მაგნიტური ქარიშხალი და დაავადებები

მაგნიტური ქარიშხალი და დაავადებები
მაგნიტური ქარიშხლები  იწვევს სტრესს. 
მაგნიტური ქარიშხლების   დროს ხელსაწყოებიც კი მწყობრიდან გამოდიან, რაღა ვთქვათ ადამიანზე? ბევრი ჭექა-ქუხილის დროს უმიზეზოდ იწყებს ნერვიულობას. ეს იმიტომ, რომ ჰაერში გროვდება დადებითად დამუხტული იონები, ეს კი ჯანმრთელობას ნამდვილად არ რგებს. ხოლო როცა ნალექი დედამიწაზე ეშვება, უარყოფითი შეგრძნებებიც ქრება, რადგან ნაწილაკების მუხტი უარყოფითით იცვლება, ეს კი ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს.

წვიმის შემდეგ მხნეობა გვემატება

ამიტომ არის, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ მხნეობა გვემატება. ატმოსფერული წნევის მკვეთრი დაცემისას ჰაერში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, რის გამოც ადამიანი უჩივის სისუსტეს, ძილის მოთხოვნილებას, ყურადღების გაფანტვას. ატმოსფერული წნევის მატებასა და მაგნიტურ ქარიშხალზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

რისკის ჯგუფები

განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პატარა ბავშვები – ისინი დისკომფორტს განიცდიან. ასევე ღიზიანდებიან ეჭვიანი ადამიანები, ჰიპოტონიკები და ჰიპერტონიკები, ასთმიანები და სახსრებით დაავადებულები.

რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთაც აწუხებთ გული, ასევე – ტრავმაგადატანილები და მწეველები, ასთმიანები, მარილიანი კერძების მოყვარულები და ქრონიკული დაავადების მქონენი. ქალის ორგანიზმი ჰორმონებს ემორჩილება, და თუ სისტემაში ჰორმონული დარღვევა მოხდა, მშვენიერი სქესი ამინდზე ძლიერ რეაგირებს.

სიმართლეს არ შეესაბამება ის აზრი, რომ მეტეოპათები მხოლოდ ხნიერი ადამიანები არიან. ამინდთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები ნებისმიერ ასაკში შეინიშნება.

გლობალური დათბობის გავლენა

გლობალურმა დათბობამ გამოიწვია ის, რომ ზაფხულშიც კი, ყველაზე სტაბილურ თვეებში, კლიმატი მუდმივად და მკვეთრად იცვლება. ამის ბრალია მეტეოდმოკიდებული ადამიანების რიცხვის ზრდაც.

სოციალური ფაქტორების გავლენა

მაგრამ არსებობს სოციალური ფაქტორებიც: ცხოვრების დაძაბული რიტმი ქალაქში, მუდმივი სტრესი, დაძაბულობა… სტატისტიკის თანახმად, ქალაქის მოსახლეობა 3-ჯერ მეტად არის მიდრეკილი მეტეოპათიისკენ, ვიდრე ისინი, ვინც ბუნების წიაღში, ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობს.

შორს ჩრდილოეთიდან

 რაც უფრო შორს არის ჩრდილოეთით, მით უფრო ინტენსიურია მაგნიტური ველის დარღვევა მაგნიტური შტორმის დროს. და რაც უფრო შორს არის ჩრდილოეთით, მით უფრო ძლიერია გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე მაგნიტური შტორმის დროს. მატულობს ნაადრევი მშობიარობის რიცხვი, ტოქსიკოზი, ამ პერიოდში ყველაზე მაღალია კიბო, თვალის დაავადებების გამწვავება.

ზოგადი წესები

ჯანმრთელობის შენარჩუნების მთავარი წესი ორგანიზმის სარეზერვო ტევადობის გაზრდაა. ამინდის პირობებზე რეაგირებისთვის აუცილებელია ჯანმრთელობის მუდმივი გაუმჯობესება, რისთვისაც საჭიროა არა მხოლოდ მედიკამენტების გამოყენება, არამედ ფიზიკური აღზრდა, მუშაობისა და დასვენების რეჟიმის სწორად ორგანიზება და კვება.

 გახსოვდეს!

ცხოვრებიდან მაგნიტური ქარიშხლების გავლენის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი შედეგების მინიმუმამდე შემცირება და, შესაბამისად, ჯანმრთელობის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ

 გულ–სისხლძარღვთა დაავადებები >>>

რესპირატორული სისტემა

      მაგნიტური ქარიშხალი უარყოფითად მოქმედებს რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებზე. ბიორიტმები იცვლება მაგნიტური ქარიშხლების გავლენით. ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა მაგნიტურ შტორმამდე უარესდება, ზოგის კი – შემდეგ. ასეთი პაციენტების ადაპტირება მაგნიტური ქარიშხლის პირობებთან ძალიან მცირეა.

ᲪᲔᲜᲢᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲜᲔᲠᲕᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ

      მაგნიტური ქარიშხლის დროს ხდება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მდგომარეობის გაუარესება. ტრანსპორტში ავარიების და დაშავებულების რიცხვი იზრდება. ცენტრალური და ავტონომიური ნერვული სისტემები ძალიან მგრძნობიარეა გეოფიზიკური ფენომენების მიმართ.

რა საშუალებებს გვთავაზობენ მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიები გეომაგნიტური ქარიშხლების დროს?

ჩვენ მოვიძიეთ რა ურეცეპტო საშუალებებს გვთავაზობენ მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიები მაგნიტური ქარიშხლების დროს . ყველაზე მაღალრეიტინგული აღმოჩნდა შემდეგი საშუალებები:
მელატონინი >>> 

პოსტები მაგნიტური დღეების შესახებ

  1. რა არის მაგნიტური ქარიშხალი ?
  2. რა გავლენას ახდენს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანზე?
  3. რა უნდა გავაკეთოთ მაგნიტური ქარიშხლის დროს?
  4. მაგნიტური ქარიშხალი და დაავადებები
  5. მაგნიტური ქარიშხალი და   გულ–სისხლძარღვთა დაავადებები

მაგნიტური ქარიშხალი და დაავადებები – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🌪 მაგნიტური ქარიშხალი და დაავადებები
📌 მაგნიტური ქარიშხლები იწვევს სტრესს – ბევრი ჭექა-ქუხილის დროს უმიზეზოდ იწყებს ნერვიულობას. ეს იმიტომ, რომ ჰაერში გროვდება დადებითად დამუხტული იონები, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა
💢 როდესაც ნალექი დედამიწაზე ეშვება, უარყოფითი შეგრძნებებიც ქრება, რადგან ნაწილაკების მუხტი უარყოფითით იცვლება, ეს კი ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს
🌧️ ატმოსფერული წნევის მკვეთრი დაცემისას ჰაერში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, რის გამოც ადამიანი უჩივის სისუსტეს, ძილის მოთხოვნილებას, ყურადღების გაფანტვას
🔗 რისკის ჯგუფები არიან:
➡️ პატარა ბავშვები;
➡️ ჰიპოტონიკები და ჰიპერტონიკები;
➡️ ასთმიანები;
➡️ სახსრებით დაავადებულები
➡️ ადამიანები, რომელთაც აწუხებთ გული;
➡️ ტრავმაგადატანილები და მწეველები;
➡️ მარილიანი კერძების მოყვარულები;
➡️ ქრონიკული დაავადების მქონენი
👉 შეიტყვეთ მეტი მაგნიტური ქარიშხლის გავლენის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3xiGvZ4
#მაგნიტურიქარიშხალი #მაგნიტურიდღეები #რაარისმაგნიტურიქარიშხალი #მაგნიტურიქარიშხლისგავლენა #გლობალურიდათბობა #სოციალურიფაქტორებისგავლენა #რისკისჯგუფები #მაგნიტურიდღეებისგავლენა #გეომაგნიტურიქარიშხალი #რაგავლენასახდენსმაგნიტურიველიადამიანზე #რაგავლენასახდენსმაგნიტურიქარიშხლებიადამიანზე #რატომვლინდებათავისტკივილიმაგნიტურდღეებში #მაგნიტურიქარიშხლისსაწინააღმდეგოსაშუალებები #აფეთქებამზეზე #მაგნიტურიველი #მაგნიტურიველისზემოქმედებაადამიანზე #მაგნიტურიდღეები2022 #მაგნიტურიქარიშხალიდადაავადებები #რაუნდაგავაკეთოთმაგნიტურიქარიშხლებისდროს #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

___________________________________________

მაგნიტური დღეები >>>

..