მომწამვლავი თაფლი

მომწამვლავი თაფლი

თუ ფუტკრებმა ნექტარი შხამიანი მცენარეებიდან შეაგროვეს, თაფლიც მომწამლავ თვისებებს იღებს. ასეთ თაფლს ხანდახან ”მთვრალ თაფლს” ეძახიან. აღწერილია მოწამლის შემთხვევები აკონიტის ყვავილებიდან მოგროვილი თაფლით. შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებულია მცენარე როდოდენდრონი, რომლის თაფლი იწვევს თავის ტკივილს, ღებინებას, თვალებში დაბნელებას, წონასწორობის დაკარგვას, თავბრუსხვევას და, ზოგჯერ გონების დაკარგვას. ასეთი თაფლით მოწამლის სიმპტომები ძალიან ჰგავს ალკოჰოლით მოწამვლას.
უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი შხამიანი მცენარიდან მოგროვილი თაფლი, როგორიცაა თამბაქო, ხარისხიანია და სრულიად უვნებელი, მხოლოდ შესაძლოა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი და გემო.
პირველად თაფლით მასიური მოწამლის შემთხვევა აღწერა ქსენოფონტემ თავის ნაშრომში ”ანაბაზისი” (ანუ ”კირას ლაშქრობა” – «Κύρου άνάβασις»). IV წიგნის VIII თავში მან აღწერა ეპიზოდი, როდესაც მეომრები, კოლხიდაში თაფლის მირთმევის მერე, ავად გახდნენ. მათ აღენიშნებოდათ ღებინება, ძლიერი სისუსტე. ვისაც ცოტა თაფლი ჰქონდა ნაჭამი, ძლიერ ჰგავდნენ მთვრალებს, ხოლო ვინც მეტი მიირთვა – გონებაარეულს ან მომაკვდავს ჰგავდა.
იმდენი მეომარი იწვა მიწაზე, თითქოს მათ მტერმა დაამარცხა. საბედნიეროდ არავინ მომკვდარა. მეორე დღეს, დაახლოვებით იმავე დროს, როდესაც მათ თაფლი მიირთვეს, ყველა მეომარმა უკეთესობა იგრძნო. 3-4 დღის შემდეგ, ყველა გამოჯანმრთელდა.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

.