ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ბავშვთა სტომატოლოგიაში

ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ბავშვთა სტომატოლოგიაში

მოსახლეობის უმრავლესობა არ უფიქრდება იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდი ფუნქცია აკისრია პირის ღრუ მანამ სანამ რამე პრობლემა არ შეექმნება. სინამდვილეში ჩვენი პირის ღრუ ასრულებს უამრავ სასიცოცხლო მნიშვნელობის რთულ ოპერაციას. აქედან გამომდინარე იგი შეიძლება ბევრი პრობლემის სათავეც გამოდგეს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი იწყება პირის ღრუთი, რაც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუქნციაა. კბილები კბეჩენ და ღეჭავენ საკვებს, ენა უსინჯავს გემოს, ხოლო ნერწყვი ეხმარება საკვების ნაწილობრივ მონელებაში და მის გადაყლაპვაში.

უკანასკნელი წლებია ყურადღება ექცევა პირის ღრუს სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებსაც, ვინაიდან ჩვენი დღევანდელი საკვები აღარ მოითხოვს მნიშვნელოვან დაქუცმაცებას და შემდგომ დამუშავებას.
მაგალითად, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი გრძნობები, ხოლო გემრიელ საკვებს ცხოვრების საუკეთესო წუთების მოტანა შეუძლია. მაგრამ პირის ღრუ სოციალური ხასიათის ფუნქციასაც ასრულებს: ძნელია არ დააფასო თვალისმომჭრელი „ჰოლივუდის ღიმილი“.

ფაქტიურად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციის შემსრულებელი პირის ღრუ, ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო ყოფილა, ხოლო მის გამართულად მუშაობის შეფერხებას დიდი უსიამოვნებების მოტანა შეუძლია. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მცირეოდენი წარმოდგენა მაინც ვიქონიოთ პირის ღრუზე და ვიცოდეთ თუ როგორ მოუაროთ მას.

კარიესის პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორი კვება. იგი უზრუნველყოფს კბილების ფორმირებას და კარიესისადმი მდგრადობას. რაციონალურ კვებასთან ასოცირდება პირის ღრუს თვითწმენდა და ნახშირწყლების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება. კარიესისადმი რეზისტენტული კბილების ფორმირებისათვის აუცილებელია ხარისხიანი საკვები და მისი საკმარისი რაოდენობა.

რაციონალური კვების პრინციპები

1. რაოდენობრივი ადექვატურობა

2. ხარისხობრივი ადექვატურობა. ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სწორი შეფარდება, შეუცვლელი ამინომჟავების საკმარისი შემცველობა, მცენარეული და ცხოველური ცხიმების სწორი შეთავსება, ნახშირწყლებთან ერთად მარტივ მონელებადი შაქრების საკმარისი რაოდენობა. მაკრო და მიკრო ელემენტების საჭირო რაოდენობა. საკვების სწორი კულინარული დამუშავება, ყველა სასარგებლო ელემენტის შენარჩუნებით.

3. კვების რეჟიმის დაცვა (მისი მრავალფეროვნება, ტემპერატურა და საკვების მიღების ესთეტიკა)

საკვების მონელება, დაქუცმაცება და შემდგომ მისი შეწოვა დამოკიდებულია დაბალანსებულ საკვებ პროდუქტებზე.  ცილების მონელება დამოკიდებულია ამინომჟავების შემცველობაზე, მინერალების მონელება – კალცის, ფოსფორის და მაგნიუმის ურთიერთ და ცხიმოვან მჟავეებთან ურთიერთ დამოკიდებულებაზე, ხოლო ვიტამინების მონელება კი საჭირო გამხსნელის არსებობაზე.

ცილების მოთხოვნა შეადგენს 8-120გ/დღე-ღამეში (1,3 -1,6 გ/კგ ზრდასრული სხეულის მასის და 2,4-4გ/კგ ბავშვის, ფეხმძიმეებში ეს რიცხვი მატულობს 10გ-ით, ხოლო მეძუძურ დედებში – 20-25გ.)
ცილებით მდიდარი პროდუქტებია: ხორცი, ხაჭო, თევზი, კვერცხი, მარცვლეულები და პარკოსნები. ბავშვთა კვებაში ცხოველურ ცხიმებს უკავიათ 60-80%, ხოლო მოზრდილებში – 50%. შეუცვლელი ამინომჟავების წყაროდ საყვარელი ცხოველური ცილები გვევლინება (განსაკუთრებით საქონლის ხორცი, ქათამი, კურდღელი, ინდაური, კობრის ფილე, ჭარხალი), ფოსფოლიპიდების წყაროდ გვევლინება არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი.

ბავშვები ნახშირწყლებს ძირითადად უნდა ღებულობდნენ: ბოსტნეულის, ხილის, ნატურალური წვენების სახით. მარტივი შაქრების პროცენტული მოთხოვნილება ნახშირწყლების საერთო რაოდენობასთან ერთად მოზრდილი ადამიანისათვის შეადგენს 15%, ხოლო ბავშვებში – 15-20%.
მაკრო და მიკრო ელემენტების, მეტნაკლებად დაბალანსებული შემადგენლობა აქვს: რძეს, სტაფილოს, ბოლოკს, მჟავე კომბოსტოს, სოიოს, ლობიოს, ვაშლს, ზღვის კაპარჭინას (კობრისებრთა ოჯახი), ქართულ მინერალურ წყალს. მენიუს შედგენისას აუცილებელია პროდუქტების ურთიერთ შეთანხმება, მაგ.: ფოსფორით მდიდარ ხორცთან და თევზთან გარნირის სახით კალცით მდიდარი კომბოსტო, წიწიბურა, შვრია.

კარიეს სტატიური მიკროელემენტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ფტორია. ფტორით მდიდარია: ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, ჩაი. ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ: ბოსტნეული და ხილი, კვერცხი, ღვიძლი.

კარიესის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ორგანიზმში საჭირო  რაოდენობით კალცის, ფოსფორის, ფტორის და ვიტამინების მიღება. არასაკმარისი კვების პირობებში, კარიესის პროფილაქტიკისათვის სასურველია ზემოთ აღნიშნული ელემენტების შემცველი პრეპარატების დანიშვნა.

კარიესის განვითარებაში ლომის წილი ეკუთვნის, მარტივ მონელებად ნახშირწყლებს, როგორიცაა: შაქარი (საქაროზა), გლუკოზა, ფრუქტოზა. მათი კარიესოგენული მოქმედება ცილებთან, ცხიმებთან და რთულ ნახშირწყლებთან შედარებით მაქსიმალურია.

ნახშირწყლების გლიკოლიტიური გახლეჩვისათვის, საჭირო მიკრობული წარმოშობის ყველა ფერმენტი, მუდმივი ტემპერატურა, ნეიტრალურთან ახლო pH, სისველე ასეთ პირობებთან დამატებული მარტივი ნახშირწყლების სუბსტრატი და იქმნება ყველა პირობა მეტაბოლური დაყოფისათვის.

პირის ღრუში ნახშირწყლების მეტაბოლიზმი, მთავრდება ორგანული მჟავეების წარმოქმნით. მათ შორისაა: რძე და პიროყურძენ მჟავები. ნახშირწყლების მეტაბოლიზმი ყველაზე აქტიურად კბილის რბილ ნადებში, ასევე ნერწყვში და პირის ღრუს სხვა ორგანოებში მიმდინარეობს.

მარტივი ნახშირწყლების მიღება, გლიკოლიზის რგოლში გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს. რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს პირის ღრუს ჰემოსტაზზე, იწვევს რა მის დარღვევას, ადგილობრივი pH-ის ცვლილებას მჟავიანობისაკენ და ემალის დემინერალიზაციას. ნახშირწყლების კარიესოგენული მოქმედება, დამოკიდებულია შაქრის მიღების სიხშირეზე, მის რაოდენობაზე და ტკბილი პროდუქტების ფიზიკურ მახასიათებლებზე.

რაც უფრო მეტი და დიდი ხნით ეხება შაქარი კბილებს, მით უფრო მატულობს მათი კარიესოგენული მოქმედება. არსებობს რამოდენიმე გზა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად: ნახშირწყლების მიღების შემცირება, მათი სიხშირის შემცირება, პირის ღრუში მეტაბოლიზირებადი ნახშირწყლების არამეტაბოლიზირებადებად შეცვლა, პირის ღრუში ნახშირწყლების ყოფნის დროის შემცირება, თავისუფალი ნახშირწყლების მოშორება გამოხეხვისა და გამოვლების მეშვეობით.

საკვებს ძირითადი ფუნქციის გარდა, ასევე შეუძლია პირის ღრუს თვითწმენდაში მიიღოს მონაწილეობა. ეს როლი უშუალოდ ღეჭვით ფუნქციას უკავშირდება. პირის ღრუს თვითწმენდა – ბუნებრივი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ნადებისაგან განთავისუფლებას და კარიესის პროფილაქტიკას. თანამედროვე ადამიანს თვითწმენდა გაძნელებული აქვს, რაც საკვების ხასიათიდან მომდინარეობს. XXI საუკუნის საკვები: ძალიან რბილი, წებოვანი, წელვადია და მარტივად გროვდება პირის ღრუს რთულად მისადგომ ადგილებში, როგორიცაა: კბილთაშორისი სივრეები, კბილის ყელის მიდამო, პათოლოგიური ჯიბეები და კარიესული ღრუები. გამწმენდი თვისებების მქონე საკვების მიღება თვითწმენდის ფუნქციის ამაღლებაში დიდ როლს ასრულებს.
ასეთი თვისებებით ხასიათდება მაგარი ხილი და ბოსტნეული – ვაშლი, სტაფილო, თალგამი, ბოლოკი, კიტრი. ყბა-კბილთა სისტემის ვარჯიში ხორციელდება, მაგარი და მშრალი საკვების მიღებისას, რომელიც თავის მხრივ ძლიერ ღეჭვას და მასიურ ნერწყვდენას მოითხოვს (პურის ყუა, სუხარი, ხორცის ნაჭერი, მშრალი ძეხვი და თევზი). მაგარი საკვების მიღებისას, პირის ღრუს თვითწმენდის მექანიზმი დამოკიდებულია 2 ფაქტორზე:

1. საკვების უშუალო ზემოქმედება, როდესაც მოკბეჩის, ღეჭვის, გასრესვის და საკვების გადაადგილებისაგან ხდება კბილების გასუფთავება;

2.

მასიური ნერწყვდენით, რომელიც საკვების ჩამორეცხვას უწყობს ხელს.

მაგარი საკვები სასურველია ბოლო ლუკმად მოვინახოთ, ან რბილი და წებვადი საკვების შემდეგ.
სასურველია დავიხსომოთ: საკვების განსააკუთრებით კი ტკბილის მიღების შემდგომ აუცილებელია მიირთვათ: ვაშლი, სტაფილო ან სხვა გამასუფთავებელი პროდუქტები.

ნერწყვდენის სტიმულატორი არის: მაგარი, მშრალი, მჟავე, მარილიანი, მწარე საკვები, ასევე სხვადასხვა საკვების სუნები. ინტენსიური ღეჭვის პროცესიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლების გააქტიურებას.

ასე, რომ სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის სტიმულაცია, თვითწმენდა და საკვების კონტროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის ღრუს გაწმენდაში და კარიესის პროფილაქტიკაში.

 

აღებულია: http://orthodont.ge/KVEBA.HTM

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”