მკვდარი ფუტკრები

მკვდარი ფუტკრები

გაზაფხულზე, ზამთარგამოვლილი ფუტკრის ოჯახების პირველი დათვალიერებისას, სკებში გვხვდება მკვდარი ფუტკრები (ე.წ. პოდმორი, пчелиный подмор). მათ აგროვებენ, ასუფთავებენ მინარევებისაგან და აშრობენ, რის შემდეგაც შესაძლებელია შენახვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ვარგისიანად ითვლება, თუ არ აქვს სინესტე, ცუდი სუნი, ობი.

სამკურნალო თვისებები

ფუტკრის სხეულის რქოვანა შეიცავს ჰეპარინს და ჰეპაროიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის სისხლძარღვოვან სისტემაზე, ახშობენ ანთებით პროცესს, გააჩნიათ ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი თვისება და ხელს უწყობენ ჭრილობისა და დამწვრობისას შეხორცებას.
პოდმორს იყენებენ აგრეთვე ახლომხედველობისას, მასტიტების დროს, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, თრომბოფლებიტის, სახსრების ტკივილის, პროსტატის ადენომის, სექსუალური დარღვევების და სიმსუქნის დროსაც. სამედიცინო დანიშნულებისათვის მას იყენებენ დამბალს, ნახარშის, ლინიმენტის ან სპირტიანი ექსტრაქტის სახით. 15 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში დამბალ, მარლაში გახვეულ ფუტკრებს ადებენ ანთების კერას.
ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორს ფქვავენ და ურევენ ზეითუნის ზეთთან. კუნთის ან სახსრის ტკივილისას ახდენენ ამ მასის შეზელვას.

სპირტიანი ექსტრაქტის დასამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაფქულ პოდმორს ასხავენ 1 ჭიქა არაყს და აჩერებენ 2 კვირა. არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიზნით იყენებენ 15-20 წვეთს ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.

ნახარში კარგად მოქმედებს თირკმლის დაავადებების დროს. 1 სუფრის კოვზ პოდმორს ასხავენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და ნელ ცეცხლზე ხარშავენ 2 საათი. შემდეგ ნახარში უნდა გადაიწუროს და ერთი თვის განმავლობაში იღებენ 1 სუფრის კოვზს ორჯერ დღეში.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

.