საბავშვო ზეთები

საბავშვო ზეთები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ ნივთები ბავშვებისათვის ინტერნეტ-მაღაზიებში

საბავშვო ზეთები უნივერსალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების დროს, ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდანვე.
პრაქტიკულად ყველა საბავშვო ზეთი შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც კანს უნარჩუნებს ელსატიურობასა და სირბილეს, ეწინააღმდეგება ანთებითი პროცესის განვითარებას და ხელს უწყობს კანის დაზიანებული უბნების აღდგენას. ასევე საბავშვო ზეთების შემადგენლობაში შედის სხვადასხვა მცენარეების (გვირილა, კალენდულა, ლავანდა, ევკალიპტი, ნუში, ზეთისხილი, ავოკადო და სხვა)  ზეთები.
ნატურალური მცენარეული ზეთები ატენიანებს, იცავს კანს გამოშრობისა და გაღიზიანებისაგან  და კვებავს მას.

საბავშვო ზეთები ჩვეულებრივ გამოიყენება დაბანის შემდეგ კანის ნაოჭებში წასასმელად, სადაც ხშირად ვითარდება დაოდვილობა, ასევე მიმართავენ სებორეული ქერქების მოსაცილებად, ცხვირის ნესტოებისა და ყურების გასუფთავების მიზნით, აადვილებს მასაჟის გაკეთებას.

გაითვალისწინეთ

წასმისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება ბავშვის მთელი სხეულის ზეთით დაფარვა, რადგანაც ამგვარად თქვენ ახშობთ კანის ფორებს, რომლის მეშვებითაც  ის სუნთქავს.
საბავშვო ზეთებიცალკე გამოყოფენ ზეთებს, რომლებიც გამოიყენება კანის გამონაყარისა და სხვადასხვა დაზიანებებისას, საფენისმიერი და ალერგიული დერმატიის დროს, ასეთი ზეთები მიეკუთვნება სამკურნალო კოსმეტიკას.
საბავშვო ზეთებს შეიცავს სველი სალფეთქებიც, რომლებიც კანის გასუფთავებასთან ერთად კვებავს მას და იცავს გამოშრობისაგან.

და ბოლოს, საბავშვო ზეთები არ უნდა შეიცავდეს საღებავებს, ემულგატორებს, არომატიზატორებს, პარაბენს. გადასვლა >>> ,,ბავშვი”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.