არა ინფარქტ–გამომწვევი კორონარული სისხლძარღვის სტენტირება

მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, PRAMI

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

PRAMI – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს პროფილაქტიკური კორონარული ინტერვენციის ჩატარება შევიწროებულ, მაგრამ არა ინფარქტ-გამომწვევი კორონარულ არტერიაზე, იძლევა უკეთეს შედეგებს, ვიდრე მხოლოდ ინფაქტის გამომწვევი კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა >>>

მიოკარდიუმის ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (STEMI) თანამედროვე   
გაიდლაინში, რეკომენდირებულია პერკუტანეული კორონარული ინტერვენციის (PCI) ჩატარება მხოლოდ ინფარქტის გამომწვევ კორონარულ არტერიაზე.
“PRAMI” კვლევის მონაცემებით PCI –ის ჩატარება დაზიანებულ, არა ინფარქტ – გამომწვევ არტერიაზე, ინფარქტის გამომწვევ არტერიის გახსნის პარალელურად – იძლევა გულ–სისხლძარღვთა სისტემის მთავარი, არაკეთილსაიმედო მოვლენების განვითარების რისკის სარწმუნო შემცირებას, STEMI–ის მქონე პაციენტებში. მკვლევარების თქმით, რისკის 65%–ით შემცირება, ძირითადად განპირობებული იყო არაფატალური ინფარქტის და რეფრაქტერული სტენოკარდიის განვითარების სტატისტიკურად სარწმუნო შემცირებით. აგრეთვე ადგილი ჰქონდა კარდიალური სიკვდილიანობის შემცირებას, ოღონდ სტატისტიკურად არასარწმუნოს.
23 თვით შემდეგ, არაინფარქტ გამომწვევი კორონაული არტერიაზე, დამატებით PCI –ის ჩატარებას იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა რომ, კვლევა დროზე ადრე იქნა შეწყვეტილი. “PRAMI” მონაცემები საშუალებას მისცემენ კარდიოლოგებს შეიტანონ ცვლილებები ამჟამად არსებულ გაიდლაინში.

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ https://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

______________________________________________

გადასვლა >>>> ,,კარდიოლოგია/ანგიოლოგია” 

.