ალერგიული კონიუნქტივიტი ბავშვებში

ალერგიული კონიუნქტივიტი ბავშვებში

                                                                                           არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ალერგიული კონიუნქტივიტი წარმოადგენს თვალის ალერგიულ რეაქციას სხვადასხვა გამღიზიანებელზე (მცენარეების მტვერი, ცხოველების ბეწვი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები)

ალერგიული კონიუნქტივიტის დროს აღინიშნება თვალების ქავილი,. სიწითლე, ცრემლდენა, შესაძლოა შეშუპდეს ქვემო ქუთუთოები.

მორეციდივე ალერგიული კონიუნქტივიტის დროს საჭიროა ბავშვის გამოკვლევა სისხლის საერთო ანალიზის, იმუნოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, დისბაქტერიოზის,  პარაზიტული ინფექციების, ქრონიკული ინფექციის კერების გამოვლენა.  უნდა ალერგიული სინჯები და გამოვლინდეს ალერგენი, რომელიც განაპირობებს ალერგიული რეაქციის განვითარებას.

ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს ალერგენის ელიმინაციით და ანტიჰისტამინური წვეთების გამოყენებით. პოლინოზის დროს, რომელსაც თან ახლავს კონიუნქიტივიტი, ეფექტურია სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაცია.

ალერგიული კონიუნქტივიტის მიზეზი შეიძლება გახდეს მედიკამენტის მიღება, ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები, მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

იხ. ასევე

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”