კარდიოსტიმულატორის ჩაყენება მობიც I (ვენკებახის) ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს

კარდიოსტიმულატორის ჩაყენება მობიც I (ვენკებახის) ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს

ორსულობა,კარდიოსტიმულატორი,მობიც I (ვენკებახის) ბლოკადა

კითხვა დავით მალიძეს – ვარ 30 წლის ქალი, ახლახან ჩემმა კარდიოლოგმა დამისვა დიაგნოზი გულის ბლოკადა მობიც I (ვენკებახის) და შემომთავაზა ამის გამო კარდიოსტიმულატორის ჩაყენება. არ ვიცი რა ვქნა? მე ბევრი ლიტერატურა წავიკითხე და ვიცი რომ, ზოგადად ეს არ წარმოადგენს დიდი პრობლემას. რის გამოც ვწუხვარ, ის არის რომ, მე და ჩემი ქმარი ვაპირებთ შვილის ყოლას და არ ვიცი გაუარესდება თუ არა ეს მდგომარეობა ორსულობისა თუ მშობიარობის დროს?>>>

პასუხი–გამარჯობათ, მეორე ხარისხის მობიც I (ვენკებახის) ატრიოვენტრიკულური ბლოკადა დიდ პრობლემებს არ ქმნის და იშვიათად სჭირდება მუდმივი სტიმულატორის ჩაყენება (ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევით დადგენილი ბლოკის არსებობისას, თუ ბლოკი ჰისის კონის ინტრა ან ინფრა დონეზე მდებარეობს, ან როდესაც პაციენტში იძლევა სიმტომებს), მეორე მხრივ ორსულობის პერიოდში კარდიოსტიმულატორის ჩადგმა მიზანშეწონილია ორსულ ქალებში მხოლოდ სიმპტომური, სრული ატრიო–ვენტრიკულური ბლოკადის (რომელიც თქვენ ბლოკადისგან განსხვავებით რთული ფორმაა) დროს, როდესაც ნაყოფი 8 კვირის გახდება.

ჩემი აზრით, თუ თქვენ არ გაქვთ სიმპტომები (პერიოდულად ჰაერის უკმარისობა, ცნობიერების დაბინდვის ან გულის წასვლის ეპიზოდები ) თქვენ კარდიოსტიმულატორის ჩაყენება არ გჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვის გაჩენას აპირებთ და მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შემოგთავაზეს ეს პროცედურა, თუმცა თქვენმა კარდიოლოგმა, ჩემზე კარგად იცის თქვენი მდგომარეობა, და თუ თქვენ გაქვთ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები მაშინ კარდიოსტიმულატორის ჩაყენება იქნება გამართლებული ღონისძიება საერთოდ და არამარტო მშობიარობისთვის.

Share this...Share on Facebook
Facebook