იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობელთათვის
- ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
- ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.
❖ საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით
- სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
- ბავშვის მოვლის საშუალებები
- საიტები ბავშვების შესახებ
- თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.
- მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.
- არ დაამციროთ!
- ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ
აკეთებთ. - თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაგიღიათ.
- შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
- უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.
- გიყვარდეთ საკუთარი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი- უნიჭო, უიღბლო, ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის. გადასვლა >>> ბავშვი
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
10 მცნება მშობელთათვის