ვირუსული კონიუნქტივიტი ბავშვებში

ვირუსული კონიუნქტივიტი ბავშვებში

                                                                                                არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ვირუსული კონიუნქტივიტი ხშირად ვითარდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების ფონზე და გამომწვევი მიზეზიც შესაბამისად იგივე ვირუსია. ბოლო პერიოდში ხშირია ჰერპეს ვირუსით განპირობებული კონიუნქტივიტებიც. ზოგჯერ ვირუსულ კონიუნქტივიტს  თან ერთვის მეორადი ინფექცია და გადადის ბაქტერიულ კონიუნქტივიტში, რისი ამოცნობაც შესაძლებელია ჩირქოვანი გამონადენის გაჩენით. ვირუსული კონიუნქტივიტის დროს აღინიშნება გაძლიერებული ცრემლდენა და თვალების სიწითლე.

ვირუსული კონიუნქტივიტი როგორც წესი თავისით გაივლის, თუმცა გართულების თავიდან აცილებისა და დროული  განკურნების მიზნით უმჯობესია ექიმის მიერ მოხდეს მკურნალობის კურსის დანიშვნა, ანტივირუსული წვეთებისა და მალამოების გამოყენება.

იხ. ასევე

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”