აკომოდაციის სპაზმი

აკომოდაციის სპაზმი

აკომოდაციის სპაზმი (ცრუ ახლომხედველობა) – ეს არის თვალის ცილიარული კუნთის მუშაობის  დარღვევა, რის გამოც ქვეითდება თვალის უნარი, შეინარჩუნოს სხვადასხვა მანძილზე მდებარე  საგნების მკვეთრი გამოსახულება. 


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მიზეზები

აკომოდაციის სპაზმი ხშირად გვხვდება ბავშვებში და ახალგაზრდა პირებში. არსებული მონაცემებით ყოველი მეექვსე სკოლის მოსწავლეს მსგავსი დარღვევა აღენიშნება.ძირითი მისი მიზეზი  ახლო მანძილზე მუშაობისას (კითხვა, კომპიუტერზე მუშაობა, ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება) მხედველობითი გადაძაბვაა.

აკომოდაციის სპაზმი შესაძლოა განაპირობოს:

  • სახლსა და სკოლაში ბავშვის ასაკისათვის შეუსაბამო ავეჯი
  • სამუშაო ადგილის არასწორი განათება
  • კისრისა და ზურგის კუნთების სისუსტე
  • გვიან დაძინება
  • არარაციონალური კვება
  • სუფთა ჰაერზე არასაკმარისი დროის გატარება
  • დილის ვარჯიშების, ფიზკულტურისა და სპორტის უგულვებელყოფა
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესუსტება

 ნიშნები

კომპიუტერთან  ხანგრძლივი ჯდომის ან მხედველობითი გადაძაბვის  შემდეგ აღინიშნება თვალების დაღლა, წვისა და ტკივილის შეგრძნება, თვალების სიწითლე, ზოგჯერ ცრემლდენა. ახლო მანძილზე საგნების გამოსახულება ნაკლებად მკვეთრია, შორს კი თითქოს ბუნდოვნდება და ზოგ შემთხვევაში აღინიშნება გაორება. თუ მხედველობის გაუარესება დროებითია, შეგვიძლია ვისაუბროთ აკომოდაციის სპაზმზე.
აღნიშნული სიმპტომები განსაკუთრებით მძიმე ასატანია სკოლის მოსწავლისათვის, წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს მეცადინეობისათვის, რაც აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზე. მხედველობის პრობლემებთან ერთად აღინიშნება თავ ის ტკივილი, რის მიზეზსაც ხშირად ვერ ადგენენ და მიაწერენ ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებს.
დაავადების ხანგრძლივობა ვარირებს  რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე, პაციენტის მდგომარეობის, მისი ცხოვრების რეჟიმისა და სამუშაოს თავისებურებებიდან გამომდინარე. აკომოდაციის სპაზმი შესაძლოა გადაიზარდოს ჭეშმარით ახლომხედველობაში.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

აკომოდაციის სპაზმის დიაგნოსტირება ხდება ექიმი-ოფთალმოლოგის მიერ დამახასიათებელი სიმპტომებისა და კომპლექსური გამოკვლევის მეთოდებით: ვიზიომეტრია, რეფრაქციის განსაზღვრა, აკომოდაციის უანრის შეფასება.
აკომოდაციის სპაზმის დროს მკურნალობა მოიცავს სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც მიმართულია ცილიარული კუნთების ტრენირებისაკენ, გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ადუნებენ თვალის კუნთებს (მათი გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).
ასევე აუცილებელია ორგანზიმის ზოგადი გაჯანსაღება, სპორტით დაკავება, სწავლისა და დასვენების სწორი ორგანიზება. გადასვლა>>> ,,ბავშვი”; გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.