გულის პეისინგის და რესინქრონიზაციული თერაპიის 2013 წლის ევროპული გაიდლაინი (მომოხილვა)

გულის პეისინგის და რესინქრონიზაციული თერაპიის 2013 წლის ევროპული გაიდლაინი (მომოხილვა)

გულის პეისინგი, რესინქრონიზაციული თერაპია,

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

გამოვიდა EHRA-ს მიერ მომზადებული გულის პეისინგის და რესინქრონიზაციული თერაპიის გაიდლაინი. მისი განახლება აუცილებელი იყო, რადგან 2007 წლიდან ჩატარდა 90 ზე მეტი კვლევა აღნიშნული მიმართულებით.
გაიდლაინში ESC სახელმძღვანელოებიდან პირველად გვხდება ახალი განყოფილება სახელწოდებით “კლინიკური პერსპექტივები”, რომელიც იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სახელმძღვანელო სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციებში, რომელიც გვხვდება რეალურ ცხოვრებაში. აღნიშნულ განყოფილებაში მოცემულია არითმიის პრობლემის გადჭრის გზები, თანმხლები დაავადებების და მათი მედიკამენტოზური მკურნალობის თავისებურების გათვალისწინებით.>>>
გაიდლაინში მთავარი ყურადღება მიქცეულია პეისინგის განხორციელების ჩვენებებზე გულის არითმიის მქონე პაციენტებში, და რესინქრონიზაციის ჩატარების ჩვენებებზე, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობა. სახელმძღვანელოში მოცემულია აგრეთვე დამატებითი თავები კონკრეტული მდგომარეობებისთვის, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულზე ოპერაციის შემდგომი პეისინგი, ტრანკათეტერული, აორტის სარქველის იმპლანტაცია ( Tavi) და გულის ტრანსპლანტაცია. ბავშვთა პეისინგი და იმ ბავშვთა პეისინგი, რომლებთაც გააჩნიათ თანდაყოლილი გულის დაავადებები. ბოლოს სახელმძღვანელოში მოცემულია მოსაზრებები, ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა ინფექციის გამო გამოწვეული პეისმეკერის რეიმპლანტაცია, მაგნიტური რეზონანსული კომპიუტერის გამოყენება პაციენტებში, გულის იმპლანტირებული მოწყობილობებით, გადაუდებელი დროებითი პეისინგი და არითმიის დისტანციური მართვის მენეჯმენტი.
 აღსანიშნავია, რომ გაიდლაინში მოცემულია ბრადიარითმიების ახალი კლასიფიკაცია, რომელიც დაფუძნებულია ბრადიარითმიების მექანიზმზე და არა მათ ეტიოლოგიაზე. ამ ცვლილების მიზეზი გახდა ის რომ, ექიმს უფრო მეტად, უხდება არითმიის მექანიზმთან შებრძოლება ვიდრე მის ეტიოლოგიასთან. ახალი გაიდლაინი ითვალისწინებს აგრეთვე იმას, თუ, არითმიული პრობლემა პაციენტისთვის მუდმივია თუ მონაცვლებადი, არითმიული პრობლემა დადასტურებულია ელექტროკარდიოგრაფიულად, თუ არა. მოცემულია ლოგიკური გადაწყვეტილებების სქემა, რათა გვაჩვენოს სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციებში (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სინუსური კვანძის სისუსტე, ჰისის კონის ტოტების ბლოკადა), პეისინგის შესაძლებლობათა სპქტრი..
საერთო ჯამში ახალი გაიდალინი მიწოდებულია მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი ფორმატით და ძირითადად გათვალისწინებულია პრაქტიკული ექიმებისთვის.

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

 

Share this...Share on Facebook
Facebook