სტაბილური სტენოკარდიის 2013 წლის ევროპული რეკომენდაციები (მიმოხილვა)
სტაბილური სტენოკარდია, კად, მიკროვასკულური დისფუნქცია, კორონარული ვაზოსპაზმი,ივაბრადინი, ნიკორანდილი
ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ
სტატიაში მოცემულია სტაბილური სტენოკარდიის ახალი 2013 წლის ევროპული გაიდლაინის მოკლე მიმოხილვა. აქცენტი გამახვილებულია იმ ახალ საკითხებზე რომლის ცოდნა უცილებელია თანამედროვედ მოაზროვნე კარდიოლოგისთვის პაციენტებთან უკეთესი კლინიკური შედეგების მისაღებად.>>>
1. 2006 წლის სტაბილური სტენოკარდიის გაიდლაინის გამოსვლის შემდეგ, სტაბილური კორონარული არტერიების დაავადების (სკად) კონცეფცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჯამად სკად მოიცავს ავადმყოფთა გაფართოებულ ჯგუფს: პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სტაბილური სტენოკარდია ან მასთან დაკავშირებული დაავადებანი, როგორიცაა დისპნეა(სუნთქვის უკმარისობა) ; მათ, რომლებსაც ადრე ჰქონდათ სიმპტომური ობსტრუქციული ან არა ობსტრუქციული კად (კორონარული არტერიების დავადება), და შემდგომში მკურნალობის შედეგად გახდნენ ასიმპტომურები და საჭიროებენ რეგულარულ მკურნალობას; მათ, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდათ პირველად და ამიტომ დიაგნოსტირებულები არიან როგორც ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტები. სკად, ამჟამად თავის განსაზღვრაში მოიცავს კორორნარული არტერიების დაავადების განვითარების სხვადასხვა ფაზებს, იმ ფაზის გარდა, რომლის დროსაც კორონარული არტერიების თრომბოზი დომინირებს და განსაზრვრავს მწვავე კორონარულ სინდრომის კლინიკას.
2. წინამდებარე სახელმძღვანელოში აქცენტი გაკეთებულია, როგორც სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, ასევე პროგნოზულ შეფასებებზე, ცალკ–ცალკე. სადიაგნოსტიკო ტესტების უმრავლესობა გვაძლევს აგრეთვე ინფორმაციას დაავადების სიმძიმესა და პროგნოზულ გამოსავალზე. გათვალისწინებულია აგრეთვე, ბოლო დროს ჩატარებული მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობილი –დაავადების სხვადასხვა მკურნალობის სტრატეგიის გავლენა ავადმყოფობის გამოსავალზე.
3. ფართოდ არის განხილული კორონარული რევასკულარიზაციის როლი და მოცემულია ახლად ჩატარებული მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე დაყრდნობილ კვლევებში – კანქვეშა კორინარული ინტერვენციისა და აორტო–კორონარული შუნტირების პროგნოსტული როლი დაბალი რისკი მქონე პოპულაციაზე.
4. ახალი გაიდლაინი იძლევა დაავადების ალბათობის პრეტესტული შეფასების გაფართოებულ და განახლებულ მნიშვნელობას. დაავადების ალბათობის პრე–ტესტული შეფასება განახლებულია, უახლოესი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც იძლევა სადიაგნოსტიკო ტესტების ზუსტად არჩევის შესაძლებლობას. შესწორებული დიაგნოსტიკური და პროგნოსტიკული ალგორითმების გამოყენება, ამარტივებს კლინიკური გადაწყვეტილების მიღებას და იძლევა რესურსების ოპტიმალურად მოხმარების საშუალებას.
5. ფართოდ არის განხილული კად–ის ფიზიოლოგიური შეფასების მნიშვნელობა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, და სრულყოფილად არის წარმოდგენილი მათგან დიაგნოსტიკური და თერაპიული სარგებელის მიღების პრაქტიკული გაიდლაინი.
6. წინა ვერსიისგან შედარებით, ახალ გაიდლაინში განხილულია, არამარტო ათეროსკლეროზული შევიწროების, არამედ მიკროვასკულური დისფუნქციის და კორონარული ვაზოსპაზმის დიაგნოსტიკური და პროგნოსტიკული ალგორითმი. ეს მცნებები ნაწილობრივ მივიწყებული იყო უახლოეს ლიტერატურაში, თუმცა ისინი თავსატეხს უქმნიან ექიმებს, როგორც სადიაგნოსტიკო ასევე თერაპიული საკითხების გადაწყვეტაში.
7. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ცხოვრების სტილის ცვლილებებს და თერაპიულ მკურნალობას. ზედმიწევნით გაშუქებულია ხელთარსებული საშუალებები: კერძოდ გულის რეაბილიტაცია, გრიპის ვაქცინაცია და ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც განხილულია რამდენიმე ფარმაკოლოგიურ საშუალებასთან ერთად (ივაბრადინი, ნიკორანდილი, ტრიმეტაზიდინი და რანოლაზინი).
8. სპეციალური ყურადღება აქვს დათმობილი პაციენტების ქვეჯგუფებს, როგორიცაა პაციენტები სკად –ით და დაბალი არტერიული წნევით, ან ნელი გულის რითმით. ამის გარდა გაღრმავებულად არის შესწავლილი ქალების კატეგორია, დიაბეტის მქონე პაციენტები, პაციენტები, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, ხანშიშესული პაციენტები და პაციენტები რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ კორონარული რევასკულარიზაცია.
New 2013 ESC Guidelines on stable coronary artery disease 1 Sep 16:30-18:00, Amsterdam – Central Village