დატუქსვის მეთოდები

დატუქსვის მეთოდები

ამას ვერსად გავექცევით – ზოგჯერ შვილების დატუქსვა გვიწევს, რადგან არ არსებობს ბავშვი, რომელიც დღის განმავლობაში ერთხელ მაინც არ დააშავებს რამეს, თუნდაც უნებლიედ, თამაშში გართული ან უბრალოდ სკოლიდან ცუდ ნიშანს მოიტანს. შვილის აღზრდის მეთოდი ყველა მშობელს განსხვავებული აქვს, თუმცა ყველა მეთოდი მისაღები როდია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ქვემოთ წაიკითხავთ, თუ როგორი დატუქსვის მეთოდებს არ იწონებენ ბავშვთა ფსიქოლოგები და როგორ შეიძლება ავიცილოთ დატუქსვის მიზეზები.

1. მზერითი კონტაქტი

პატარა ბავშვის ტვინს ერთდროულად რამდენიმე დეტალზე კონცენტრირება არ შეუძლია, ამიტომ ნუ გაუბრაზდებით თუ თამაშში გართული თქვენს დარიგებებს \”ყურს არ უგდებს\” – ის უბრალოდ თამაშზეა გადართული.
მისთვის მთავარი საქმე სწორედ გართობაა, დედის ჩხუბი კი მხოლოდ უმნიშვნელო ფონია.
გამოსავალი: ვიდრე საუბარს დაიწყებთ, ბავშვის ყურადღება თამაშიდან თქვენზე გადმორთეთ.
ჩაიმუხლეთ, თვალებში ჩახედეთ, შეგიძლიათ მხარზე ან ხელზე შეეხოთ, სთხოვეთ, რომ მოგისმინოთ, რის დროსაც აუცილებლად მიმართეთ სახელით – ეს თქვენზე უფრო ადვილად \”გადმორთავს\”.
თუ ბავშვი 4 წელზე ნაკლებისაა, სთხოვეთ, თქვენი სიტყვები გაიმეოროს, რაღა ნათქვამი უკეთ აღიქვას.

2. ერთდროულად რამდენიმე მითითება

\”ფეხზე გაიხადე, ხელები დაიბანე და მაგიდას მიუჯექი\” – თითქოს მარტივი დავალებაა, მაგრამ მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის, 3-4 წლის პატარებისთვის კი მათემატიკური განტოლებასავითაა.
თხოვნებით დაბნეული საბოლოოდ ვერც ერთს ვერ ასრულებს, რის გამოც თქვენს რისხვას იმსახურებს.
გამოსავალი: განტოლება მარტივ სეგმენტებად დაყავით. ჯერ ფეხზე გახდა სთხოვეთ, როდესაც დავალებას შეასრულებს, შემდეგ აბაზანაში გაისტუმრეთ და ასე შემდეგ.

3. ირიბი შენიშვნები

 \”დიდხანს აპირებ ტალახში ჯდომას?\”, \”მოგწონს წებოვანი ხელებით ყოფნა?\” – ბავშვები სტრიქონებს შორის ვერ კითხულობენ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ეს შენიშვნაა და რომ კითხვაში მათი დატუქსვის მოტივაციაა ჩადებული.
გამოსავალი: უბრალოდ უთხარით, რომ დროა, ტალახს მოშორდენ ან ხელები დაიბანოს. ბავშვების ლექსიკური მარაგი მცირეა, ამიტომ ნათქვამის აღსაქმელად მათ მარტივი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფრაზები ესაჭიროებათ.

4. უხვი ლექსიკა

როდესაც ბავშვი რამეს აშავებს, მშობლები გრძელი, დამრიგებლური ტექსტით მიმართავენ და ბევრი მაგალითი მოჰყავთ იმისთვის ხაზის გასასმელად თუ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ცელქობას.
გრძელი ნოტაციები გამოსავალი არაა, რადგან ბავშვი სიტყვების ლაბირინთში იკარგება და დატუქსვის ზუსტ მიზეზს ვერ იგებს.
გამოსავალი: თქვენი ტექსტი უნდა იყოს მოკლე და მკაფიო, მით უფრო, ის არ უნდა შეიცავდეს ადრინდელი დანაშაულის გახსენებას.
ბავშვი დატუქსეთ მიმდინარე დროს დაშვებული შეცდომისთვის და არა ერთი კვირის წინ ჭიქის გატეხვის გამოც. უბრალოდ, უთხარით, რომ სავარძელზე ხტუნვა სახიფათოა. მოკლე \”ბრძანება\” ყოველთვის უფრო დამაჯერებლად ჟღერს.

5. წამიერი შედეგის მოლოდინი

ნუ გაქვთ ილუზია, რომ ყველაფერი ერთი ჯერზე გამოსწორდება. ბავშვს რამდენჯერმე სჭირდება შეხსენება, რათა შეცდომა კარგად გაიაზროს და მისი ნეგატიური მხარეც გააცნობიეროს.
6-7 წლის ასაკიდან ბავშვი შენიშვნების მიმართ უფრო მიმღები ხდება, მანამდე კი ტყუილად გექნებათ ილუზია, რომ თვალების ერთი დაბრიალებით ყველაფერს დაარეგულირებთ.
გამოსავალი: დრო მიეცით. თუ ეზოდან არ მოგყვებათ, უბრალოდ უთხარით, რომ ხუთჯერ ჩამოსრიალების შემდეგ შინ უნდა წაიყვანოთ.
ეს მას გარკვეულ პასუხისმგებლობას მიანიჭებს და დაანახებს კიდეც, რომ მის ინტერესებსაც ითვალისწინებთ, თუმცა მხოლოდ გარკვეული დოზით, რადგან მთავარი აქ სწორედ თქვენ ხართ.

7. უარყოფის შემცველი თხოვნა

\”არ ჩახტე გუბეში\”, \”ნუ აჯახუნებ კარს\” – ეს შენიშვნის არასწორი ფორმულირებაა. ბავშვის ცნობიერება უარყოფის აღმნიშვნელ ყველა სიტყვას ფილტრავს და ფრაზის მხოლოდ მისთვის მისაღებ ნაწილს ტოვებს.
გამოსავალი: \”გუბეს გარშემო შემოუარე\”, \”კარი ჩუმად დახურე\” – ძალიან მარტივია.

8. დაუსრულებელი შენიშვნები

არიან მშობლები, რომლებიც შვილებს გამუდმებით აძლევენ შენიშვნას, მათ ყველა ნაბიჯს აკრიტიკებენ, მუდამ ფრთხილობენ. დროთა განმავლობაში ბავშვი ისე ეჩვევა ამ შენიშვნებს, რომ მშობლის ნათქვამს მხოლოდ ფონად აღიქვამს.
გამოსავალი: ყველა ბავშვი ცელქია, სრულ წესრიგს ვერავის მოსთხოვ, ამიტომ გამუდმებით შენიშვნის მიცემა არაფრის მომცემია.
თუ მისი საქციელი საფრთხეს შეიცავს, ერთხელ გააფრთხილეთ და ეს აკმარეთ – დანარჩენს თავად მიხვდება.
ნუ იქნებით მომაბეზრებელი და ნუ აფიქრებინებთ, რომ შენიშვნები თქვენი ახირებაა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ამას მხოლოდ მისი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ და არა იმიტომ, რომ როგორც მშობელს გევალებათ.   
გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია:     http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1391530742