გიორგი ალექსიძე

www.medgeo.net -ის ექიმთა ბიოგრაფიული ცნობარი. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ყველა წარმატებული ექიმის შესახებ. ექიმებს დამატებითი ინფორმაციის მოსაწოდებლად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ >>>

გიორგი ალექსიძე – პროფესორი

გიორგი იაგოსძე ალექსიძე დაიბადა 1954 წელს.

1971 წელს გიორგი ალექსიძემ დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა.
1972 წელს გიორგი ალექსიძე  ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის, ხოლო მოგვიანებით – ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროქიმიის ლაბორატორიაში (1973-1975) აკადემოკოს პ. ქომეთიანის ხელმძღვანელობით.
1975 წლიდან გიორგი ალექსიძე მუშაობას აგრძელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში.
1979 წელს, თბილისის სახ. უნივერსიტეტის  ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გიორგი ალექსიძემ  სწავლა აგრძელებს რუსეთის მეც. აკადემიის მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ასპირანტურაში.  1985 წელს ამავე ინსტიტუტში გიორგი ალექსიძემ  აკადემიკოს ა. კურსანოვის ხელმძღვანელობით იცავს საკანდიდატო დისერტაციას.
1986 წლიდან 1999 წლამდე გიორგი ალექსიძე   მუშაობდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე, უფროს მეც. თანამშრომლად.
1997 წელს გიორგი ალექსიძემ  დაიცვა  სადოქტორო დისერტაცია.
1999 წელს გიორგი ალექსიძე არჩეული იქნა  მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ.
2000 წელს მიენიჭა გიორგი ალექსიძეს  პროფესორის წოდება.
2001 წელს გიორგი ალექსიძე დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენით.
2002 წელს გიორგი ალექსიძე   გახდა აკადემიკოს პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემიის ლაურიატი.
2008 წლიდან გიორგი ალექსიძე   საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის მცენარათა ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის მაგისტრატურის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი.
პროფ. გიორგი ალექსიძეს გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. საღელმძღვანელო “ეკოლოგიური ბიოქიმიის საფიძვლები” 1-500 გვერდი, 2010 წელი.

გიორგი ალექსიძის  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები დაკავშირებულია მცენარეთა ფიზიოლოგიის და ბიო-მედიცინის  აქტუალურ საკითხებთან.

პროფ. გიორგი ალექსიძის   მიერ ჩატარებული ფუნდამენტური კვლევების შედეგად პირველად იქნა გამოვლენილი  და შესწავლილი მცენარის ქლოროპლასტების ლექტინური სისტემა და მისი კომპონენტები. მიღებული შედეგების საფუძველზე გიორგი ალექსიძის   მიერ შემოთავაზებულია  ფოტოსინთეზის კალვინის ციკლის რეგულაციის მოდელი.

გიორგი ალექსიძის   მიერ პირველად იქნა ასევე გამოვლენილი და შესწავლილი ბირთვის ქრომატინის ლექტინური სისტემა და მისი ძირითადი კომპონენტები. მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავებულია გენეტიკური სისტემის ფუნქციონირების დღემდე უცნობი, სრულიად ახალი ტიპის რეგულატორული მექანიზმის მოდელი.

პროფ. გიორგი ალექსიძის   მიერ პირველად იქნა გამოვლენილი მცენარეული უჯრედის გარეთა მემბრანაზე შაქრების სპეციფიკურად დაკავშირების უნარის მქონე მემბრანული რეცეპტორები და მათი სპეციფიკური ლიგანდები. გიორგი ალექსიძის    მიერ ექსპერიმენტალურად პირველად იქნა ნაჩვენები  მოლეკულური მექანიზმები რომლებიც საფუძვლად უდევს შაქრის დამკავშირებელი მემბრანული რეცეპტორებისა და ინფორმაციის მატარებელი გლიკოკონუგატებს შორის ურთიერთქმედებას და მის შედეგად ინიცირებული სიგნალის გადაცემის პროცესებს მცენარეულ უჯრედში.

პროფ. გიორგი ალექსიძის    მიერ პირველად მცენარეული უჯრედის მიტოქონდრიებში გამოვლენილი და შესწავლილი იქნა ლექტინური სისტემის ფუნქციონირების მოლეკულური მექანიზმები, რის საფუძველზეც გიორგი ალექსიძის    მიერ შემოთავაზებულია სუნთქვის პროცესების რეგულაციის ახალი ტიპის მოდელი.

პროფ. გიორგი ალექსიძის   ხელმძღვანელობით პირველად იქნა გაშიფრული მოლეკულური მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ციტრუსოვან მცენარეთა სოკოვან დაავადებას “მალსეკოთი” და შემუშავებულია მცენარის ამ ფიტოპათოგენისაგან დაცვის ახალი მეთოდი.

გიორგი ალექსიძის    ხელმძღვანელობით პირველად მცენარიდან გამოყოფილია ჰორმონის (აუქსინის) მსგავსი მოქმედების უნარის მქონე პოლიპეპტიდური ბუნების მქონე ნაერთი. აღნიშნული ფაქტი საფუძველი გახდა მცენარეთა ფიზიოლოგიაში ახლო მომავალში ახალი მიმართულების განვითარების: პოლიპეპტიდები, როგორც მცენარის ზრდისა და განვითარების რეგულატორები, ანუ ახალი ტიპის მცენარეული ჰორმონები.

სიმსივნის ბიოლოგიის შესწავლის, მრავალწლიანი თეორიული და   ექსპერიმენტული  კვლევის   შედეგად პროფ. გიორგი ალექსიძემ  შექმნა ახალი ანტიკანცეროგენული იმუნომოდულატორული თვისებების მქონე  სამკურნალო  პრეპერატი გა-40, რომელმაც წარმატებით გაიარა წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდები  საქართველოს, რუსეთის, იაპონიის, ამერიკის და სხვა ქვეყნების კვლევით ინსტიტუტებსა და კლინიკებში. შესწავლილია და გაშიფრულია  პრეპარატის ავთვისებიან სიმსივნის უჯრედებზე მოქმედების მოლეკულური მექანიზმები. პრეპარატი უკვე დაპატენტებულია, ლიცენზირებულია და რეგისტრირებულია და დანერგილია სხ.სხ. ქვეყნებში.

ამასთან ერთად პოფ. გიორგი ალექსიძის   მიერ შექმნილია და დაპატენტებულია  ინფექციურ-ანთებითი და  სხ.სხ დაავადებების სამკურნალო სრულიად უსაფრთხო და მაღალეფექტური ახალი სამკურნალო პეპარატები: GA-GEPATONIN, GA-TUBERNAK, GA-PROSTANAL, GA-GLOMURONEFRIN, GA-DIABETIN, GA-SEXONAL, GA-BRONCHONAL, GA-AUTOIMUNEX  და სხვა.

გიორგი ალექსიძის ინტერნეტ პუბლიკაციები

გიორგი ალექსიძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ცვლილებები, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელფოსტაზე : caumednet@gmail.com

____________________________________

ექიმები >>>