ღია ოვალური ხვრელის გამოვლენის მეთოდების შედარება (კვლევა)

ღია ოვალური  ხვრელის გამოვლენის მეთოდების შედარება

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/ david-malidze/

ზოგჯერ ინსულტი უვითარდებათ შედარებით ახალგაზრდა და ჯანმრთელ ხალხს, რომლებსაც არც სისხლძართვთა ათეროსკლეროზი აწუხებთ, არც წინაგულთა ფიბრილაცია აღენიშებათ და არც არტერიული ჰიპერტენზია. ამ დროს ინსულტი ვითარდება ეგრეთ წოდებული პარადოქსალური ემბოლიიის გამო, რომლის დროსაც თრომბები, რომლებიც ასოცირდება ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან, გადიან წინაგულთაშუა ძგიდის ოვალურ ხვრელში, აღწევენ თავის ტვინს და  იწვევენ ინსულტის განვითარებას პაციენტთა 4,5–5 % –ში. რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოვალური ხვრელის ანუ მარჯვნიდან მარცხნივ შუნტის არსებობის აღმოჩენას და მისი დაკეტვის პრაქტიკული აუცილებლობის საკითხის დადგენას.>>>

სამწუხაროდ, ღია ოვალური ხვრელი აღენიშნება  მოსახლეობის 25% –ს. ეს ნიშნავს , რომ სწორედ ამ გზით ხდება პაციენტთა 80% –ში ინსულტის განვითარება. თვით კრიპტოგენური  ინსულტის მქონე პაციენტთა 50% –ში, ღია ოვალური სარქველის აღმოჩენა ხდება  შემთხვევითობით. იმის თქმა, საჭიროა თუ არა ღია ოვალური ხვრელის  დაკეტვის პროცედურის განხორციელება – საკმაოდ რთულია, რადგან ეს პროცედურაც არაა რისკებს მოკლებული. 

ახალი კვლვის მონაცემებით ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია (ტკდგ) საკონტრასტოდ ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენებით, სჯობს საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფიას, ოვალური ხვრელის მქონე ინსულტიანი პაციენტების გამოვლენაში. ტკდგ–ით აგრეთვე შესაძლებელია ჩატარდეს იმ საკითხის უფრო ზუსტი განსაზღვრა, საჭიროა თუ არა ოვალური ხვრელის დახურვის პროცედურის ჩატარება.

საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფიის ჩატარების  აუცილებელობა დგება,  ინსულტის სხვა ისეთი მიზეზების გამოსავლენად, როგორიცაა მარცხენა წინაგული „ყურის“ თრომბოზი ან სარქველის დაზიანებები. აქედან გამომდინარე ეს მეთოდები ურთიერთ შენაცვლებადია.

ტკდგ კლინიკაში გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ქალასშიდა სისხლძარღვების სტენოზის და  სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს – ვაზოსპაზმის გამოსავლენად, აგრეთვე  ასიმპტომური შევიწროებული საძილე არტერიებში პოტენციური ემბოლების განვითარების სტრატიფიკაციის ჩასატარებლად.

ამ კვლევაში, 340–ვე პაციენტს, კრიპტოგენული ინსულტით და იმის ეჭვით, რომ მათ განუვითარდათ პარადოქსალური ემბოლია,  ტკდგ–ს გამოყენებით დაუდგინდა ღია ოვალური ხვრელის ანუ მარჯვენა–მარცხენა შუნტის არსებობა, ხოლო საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფიის გამოყენებით, რომელიც ითვლებოდა შუნტების არსებობის აღმოჩენის ოქროს სტანდარტად– ღია ოვალური ხვრელი დაუდგინდა მხოლოდ 280 პაციენტს. ე.ი 15 % უფრო ნაკლებს ვიდრე ტრანსკრანიალური მეთოდის გამოყენებისას.

შუნტირების სიდიდეს აფასებდნენ სპენსერის შკალით. შემთხვევათა 15 %–ში, როდესაც საყლაპავშიდა ექოკადიოგრაფიამ ვერ შესძლო შუნტების აღმოჩენა, მათ  25 %–ში ისინი იყვნენ დიდი ფართობის, და ამ სიდიდის შუნტები წარმოადგენდნენ ინსულტის განვითარების დიდ რისკს.

ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია ფიზიოლოგიური ხსნარის კონტრასტირებით, საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფია, ინსულტი, თრომბოზი, ემბოლიზმი.

ადაპტირებული Medscape Cardiology –მიხედვით