ამბლიოპია, ზარმაცი თვალი

ამბლიოპია, ზარმაცი თვალი

ამბლიოპია (ზარმაცი თვალი) მხედველობის დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც აღინიშნება მხედველობის პროცესიდან ცალი თვალის სრული ან ნაწილობრივი გამოთიშვა. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში პროცესი შექცევადია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ამბლიოპია ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია ბავშვებში.
ნორმაში ტვინის მიერ ხდება ორივე თვალის მიერ აღქმული გამოსახულების გაერთიანება. აღნიშნულ პროცესს ბინოკულარული მხედველობა ეწოდება.
ამბლიოპიის დროს სწორედ ეს პროცესია დარღვეული, შედეგად კი ცალი თვალის ფუნქცია ითრგუნება. ბინოკულარული მხედველობა საჭიროა მხედველობის ველში საგნების განლაგების, სურათის მოცულობის, მთლიანობის, საგნის სიღრმის შესაფასებლად; ამბლიოპიის დროს ეს შეუძლებელია.

ამბლიოპიის გამომწვევი მიზეზები

ამბლიოპიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიელმეა, თუმცა თვითონ ამბლიოპიაც შეიძლება გახდეს თავის მხრივ სიელმის მიზეზი.
გარდა სიელმისა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფსკერის, რქოვანას ცვლილებებმა, ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ასტიგმატიზმი, შორსმხედველობა, კატარაქტა, ნისტაგმი. ამბლიოპია შეიძლება განვითარდეს რეფრაქციის პათოლოგიების დროს, როდესაც არ ხდება დროული კორექცია.

ამბლიოპიის ნიშნები ბავშვებში

ამბლიოპია, ზარმაცი თვალიამბლიოპიის ნიშანი ბავშვებში შეიძლება იყოს სიელმე, რაც წარმოადგენს ამბლიოპიის როგორც მიზეზს, ისე შედეგს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ბავშვი ცდილობს საგნები თვალებთან ახლოს მიიტანოს, მათი უკეთ დანახვის მიზნით, თავს ხრის ცალ მხარეს, ხუჭავს ცალ თვალს კითხვისას,  ხშირად ამბლიოპიის დროს პატარები უჩივიან თავის ტკივილს. ამბლიოპიის დროს შეიძლება გამოიხატოს თვალსი გაღიზიანების ნიშნები: სიწითლე, ცრემლდენა, ქუთუთოს დაშვება.
შეგვიძლია მარტივი ტესტი ჩვენ თვითონაც ჩავატაროთ, მხედველობითი დატვირთვის დროს, მაგალითად ტელევიზორის ყურებისას ბავშვს დავუხუჭოთ მორიგეობით თვალები და დავაკვირდეთ, თუ პატარა დაიწყებს ტირილს, ეს შეიძლება მიუთითებდეს ამბლიოპიაზე.

ამბლიოპიის დიაგნოსტირება

ამბლიოპიის გამოვლენა რაც შეიძლება ადრე უნდა მოხდეს, რადგანაც ცხრა წლის ასაკისათვის ბავშვის მნხედველობის ორგანოს ფუნქცია ჩამოყალიბებულია და თუ ამ პერიოდამდე არ აღმოიფხვრა პრობლემა, დროთა განმავლობაში ამბლიოპიური თვალის მხედველობითი ფუნქციის სრული მოშლა შეიძლება განვითარდეს. ამბლიოპიის დიაგნოზის დასმა ჩვეულებრივ ხდება თვალის სრული გამოკვლევის შედეგად, როგორც წესი სპეციფიური ტესტები საჭირო არაა.
ამბლიოპიის დროული გამოვლენის მიზნით აუცილებელია ბავშვის მხედველობის შემოწმება, განსაკუთრებით სკოლაში მიყვანამდე, რადგან სწორედ ამ პერიოდში იწყებს ბავშვი ინტენსიურ წერა-კითხვას და ამბლიოპია აფერხებს მის სრულფასოვან განვითარებას.

ამბლიოპიის  მკურნალობა

ამბლიოპიის მკურნალობა რამდენიმე მიმართულებით უნდა მოხდეს: ამბლიოპიური თვალის ტრენირება, ამეტროპიის სწორი კორექცია და სიელმის აღმოფხვრა.
რეფრაქციული ამბლიოპიის დროს მხედველობის აღდგენა შესაძლებელია რეფრაქციული პათოლოგიის (ახლომხედველობის, შორსმხედველობის) კორექციით სათვალეების ან კონტაქტური ლინზების მეშვეობით. დღეისათვის შექმნილია სპეციალური აპარატი, ამბლიოკორი, რომელსაც საფუძვლად უდევს ვიდეოკომპიუტერული აუტოტრენინგი.

გადასვლა 1. ბავშვი 2. ოფთალმოლოგია


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.