თვალის პროთეზირება

თვალის პროთეზირება

თვალის პროთეზირება — ჩვენებები, თვალის პროთეზის შერჩევა, პროთეზირების სახეები, თვალის პროთეზის მოვლა >>>

თვალის პროთეზირება თვალის კაკლის არ არსებობით ან დაიზანებით გამოწვეული კოსმეტიკური ნაკლის ან თანდაყოლილი, ტრავმული ხასიათის ან ოპერაციის შემდგომი დეფექტის აღმოსაფხვრელადაა მოწოდებული.

ჩვენს დროში, თვალის პროთეზი მიღებული კოსმეტიკური გარეგნობა ჩვეულ გარემოში სრულად ინტეგრირების და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას იძლევა.

თვალის პროთეზი ასრულებს შემდეგ სამკურნალო- პროფილაქტიკურ ფუნქციებს:

  • კონიუნქტიური ღრუს ფორმის შენარჩუნება, კონიუნქტიური ღარის შევიწროვების შეფერხება.

  • ქუთუთოების გამაგრება და მათი კუნთების ფუნქციონიერების უზრუნველყოფა;

  • საცრემლე ღრუებისა და სადინრების სწორი განლაგების შენარჩუნება;

  • კონიუნქტივის ღრუს დაცვა გამონადენის დაგროვებისგან ;

  • ქუთუთოებისა და წამწამების ჩაბრუნებით გამოწვეული ლორწოვანის ტრავმატიზაციის თავიდან აცილება ;

  • კონიუნქტივის ღრუს დაცვა გარემოს ფაქტორების ( ქარი, სიცივე, მტვერი ) გამაღიზიანებელი ზემოქმედებისგან;

  • სახის მიმიკების შენარჩუნება, რადგანაც ბევრი სახის კუნთები უმაგრდება ორბიტის კიდეს.

თვალის პროთეზირება- ჩვენებები:

თვალის პროთეზირება — პროთეზის შერჩევა.

თვალის პროთეზი მზადდება მინისგან ან პლასტმასისგან. მის ზედაპირზე ხდება თვალის წინა მონაკვეთის სურათის ზუსტი იმიტირება: რქოვანა, ფერადი გარსი, გუგა და სკლერა თავისი სისხლძარღვებით. არსებობს თვალის პროთეზის მრავალი ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისგან ზომით, ფორმით, ფერით, ფერადი გარსის მდებარეობით და სხვა პარამეტრებით განსხვავდებიან. კვალიფიცირებული სპეციალისტი თვალის პროთეზს ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევს, ასწავლის პროთეზის გამოყენებას და აძლევს რეკომენდაციებს.

თვალის პროთეზირება — პროთეზირების სახეები

არსებობს თვალის პროთეზირების ორი სახე:

  • შერჩევითი — თვალის პროთეზირების ძირითადი სახეა, ამ დროს თვალის პროთეზის შერჩევა ხდება თვალის პროთეზების შერჩევის პუნქტში არსებული წინასწარ დამზადებული სტანდარტული პროთეზებიდან.

  • ინდივიდუალური — თვალის პროთეზი მზადდება ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად, კონიუნქტიური ღრუს თავისებურებებისა და შენარჩუნებული თვალის გარეგანი მახასიათებლების გათვალისწინებით. რაც საუკეთესო სამკურნალო-კოსმეტიკური ეფექტის მიღწევის საშუალებას იძლევა.

მინის თვალის პროთეზის გამოყენების ხანგრძლივობა, როგორც წესი არაუმეტეს 1-1,5 წელია, 2 წელზე მეტ ხანს მინის პროთეზის ტარება რეკომენდებული არაა. პლასტმასის თვალის პროთეზი მინის პოთეზსთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლებად განიცდის კონიუნქტიური ღრუს გამონადენის დამაზიანებელ ზემოქმედებას და როგორც წესი 10-15 წელი ძლებს.

თვალის პროთეზირება — პროთეზის მოვლა:

  • პირველი 5-6 თვის განმავლობაში თვალის პროთეზი დღედაღამ გესვათ, შემდეგ კი რეკომენდებულია ღამღამობით ამოღება.
  • ამოღების შემდეგ პროთეზს მშრალი ქსოვილით მოაცილეთ ლორწო, დეზინფექციისთვის გაწმინდეთ სპირტით და ჩადეთ ფიზიოლოგიურ ხსნარში. თვალის პროთეზის წყალში შენახვა დაუშვებელია.
  • ბავშვებს და მოზარდებს პროთეზი ღამითაც უნდა ესვათ (ამოვუღოთ, გავწმინდოთ და ისევ თვალის ღარში ჩავაბრუნოთ) – სხვაგვარად დაზიანებული თვალის მხარეს ძვლისაზრდელა შესაძლოა ზრდაში ჩამორჩეს.
  • კონიუნქტივის ღრუს დეზინფექციის მიზნით პროთეზის ჩადგმის წინ თვალში ჩაიწვეთეთ ალბუციდის 30-პროცენტიანი ხსნარი.

 

თვალის დაავადებები