მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოვლევა

მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოვლევა

პროქტოლოგიური ავადმყოფის გამოკვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  რენტგენოლოგიური მეთოდით მთელი მსხვილი ნაწლავის შესწავლას. >>>>

ყველაზე  დიდ  დიაგნოსტიკურ ღირებულებას ირიგოსკოპია წარმოადგენს. მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ზუსტად ირიგოსკოპიით უნდა დაიწყოს. იხილეთ ირიგოსკოპია

ფისტულოგრაფია

ფისტულოგრაფიაფისტულების კანზე არსებობისას, ანორექტალური და გავა-კუდუსუნის მიდამოს დაავადებების გამოსაცნობად და დიფერნციალური დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება.

ფისტულოგრაფიის მთავარი ამოცანა ფისტულის არხის მიმართულების, მდებარეობის, განტოტვილობის, ღრუების წარმოქმნის, მეზობელ ორგანოებთან და ქსოვილებთან კავშირის გამოვლინებაა.

ფისტულის არხში საკონტრასტო ნივთიერების უშუალოდ შეყვანა, კოლოპროქტოლოგის მიერ რენტგენოლოგიურ კაბინეტში  ხორციელდება. სურათებს  პირდაპირ და გვერდით პროექციაში იღებენ. ფისტულოგრაფიის მონაცემების შეფასებას რენტგენოლოგი აწარმოებს.

სხვა რენტგენოლოგიური მეთოდები (პარიეტოგრაფია, ლიმფოგრაფია, ანგიოგრაფია) კოლოპროქტოლოგიაში იშვიათად და სპეციალური ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენება.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია