ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კოგნიტიურ ქცევითი (ბიჰეივიორული) თერაპია

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

სტატიაში მოცემულია პრაქტიკულად უცნობი ეტიოლოგიისა და პათოგენეზის დაავადების დიაგნოზის, დიფერენციალური დიაგნოზის, პროგნოზისა და მკურნალობის საკითხები. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ყოველწლიურად სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს და  არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ მოზარდებსა და ბავშვებშიც შრომისუნარიანობის დაქვეითების, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევის მთავარ მიზეზად გვევლინება.


ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

დაღლილობის დროს გამოსაყენებელი ბადები
ომეგა-3 omega-3



ეტიოლოგია, პათოგენეზი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ქდს) გამოიყენება ისეთი მდგომარეობის აღსანიშნავად, როგორიცაა გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული, ძნელად აღსაქმელი, ცვალებადი სისუსტე და ძალის შემცირება. ეს მდგომარეობა ლიტერატურაში ასევე ცნობილია როგორც მიალგიური ენცეფალომიელიტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ქდს მოიცავს კუნთებისა და სახსრების გავრცელებულ ტკივილს. უძლურებას, გამოფიტვას და სხვა დამახასიათებელ სიმპტომებს,  რომლებიც ძირითადად თავს იჩენს, აქამდე ჯანმრთელ და აქტიურ პირებში. დაღლილობა ბევრი დაავადების მნიშვნელოვანი სიმპტომია, მაგრამ ქდს არის მულტისისტემური დაავადება და შედარებით იშვიათად გვხვდება.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა რიგი სიმპტომების არსებობა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მათ შორის არის ძლიერი მენტალური და ფსიქიკური დაუძლურება, რომელსაც არ ხსნის დასვნება, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომკომპლექსი მეტად გამოხატულია  დაძაბვისას, ხოლო დროში გახანგრძლივებულია – 6 თვეზე მეტხანს. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა რომ სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული სხვა სამედიცინო მდგომარეობით.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

დამატებითი სიმპტომები

ქდს მქონე პაციენტებში შეიძლება დაფიქსირდეს დამატებითი სიმპტომები, ესენია: კუნთების სისუსტე, კოგნიტიური დისფუნქცია, ჰიპერმგრძნობელობა, ორთოსტატიური, დიგესტიური მოშლილობები. დეპრესია, სუსტი იმუნიტეტი, კარდიული და რესპირატორული პრობლემები.
ზუსტად არ არის დადგენილი ეს სიმპტომები თანმხლები დაავადებების გამოვლინებაა, თუ ინდუცირებულია თავად ქდს-ს გამომწვევის მოქმედების შედეგად. სრული სიმპტომატიკის გამოვლინება ხდება მხოლოდ შემთხვევათა 5-10-%-ში.
ამერიკაში ყოველ 1000 ზრდასრულ პირზე მოდის ქდს-ს  4 შემთხვევა. ეს სინდრომი ქალებში მეტად აისახება ვიდრე მამაკაცებში, უფრო მეტად გვხვდება 40-59 წლის ასაკში. დაავადება იშვიათად ფიქსირდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში.
ეს  დაავადება უფრო მეტად გავრცელებულია კავკასიურ რასაში (დასკვნა გაკეთებულია კლინიკური კვლევებზე დაყრდნობით).
ქდს- ს სადიაგნოსტიკოდ არ არსებობს ფართოდ ცნობილი სამედიცინო ტესტი, დიაგნოსტირება ხდება ძირითადად ანამნეზური მონაცემების, პაციენტის ჩივილების, სიმპტომებისა და ასევე ზოგიერთი ანალიზის საფუძველზე.

დიაგნოზი, ნიშნები და სიმპტომები

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უმეტეს შემთხვევაში იწყება უეცარად, ხშირად თან ერთვის ,,გაციებისმაგვარი დაავადება” რომელიც უფრო მეტად ვითარდება ზამთრის პერიოდში.
უმეტეს შემთხვევებში დაავადება ვითარდება რამდენიმე თვიანი მძიმე სტრესის შემდეგ. ავსტრალიელი მკვლევარების მიერ დადასტურებული იქნა ასევე ქდს –ს პოსტ-ინფექციურად (ვირუსული და არავირუსული პათოგენებით) განვითარების შემთხვევები.
პოსტ-ინფექციური და პოსტ-სტრესული ქდს-ს განვითარების მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველია.

დიაგნოსტიკა

ქდს-ს ყველაზე ხშირად გამოყენებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და დეფინიცია გამოქვეყნდა ა.შ.შ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, რის მიხედვითაც მნიშვნელოვანია ორი კრიტერიუმის არსებობა:

  1. პერსისტიული (მუდმივი) დაღლილობის ახალი აუხსნელი დასაწყისი, რომელიც არ იხსნება დასვენების შედეგად, რაც იწვევს მანამდე არსებული აქტივობის ხარისხის მნიშვნელოვნად დაქვეითებას.
  2. ოთხი ან მეტი ქვემოთ მოყვანილ სიმპტომის არსებობა, რომელიც გრძელდება 6 თვე ან მეტად:
    • დაქვეითებული მახსოვრობა ან კონცენტრაცია;
    • დაძაბვის შემდგომი სისუსტე, როდესაც ფიზიკური ან გონრბრივია დაძაბვას მივყავართ   ’’ძლიერ, გახანგრძლივებულ, უძლურებამდე და სისუსტემდე”
    • ძალების აღდგენის შეუძლებლობა ძილის შემდგომ;
    • კუნთების ტკივილი (მიალგია);
    • მრავალ სახსროვანი ტკივილი (ართრალგია);
    • თავის ტკივილი, სხვაგვარად ან მომატებული სიძლიერით;
    • ყელის ტკივილი, ხშირად ან რეკურენტულად;
    • რბილი ლიმფური კვანძები (კისრის ან იღლიის);

როდესაც ეს სიმპტომები გამოწვეული სხვა მდგომარეობით, ქდს-ის  დიაგნოზი არ ისმება.

აქტივობის ხარისხი

პაციენტი უჩივის ფიზიკური აქტივობის კრიტიკულად შემცირებას. რომელიც მეტადაა გამოხატული დალილობის გამომწვევ სხვა   მდგომარეობებთან შედარებით, როგორიცაა მრავლობითი სკლეროზი, შიდსის გვიანი სტადიები, წითელი მგლურა რევმატოიდული ართრიტი, გულის დაავადებები, თირკმლის მძიმე დაავადებები, ფ.ქ.ო.დ. და ა.შ.
სიმპტომების სიმძიმე და უნარშეზღუდულობა ორივე სქესთან მიმართებაში თანაბრადაა გამოხატული, ხშირია შემზღუდავი ქრონიკული ტკივილი, მაგრამ მიუხედავად ერთგვარი დიაგნოზისა, პაციენტების ფუნქციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ცვალებადობს.
ზოგიერთი, შედარებით ნორმალურად ცხოვრობს, მაშინ როდესაც სხვები შეიძლება ლოგინს იყვნენ მიჯაჭვულნი და თავის თავსაც ვერ უვლიდნენ. დაავადებულთა ნახევარს აღარ შეუძლია მუშაობა, ხოლო მომუშავეთა 2/3 შეზღუდულად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს.
ნახევარზე მეტი იღებენ შრომისუუნარობის გამო სპეციალურ შეღავათებს, მეხუთედზე ნაკლები კი განაგრძობს მუშაობას სრული განაკვეთით.

მექანიზმი

ქდს-ს მექანიზმი და პათოგენეზი უცნობია. კვლევებით შესწავლილი და ჰიპოთეზის სახით მიღებული იქნა, დაავადების ბიოსამედიცინო და ეპიდემიოლოგიური ხასიათი.
მის მექანიზმის ასახსნელად განხილავენ ოქსიდაციური სტრესს, გენეტიკური წინასწარ განწყობას, ვირუსული და  ბაქტრიული ინფექციას, ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვალის დისფუნქციას (თუმცა უცნობია ეს უკანასკნელი ქდს –ს  მიზეზია თუ თავად წარმოადგენს მის შედეგს) იმუნური დისფუნქციას.
მენტალური და ფსიქოსოციალური ფაქტორები შეიძლება იყოს მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი.
ნეიროენდოკრინული დარღვევები რომელიც მოიცავს კორტიკოტროპინის გაზრდილი გამომუშავების პირობებში კორტიზოლის მცირე რაოდენობით გამომუშავებას, ასევე განიხილება როგორც  ამ მდგომარეობის შესაძლო გამომწვევი მიზეზი.
ზოგიერთი ინდივიდი აბსოლუტურად უარყოფს თავიანთი დაავადების შესაძლო ფსიქოლოგიურ მიზეზს და თვლის რომ მისი მდგომარეობა მხოლოდ ფიზიკური მიზეზითაა გამოწვეული.

რისკ-ფაქტორები

მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან პირები, რომლებსაც  ჰქონდათ მძიმე ბავშვობა, ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა.

ფსიქოლოგიური ფაქტორები

მკურნალობის შედეგები მოწმობს რომ ქდს არ მოიხსნება თუ პაციენტი მიმართულ იქნება ფიზიკური მიზეზის ძიებისაკენ, და ნაკლები ყურადღება დაეთმობა ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს. პიროვნების მაღალი ნევროტიზაცია და ინტროვერსია წარმოადგენს ქდს –ს განმაპირობებელ ფაქტორებს.

კლასიფიკაცია

არ არსებობს სამედიცინო კვლევები ან/და ფიზიკალური ნიშნები რომლებიც უტყუარად დაგვიდასტურებს ქდს-ს. ასე რომ დიაგნოზამდე მივდივართ ამათუ იმ სიმპტომის, სხვა პოტენციური გამომწვევის გამორიცხვის მეთოდით.
ყველაზე მეტად გავრცელებული ქდს -კლასიფიკაცია არის CDC -ს (ა.შ.შ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ) 1994 წელს მიღებული დეფინიცია, რომელსაც ასევე ჰქვია Fukuda -ს დეფინიცია.
ამ დოკუმენტის თანახმად საჭიროა მხოლოდ 4 კრიტერიუმის დაკმაყოფილება რათა დაისვას ქდს- დიაგნოზი.  როდესაც იგივე ორგანიზაციის 1988 წლის დოკუმენტში ამ კრიტერიუმების რიცხვი 6-დან 8-მდე მერყეობდა. სხვა მნიშვნელოვანი დეფინიციები მოწოდებულია შემდეგი საზოგადოებების მიერ:

  • ოქსფორდის კრიტერიუმები(1991 წ)
  • კანადის დეფინიცია (2003 წ)

დიფერენციული დიაგნოზი

ა.შ.შ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სპეციალუად აქვეყნებს იმ დაავადებათა ნუსხას რომელთა სიმპტომები  შეიძლება დაემთხვეს ქდს-ის სიმპტომებს.
ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი მათგანი: მონონუკლეოზი, ლაიმეს დაავადება, აუტოიმუნური დაავადებები, ქრ. ან სუბქრონიკული ბაქტერიული დაავადებები (ენდოკარდიტი), სოკოვანი დაავადებები, პარაზიტული დაავადებები, წითელი მგლურა, მრავლობითი სკლეროზები, ფიბრომიალგია, ძილის პირველადი დარღვევები, ძლიერი სიმსუქნე, ფსიქიატრიული დარღვევები,  დეპრესიული  დარღვევები და ა.შ.

მკურნალობა

მიუხედავად გულმოდგინე მკურნალობისა პაციენტთა დიდი ნაწილის განკურნება ამ სინდრომისაგან ვერ ხერხდება.
არ არსებობს უნივერსალური სამკურნალო სქემა. დიდია ჩამონათვალი რომელსაც ამ მდგომარეობისას მიმართავენ: დიეტა, ფიზიოთერაპია, საკვები დანამატები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები, იმუნოგლობულინები, ჰიდროკორტიზონი, ალტერნატიული მედიცინა. ყოველივე  ზემოთჩამოთვლილი ხშირად გამოიყენება ამ სინდრომის მართვაში. მაგრამ მათი ეფექტურობა დადასტურებული არ არის.
მკურნალობა რომელიც სამეცნიერო დონეზეა გამართლებული არის კოგნიტიურ ქცევითი თერაპია და საფეხურობრივად მზარდი ვარჯიში, ეს მიდგომები მრავალი რანდომიზირებული კვლევებით არის დადასტურებული.

კოგნიტიურ ქცევითი (ბიჰეივიორული) თერაპია (კქთ)

კქთ არის ფსიქოლოგიური თერაპიის ერთერთი ფორმა. იგი არის ვარჯიშისა და ფსიქოლოგიური მეთოდების კომბინაცია. რომელსაც აქვს საშუალო ეფექტურობა. ვინაიდან ქდს -ს გამომწვევი მიზეზები ბურუსითაა მოცული.
კქთ თერაპიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტს დაეხმაროს თავის მდგომარეობის გაცნობიერებაში, მდგომარეობიდნ თავის დაღწევის  სტრატეგიის შემუშავებაში, რათა პაციეტმა შეძლოს თავისი ფუნქციობის ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაცია.
15 რანდომიზირებულ კვლევის (რომელშიც მონაწილეობდნენ 1043 საკვლევი პირი) მეტა–ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ  კქ თერაპია არის საკმაოდ ეფექტური საშუალება დაღლილობის სიმპტომების შესამცირებლად.
ასევე დადგინდა რომ, მას უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე სხვა ფსიქოლოგიური მკურნალობის სახეებს.
ერთერთი რანდომიზებული კვლევის თანახმად კი, რომელშიც ხდებოდა კქ თერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ,  პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვება, დაფიქსირდა მათი 69 %-ის განიკურნება.

 საფეხურებრივად მზარდი ვარჯიშით მკურნალობა

საფეხურებრივად მზარდი ვარჯიშით თერაპია ეყრდნობა ფიზიოლოგიურ ასპექტების გაუმჯობესებას რეაბილიტაციისათვის და არ განიხილავს ფსიქოლოგიურ მიდგომებს.
ამ მკურნალობიის კურსის შემდეგ პაციენტთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს მდგომარეოის გაუმჯობესებას. ეს დადასტურებულია ასევე, სხვადასხვა რანდომიზირებულინ კვლევის შედეგებით.

აქტივობა

ფიზიკური აქტივობის თანდათანობით მატება; დასვენების პერიოდების შემცირება.

 პროგნოზი

14 რანდომიზირებული კვლევის შედეგდ, სადაც საკვლევ პირებს წარმოადგენდნენ ქდს -ის მქონე პირები, რომელთაც მკურნალობა არ ჩატარებიათ, სრული გამოჯანმრთელება გამოვლინდა შემთხვევათა 5%-ში. მდგომარეობის გაუმჯობესება შემთხვევათა 39,5 %-ში.
გამოსაკვლევ პირთა 8-30%-მა (3 კვლევის მიხედვით) შეძლო სამსახურში დაბრუნება. სიმპტომების გაუარესება აღინიშნა 5-20%-ში. ასევე დადგინდა რომ ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით უკეთესი პროგნოზული მაჩვენებელი აქვთ.

სიკვდილიანობა

ქდს -თი გამოწვეული სიკვდილობის შესახებ, ზუსტი ცნობები არ არსებობს. 14 კვლევის ანალიზის შედეგად დაფიქსირდა 8 გარდაცვალება.
აქედან ერთ შემთხვევაში მიზეზი გახლდათ თვითმკვლელობა,  ორი შემთხვევის მიზეზი არ იყო ქდს -სთან დაკავშირებული, დანარჩენ ხუთ შემთხვევაში მიზეზი ნათელი არ არის.
ერთ-ერთი მაშტაბური კვლევის შედეგები კი მოწმობს იმაზე რომ, ქდს -ით დაავადებულთა და საერთო საზოგადოებას შორის სიკვდილობის სიხშირეში სხვაობა არ არის.


ქრონიკული დაღლილობის სინდრომიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📌 ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ქდს) – ისეთი მდგომარეობი, როგორიცაა გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული, ძნელად აღსაქმელი, ცვალებადი სისუსტე და ძალის შემცირება
🧠 ეს მდგომარეობა ლიტერატურაში ასევე ცნობილია როგორც მიალგიური ენცეფალომიელიტი
🔎 ქრონიკული დაღლილობის სისტემი მოიცავს:
➡️ კუნთებისა და სახსრების გავრცელებულ ტკივილს;
➡️ უძლურებას;
➡️ გამოფიტვას და სხვა დამახასიათებელ სიმპტომებს
📎 აღნიშნული სიმპტომები თავს იჩენს, აქამდე ჯანმრთელ და აქტიურ პირებში
🔬 დიაგნოზის დასასმელად საჭიროა რიგი სიმპტომების არსებობა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მათ შორის არის ძლიერი მენტალური და ფსიქიკური დაუძლურება, რომელსაც არ ხსნის დასვნება
🩺 ქდს მქონე პაციენტებში შეიძლება დაფიქსირდეს დამატებითი სიმპტომები:
✔️ კუნთების სისუსტე;
✔️ კოგნიტიური დისფუნქცია;
✔️ ჰიპერმგრძნობელობა;
✔️ ორთოსტატიური, დიგესტიური მოშლილობები
💬 დაინტერესდით?
👉 გაიგეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3mJ4R9L
#ქრონიკულიდაღლილობისსინდრომი #ქდს #დაღლილობადასისუსტე #მუდმივიდაღლილობა #ქრონიკულიძილიანობა #უეცარიძილიანობა #მეხსიერებისდაკარგვა #კონცენტრაციისდაკარგვა #სახსრებისტკივილი #კუნთებისტკივილი #არასაკმარისიძილი #ყელისტკივილი #თავისტკივილი #გაფართოებულილიმფურიკვანძები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტერატურა

  • Chronic  fatigue syndrome –Sarah Guzofski, MD;
  • Chronic  fatigue syndrome- Wikipedia, the free encyclopedia

 ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 


♦ გამოგვყევით სოც. ქსელებში: 1 ,

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>