რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება

რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება

ბატონ დავით მალიძეს!  ბატონო დავით, გაკეთებული მაქვს რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება 3 წლის წინ გერმანიაში. ვარ 63 წლის. დღემდე მრჩება ტკივილი გულმკერდის მიდამოში. ჩემი მარცხენა ძუძუსთავი ძალიან მტკივნეულია შეხებისას. ოპერაციის შემდეგ ამ ადგილზე არ მქონდა შეგრძნება, მაგრამ შემდგომში იგი გახდა თანდათან მგრძნობიარე, თან მტკივნეულად მგრძნობიარე.  გულმკერდის მარჯვენა მხარე მტკივა, როდესაც ვაკეთებ ღრმა ამოსუნთქვას . ეს მხარეც თავიდან იყო უგრძნობი და შემდგომში გახდა მგრძნობიარე და მტკივნეული. ვმკურნალობდი დექსალგინით, ლიდოკაინის „ნაკლეიკებით“, კუნთების მოსადუნებელი პრეპარატებით, გაკეთებული მაქვს გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომელმაც არაფერი არ აჩვენა. ოპერაციის წინ მითხრეს რომ ნაკლები ტკივილი მექნებოდა, ახლა ვნანობ, რატომ ჩვეულებრივი ოპერაცია არ გავიკეთე. ხომ ვერ მეტყვით რაიმე ახალს, რამაც შეიძლება დამეხმაროს ტკივილის შეჩერებაში?

 

 


– რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება მართალია ნაკლებად ტრავმულია, მაგრამ ახასიათებს გულმკერდის ნერვების დაზიანება და სავარაუდოთ ეს არის თქვენი ტკივილის მიზეზი გულმკერდის მიდამოში. ამ დროს ჩვეულებრივ მკურნალობენ B12 ვიტამინით, ან მისი გაუმჯობესებული ვარიანტით მეთილკობალამინით, ხოლო რეზისტენტულ შემთხვევებში გაბაპენტინით.  კარდიოქირურგი ამ შემთხვევაში ვერაფერს დაგეხმარებათ და სჯობს მიმართოთ გამოცდილ ნევროპათოლოგს. სხვათა შორის, თქვენ ღებულობთ კარდიოლოგიურ წამლებს? ხომ არ იღებთ სპირინოლაქტონს ან დიგოქსინს? რადგან ორივე ამ წამალს გვერდითი ეფექტებიდან ახასიათებს ძუძუსთავების მტკივნეულობა და შეშუპება. რაც შეეხება ოპერაციის ტიპს, ამაზე ნუ დარდობთ, ხალხი ოცნებობს რობოტული კარდიოქირურგიული ოპერაციის გაკეთებაზე. ჩვეულებრივი ოპერაციით შესაძლოა უფრო მეტი და მძიმე გართულებებთან გქონოდათ საქმე.

 

 





                                                    

Share this...Share on Facebook
Facebook