კარდიოლოგიური კონსულტაცია: მარცხენა კიდურების დაბუჟება

კითხვა: Var 26 clis qalbatoni.sami tvea daaxloebit manstruaciis mosvlamde 10 dgit adre marcxena xel pexi micyebs ganucyvetliv dabujebas.ra sheizleba iyos amis mizezii an romel eqimtan unda mivide tu shegizliat mirchiot.cinascar gmadlobt>>>კიდურების დაბუჟება

პასუხი: გამარჯობათ ქალბატონო ! საერთოდ დაბუჟება მენსტრუაციის წინა პერიოდს ახასიათებს და გინეკოლოგის ჩარევით რეგულირდება ხოლმე, მაგრამ რადგან თქვენ მხოლოდ მარცხენა ხელ ფეხის დაბუჟება გაქვთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს და მისი დანიშნულებით  ჩაიტაროთ  უწინარეს ყოვლისა,  ხერხემლის გამოკვლევა – წელისა და კისრის მალების რენტგენოგრაფია, უფრო ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თუ აქ ყველაფერი ნორმაშია მაშინ უნდა ვეძებოთ სისხლძარღვთა პათოლოგია მის  სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება  – დოპლეროგრაფია (სისხლძარღვთა დუპლექსსკანირება).

ეს გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ სისხლძარღვების  შევიწროებისა და გაგანიერების ხარისხი. საჭირო იქნება – სისხლის შედედების ფუნქციის განსაზღვრა, რომელშიც შედის ისეთი ფაქტორების გამოკვლევა, როგორიცაა სისხლის შედედების დრო, პროთრომბინის დრო, პროთრომბინის ინდექსი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR), ფიბრინოლიზური აქტივობა და სხვა. აგრეთვე საჭირო იქნება სისხლში გლუკოზის გამოკვლევა. გისურვებთ  განკურნებას

პატივისცემით , დავით მალიძე, კარდიოლოგი მმდ

 

 

კარდიოლოგიური კონსულტაციები

Share this...Share on Facebook
Facebook