ახალი იმპლანტი სტენოკარდიული ტკივილის შესაჩერებლად

ახალი იმპლანტი სტენოკარდიული ტკივილის შესაჩერებლად

 

 

 

კარდიოლოგიის დიდ პრობლემას წარმოადგენს სტენოკარდიული ტკივილის მოხსნა იმ იშემიური დაავადების მქონე პაციენტეში, რომლებშიც, არც სტენტირების და არც აორტო– კორონარული შუნტირების ოპერაციის განხორციელებაა შესაძლებელი. ახალი იმპლანტი განკუთვნილია გულში  სისხლის მიმოქცევის დიდი ხნით შენარჩუნებისთვის. კვლევები მიუთითებენ, რომ სისხლის  ნაკადის მიწოდების გაზრდამ  გულის ღრუში,  შეიძლება  შეამციროს  სტენოკარდიული ტკივილები.  ტკივილი ასეთი არასრული ბლოკირება სისხლის ნაკადის აბრუნებს უკან გულის კამერებში.  იმპლანტის აქვს ქვიშის საათის ფორმა რომლის  ” წელი”–ს დიამეტრია – 3 მმ, ხოლო მისი  ფართო სექციების დიამეტრი – 13 მმ. გულიდან სისხლი გადაისროლება  კორონარულ სინუსში, სადაც მას ეღობება  ფოლადის იმპლანტი. იმპლანტის  ვიწრო ” წელის” მეშვეობით სისხლი მიედინება შემდგომი გზით, მაგრამ ნახევარზე მეტი ბრუნდება გულსი ღრუში. ამერიკულ ჟურნალ „კარდიოლოგიური კოლეჯი“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით იმპლანტის ჩაყენების შემდეგ სტენოკარდიული ტკივილი შეუმცირდა 14 დან 12 პაციენტს. შეიძლება იმპლანტი აღმოჩნდეს გარეგანი კონტრპულსატორული არაინვაზიური აპარატის ალტერნატივა, რომლისგან განსხვავებით იმპლანტი,პერიოდული სეანსების მაგივრად მუდმივად იქნება მოქმედებაში ჩართული და მისი შედეგიც მუდმივი იდა უკეთესი ქნება.

სტატიის ორიგინალი მოთავსებულია საიტზე: http://www.dailymail.co.uk/health/article-2577761/Implant-stop-painful-angina-attacks-Device-designed-blood-circulating-heart-longer.html

ახალი იმპლანტი სტენოკარდიული ტკივილის შესაჩერებლად

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ https://www.medgeo.net/2013/12/09/ david-malidze/