ვირუსული პერიკარდიტი

ვირუსული პერიკარდიტი

ვირუსული პერიკარდიტი

 

 

კარდიოლოგ დავით მალიძეს.  ბატონო დავით ვარ 25 წლის. 1 თვის წინ დმისვეს დიაგნოზი – ვირუსული    პერიკარდიტი, მქონდა მუდმივი სუსტი ტკივილი გულმკერდის მარცხენა მხარეს,  როგორც სიარულის ასევე მოსვენების დროს. ჩემმა ექიმმა პირველად გამომიწერა   იბუპროფენი 600 მგ 3–ჯერ დღეში. მე ვიღებდი მას 15 დღის განმავლობაში,  მაგრამ მას არ ჰქონდა არავითარი ეფექტი. შემდეგ მან გამომიწერა ნატრიუმის  დიკლოფენაკი 50 მგ დღეში 3–ჯერ. მას ვიღებ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რის  შემდეგ,  დღე აღარ მაქვს არავითარი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში,  მაგრამ სიარულისას უფრო მეტი ტკივილი მაქვს გულის მიდამოში.

ტკივილი მაქვს  აგრეთვე გულმკერდის მარცხენა მხრეს და მარცხენა მხარში, ხელთან ახლოს და მარცხენა კოჭის ვენებში. ახლა ორივე ხელზე გამოხატული მაქვს ლურჯი ხაზები (განსაკუთრებით ნებებზე). ეს ფერი უფრო მუქდება სიარულიასას. თუ ცოტას დავდივარ–რამდენიმე მეტრს, მაშინ ტკივილი მოსვენებისას მიწყნარდება სადღაც 15 წუთის შემდეგ, ხოლო თუ 10 წუთზე მეტს დავდივარ მაშინ ტკივილი მთელი დღე გრძელდება, მოსვენების პერიოდშიც კი.

გთხოვთ მითხრათ, რა უნდა გავაკეთო?? რამდენ ხანში მომ მომირჩება ყველაფერი? მანანა>>>

 

გამარჯობათ მანანა!

თქვენი ისტორიიდან  აშკარაა, რომ გაქვთ პერიკარდიტი.  ვირუსული პერიკარდიტი ან იდიოპათური პერიკარდიტი წესით გრძელდება 6 კვირამდე. ტკივილი პერიკარდიტის ერთ ერთი წამყვანი სიმპტომია და ჩვეულებრივად კარგად ექვემდებარება  არა სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (NSAID), განსკუთრებით იბოპრუფენს. ძლიერი ტკივილი, რომელიც არ ემორჩილება  NSAID–ებს, საჭიროებს ოპოიდებს, როგორიცაა მორფინი ან კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა მაგალითად, პრედნიზოლონი.  პრედნიზოლონი თავის თავად არ წარმოადგენს ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატს,  მაგრამ ამცირებს ტკივილს ანთების საწინაღმდეგი ძლიერი მოქმედებით.
ერთი კვირის განმავლობაში იბუპროფენის უმოქმედობა (მაგალითად ცხელების გაგრძელება, საერთო მდგომარეობის გაუარესება, ტკივილის გაგრძელება ან ახალი პერიკარდიული გამონაჟონი) შეიძლება მიუთითებდეს, რომ პერიკარდიტის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა, ვიდრე ვირუსული ან იდიოპათიკური (როდესაც მიზეზი უცნობია). ტკივილი რომელიც გრძელდება ერთ კვირაზე მეტს (NSAID–ზე ყოფნისას) მიუთითებს ძლიერ პერიკარდიტზე.

ლურჯი ხაზები რომელიც თქვენ აღნიშნეთ ხელებზე, საეჭვოა იმით, რომ განვითარდა მწვავე თრომბოფლებიტი. ამიტომ გირჩევთ რომ სასწრაფოდ მიმართოთ თქვენს ექიმს საკონსულტაციოთ და ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები.

გისურვებთ გამოჯანმრთელებას

კარდიოლოგი დავით მალიძე

ამ მისამართზე არის კავშირის ფორმა კარდიოლოგთა დისტანციური კონსულტაციების მისაღებადhttps://www.medgeo.net/2013/12/07/consultaciebi-24/