არტერიული ჰიპერტენზიის გადაუჭრელი საკითხები

არტერიული ჰიპერტენზიის გადაუჭრელი საკითხები 

არტერიული ჰიპერტენზიის 2013 წლის ESC/ESH რეკომენდაციები

მიუხედევათ არტერიული ჰიპერტენზიის შესასწავლად ჩატარებული უამრავი კვლევისა და ანალიზისა, მრავალი საკითხი კვლავ რჩება გადაუჭრელი და საჭიროებს ახალი ფრთომასშტაბიანი კვლევების ჩატარებას. სტატიაში მოცემულია არტერიული ჰიპერტენზიის 2013 წლის ESC/ESH გაიდლაინის მიხედვით განალიზირებული საკითხები რომლებზეც მეცნიერებს სხვდასხვა აზრი გაჩნიათ.

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ https://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/.>>>

არტერიული ჰიპერტენზიის 2013 წლის ESC/ESH გაიდლაინის გადახედვის საფუძველძე შეიძლება ითქვას რომ, რამდენიმე თერაპიული საკითხი არტერიული ჰიპერტენზიის მენეჯმენტში ჯერ კიდევ დაუზუსტებელია და საჭიროებს შემდგომი კვლევების ჩატარებას:

1. უნდა ჩაუტარდეს თუ არა ანტიჰიპერტენზიული წამლებით მკურნალობა ყველა პაციენტს I ხარისხის ჰიპერტენზიით, როდესაც მათი კარდიოვასკულური რისკი დაბალი ან საშუალოა?

2. უნდა ჩაუტარდეს თუ არა ანტიჰიპერტენზიული წამლებით მკურნალობა ხანდაზმულ პაციენტებს, სისტოლური არტერიული ჰიპერტენზიით 140 დან 160 mmHg მდე?

3. უნდა ჩაუტარდეს თუ არა ანტიჰიპერტენზიული წამლებით მკურნალობა პიროვნებებს თეთრი ხალათის ჰიპერტენზიით, შესაძლებელია თუ არა ამ კატეგორიაში, გამოიყოს პაციენტები რომლებსაც ესაჭიროება და რომლებსაც არ ესაჭიროება მკურნალობა.

4. უნდა დაიწყოს, თუ არა ანტიჰიპერტენზიული წამლებით მკურნალობა მაღალი ნორმალური არტერიული წნევის დროს, და თუ საჭიროა, რომელ პაციენტებში?

5. რა არის საოფისო არტერიული წნევის ოპტიმალური საზღვრები (ე.ი.ყველაზე უფრო დამცავი და უსაფრთხო) პაციენტებისთვის, რათა მკურნალობით მიიღონ მაქსიმალური სარგებელი სხვადასხვა დემოგრაფიულ და კლინიკურ მდგომარეობებში?

6. იძლევა თუ არა, არასაოფისე არტერიული წნევის კონტროლზე დამყარებული სტრატეგია, უპირატესობას (ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება) სტანდარტულ (ოფისის) არტერიული წნევის კონტროლზე დამყარებულ სტრატეგიასთან შედარებით?

7. რა არის არასაოფისო (სახლის და ამბულატორული) არტერიული წნევის მისაღწევი ოპტიმალური საზღვრები, მკურნალობის საშუალებით და იქნება თუ არა ეს ციფრები მაღალი ან დაბალი, მაღალი რისკის მქონე ჰიპერტენზიული პაციენტებისთვის?

8. არის თუ არა ცენტრალური (აორტის) სისხლის წნევა დამატებითი კარდიოვასკულური მოვლენების განვითარების პრედიქტორი ნამკურნალებ და არანამკურნალებ ჰიპერტენზიულ პაციენტებში?

9. არის თუ არა რეზისტენტული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული ინვაზიური პროცედურები უკეთესი, წამლებით მკურნალობასთან შედარებით და იწვევენ თუ არა სისხლის წნევის ხანგრძლივ კონტროლს, ავადობის და ფატალური მოვლენების განვითარების შემცირებას?

10. მოქმედებს თუ არა მკურნალობით ინიცირებული ასიმპტომური სამიზნე ორგანოების დაზიანების შემცირება ავადმყოფობის გამოსავალზე? რომელი საშუალებები ან საშუალებათა კომბინაცია იძლევა საუკეთესო შედეგს?

11. შეუძლიათ თუა არა ცხოვრების სტილის ცვლილებებს, როგორც სისხლის წნევის დამქვეითებლებს ავადობის და სიკვდილობის შემცირება – ჰიპერტენზიულ პაციენტებში?

12. წარმოადგენს თუ არა მკურნალობით ინიცირებული 24 – საათიანი არტერიული წნევის მონიტორინგის მაჩვენებლების შემცირება, კარდიოვასკულური დაცვის დამატებით ფაქტორს ?

13. იწვევს თუ არა არტერიულ წნევის დაქვეითება კარდიოვასკულური რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას – რეზისტენტული ჰიპერტენზიის დროს?

მიუხედავად იმისა რომ რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები (RCT) წარმოადგენს ოქროს სტანდარტს სამკურნალო საკითხების გადაწყვეტაში, არარეალურია ვიფიქროთ, რომ ის გაგვცემს პასუხს ყველა კითხვაზე, უახლოეს მომავალში. ზოგიერთი ისეთი პრობლემის გადწყვეტა, მაგალითად კარდიოვასკულური ავადობის და ფატალური შემთხვევების შემცირება I ხარისხის ჰიპერტენზიულ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ კარდიოვასკულური დაავადების დაბალი რისკი ან კარდიოვასკულური შემთხვევების შემცირება ცხოვრების სტილის შეცვლით, საჭიროებენ კვლევებს მრავალი ათასობით პიროვნების ჩართვით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში და აგრეთვე ეთიკური პრობლემების წამოწევას. სხვა, როგორიცაა თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის წამლებით მკურნალობით გამოწვეული სარგებელის შეფასება ან ცენტრალური არტერიული წნევის დამატებითი პრედიქტორული როლის შეფასება პერიფერიულ არტერიულ წნევასთან შედარებით – საჭიროებენ უზარმაზარ კვლევითი ღონისძიებების ჩატარებას მცირე პერსპექტული სარგებლის მისაღებად.
მომავალ წლებში უფრო მისაღებია ფოკუსირება გაკეთდეს შედარებით იოლი კვლევების ჩატარებაზე, როგორიცაა არტერიული წნევის ოპტიმალური საზღვრების დადგენა ხანდზმულ ჰიპერტენზიული ავადმყოფების სამკურნალოდ. რეზისტენტული ჰიპერტენზიის შემთხვევებში, ახალი მიდგომების საშუალებით, შესაძლო სარგებელის მიღება. მაღალი კარდიოვასკულური რისკის, მაღალი ნორმალური არტერიული წნევის მქონე პიროვნებების მკურნალობით, ავადობის და სიკვდილობის შემცირება.
სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად არასაოფისე არტერიული წნევის და სამიზნე ორგანოების დაზიანების პრედიქტორული როლის შეფასება, შესაძლებელია რეალურად მიღებული იყოს ამ მონაცემების, დამატებით სხვა რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევების დიზაინში შეტანით, რომლებიც დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ .