იდეალური ვარიანტებია, ასევე კარგია ნიუფაუნდლენდი. ამ ჯიშის ძაღლებს ძალიან უყვართ ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები და გართობისთვის მუდამ მზად არიან. ამრიგად ჰიპერაქტიურ ბავშვს ყველთვის ეყოლება მეგობარი, რომელთანაც მოჭარბებულ ენერგიასაც დახარჯავს და კარგ ღირსებებსაც შეიძენს.

ერთ-ერთი ღირსება უდავოდ იქნება ის, რომ ბავშვი (მოზარდი) ცხოველებთან ურთიერთობის გარდა მათზე მზრუნველობასაც ისწავლის. ამ პროცესში კი თქვენი მონაწილეობა აუცილებელია.

სწორედ თქვენ უნდა აუხსნათ და ასწავლოთ, რომ ძაღლი ან კატა არ არის მხოლოდ გასართობი, რომ მასაც სჭირდება მზრუნველობა, მოვლა, ეზოში გასეირნება, თამაში და სხვა. ასევე არ დაგავიწყდეთ ცხოველის აცრა, ვეტკლინიკაში დარეგისტრირება, ვეტექიმთან კონსულტაცია და სხვა. მართალია, სახლში ცხოველის ყოლა დამატებით საზრუნავს გიჩენთ, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ მისი არსებობა თქვენი ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი. ესეც რომ არ იყოს, ცხოველები ძალიან საყვარლები და ერთგულები არიან, ზოგჯერ ადამიანებზე მეტადაც, ამიტომ მათთან ურთიერთობის სიამოვნებას ნურც საკუთარ თავს მოაკლებთ. გადასვლა>>> ,,ბავშვი”


სოფია კიკნაძის FB პრეზენტაცია: შინაური ცხოველები და ბავშვი

ადამიანები, რომლებსაც სახლში კატები ჰყავთ, თითქმის ორჯერ უფრო იშვიათად აღენიშნებათ გულის პრობლემები და სამჯერ უფრო იშვიათად – გულის შეტევა.

გამოგვყევით სოც.ქსელებში: Facebook;