აპითერაპია კანის დაავადებებისას

აპითერაპია კანის დაავადებებისას

თაფლის კვერი
თაფლით და ფქვილით მოვზილოთ ცომი, მივცეთ კვერის ფორმა, დავადოთ პრობლემურ ადგის, დავაფაროთ კომპრესის ქაღალდე და დავაფიქსიროთ ნახვევით. ყოველდღიურად გამოვცვალოთ.
გამოიყენება ფურუნკულების და კარბუნკულების დროს
——————-

ფურუნკული (лат. furunculus) – თმის ფოლიკულის და მიმდებარე ქსოვილის მწვავე ჩირქოვან – ნეკროზული ანთება. გამოწვეულია ფოლიკულში სტაფილოკოკების მოხვედრით
——————

კარბუნკული (carbunculus, ლათ. carbo- ნახშირი) – რამოდენიმე, გვერძე მდებარე ცხიმის ჯირკვლისა და თმის ფოლიკულის მწვავე ჩირქოვან – ნეკროზული ანთება, რომელიც ვრცელდება ირგვლივ მდებარე კანზე და კანქვეშა ქსოვილზე.
——————–

შვრიის კვერი თაფლით. 
1 სუფრის კოვზი თაფლი + 2 კვერცხის გული + ½ ჩაის კოვზი სუფრის მარილი – შეურიოთ ერთმანეთს და ფქვილთან ერთად მოვზილოდ სველი თიხის კონსისტენციამდე, გავაბრტყელოთ და დავადოთ ანთების კერას. ზემოდან დავაფაროთ კომპრესის ქაღალდი და დავაფიქსიროთ. დღე-ღამეში ერთხელ ვცვალოთ. სწრაფი ეფექტი აქვს ზედაპირული ინფილტრატების შემთხვევაში.
გამოიყენება ფურუნკულების და კანის სხვა ჩირქოვანი დაზიანებების დროს.
——————–

დინდგელი ჩირქის წინააღმდეგ
სუფთა დინდგელი ხელში დავარბილოთ,  დავადოთ ფურუნკულს და დავაფიქსიროთ. არ მოვხსნათ ფურუნკულის დარბილებამდე და ჩირქის გამოსვლამდე. ჩირქზე მოქმედების გარდა, გააჩნია საკმაოდ კარგი გამაყუჩებელი ეფექტი.
გამოიყენება ფურუნკულების, კარბუნკულების, ჩირქოვანი ჭრილობების და წყლულების დროს
———————–

დინდგელი კოჟრების წინააღმდეგ
10-15 წუთის განმავლობაში მივიღოთ თბილი აბაზანა, კანი გავიმშრალოთ და კოჟრის ადგილს დავადოთ თბილი, თხელ ფენად გაბრტყელებული დინდგელი. დავაფიქსიროთ და გავაჩეროთ 3-5 დღე. ნახვევის მოხსნის შემდეგ, გავიკეთოთ თბილი აბაზანა და უმტკივნეულოდ მოვიცილოთ კოჟრები. თუ კარგად არ იქნება დარბილებული, პროცედურა 2-3ჯერ გავიმეოროთ.
იგივე პროცედურა ტარდება, აგრეთვე დინდგელისა და ცხვრის ქონის ერთად შერევით.
გამოიყენება კოჟრების (მაზოლები) მოსაცილებლად.
———————

დინდგელი ცვილით და ლიმნით
პატარა ქვაბში მოვათავსოთ 50 გრ დინდგელი და 30 გრ ფუტკრის ცვილი, დავამატოთ 1 ლიმნის წვენი და მუდმივი მორევით, შევათბოთ. მიღებული მალამო ყოველდღიურად წავუსვათ გაუხეშებულ ადგილს. მალამო შევინახოთ მუქი ფერის მინის ქილაში გრილ ადგილას.
გამოიყენება კოჟრების მოსაცილებლად
———————

დინდგელი კოჟრების წინააღმდეგ
დაფხვნილი დინდგელი და 96°-იანი სპირტი შევათბოთ და ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მოცულობის 30-50%-ის ოდენობით დავამატოთ სალიცილის მჟავა და ვურიოთ ერთგვაროვანი მალამოს მასის მიღებამდე. მალამო გავანაწილოთ შუშის პატარა ქილებში და შევინახოთ გრილ ადგილას. გაუხეშებულ ადგილებს 2-3 დღით დავადოთ დოლბანდზე წასმული მალამო და დავაფიქსიროთ ლეიკოპლასტირით. ნახვევის მოხსნის შემდეგ, პინცეტით ფრთხილად ავაცალოთ დარბილებული რქოვანას ფენა.
თუ მალამო შესქელდება, დავამატოთ ცოტა სპირტი და შევათბოთ.
გამოიყენება კოჟრების, გაუხეშებული, შესქელებული კანის მოსაცილებლად.
——————

დინდგელი ჰიპერკერატოზის წინააღმდეგ
ნებისმიერ ზეთზე დამზადებული 50%-იანი დინდგელის მალამოს სქელი ფენა წავუსვათ გაუხეშებულ კანს, დავაფაროთ კომპრესის ქაღალდი და დავაფიქსიროთ. ყოველ მეორე დღეს, ნახვევი გამოვცვალოთ. მკურნალობის ხანგრძლიობა – 1-2 თვე.
გამოიყენება ჰიპერკერატოზის დროს.
—————–

ჰიპერკერატოზი (hyperkeratosis;) – ეპიდერმისის რქოვანა ფენის გადამეტებული შესქელება
——————–

კრაზანას ბალახი და ყვავილის მტვერი
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ კრაზანას ბალახს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ვხარშოთ, ვიდრე განახევრდება. გავაგრილოთ, გავწუროთ და გამოვიყენოთ  კანის დეპიგმენტურ ადგილებზე შესაზელად. იმავდროულად მივიღოთ 2-3 ჯერ დღეში ნახევარი ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი.
გამოიყენება ვიტილიგოს დროს.
——————–

ვიტილიგო (vitiligo; ლათ. itium გაფუჭება;) – კანის იდიოპათიური დისქრომია. გამოიხატება კანზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მოთეთრო. დეპიგმენტური ლაქების გაჩენით. ლაქებს გააჩნია ზრდის
—————-

თაფლი და თმის ცვენა
თავის კანზე გავაკეთოთ მასაჟი აბუსალათინის ზეთით. შემდეგ თავი დავიბანოთ თბილი წყლით და გადავივლოთ ჭინჭრის, პიტნის, ბაბუაწვერას ან მრავალძარღვას თბილი ნაყენი და კარგად შევიზილოთ 15-30 გრ თაფლი. გავაჩეროთ ნახევარი საათი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით
გამოიყენება თავზე თმის ბოლქვების გასამაგრებლად და ზრდის დასაჩქარებლად.
—————

ფუტკრის რძე
”აპილაკის” 1 აბი ან თანაბარი რაოდენობით შერეული ფუტკრის რძე და თაფლი მივიღოთ 0,01, 3ჯერ დღეში პირის ღრუში დადნობამდე, 6-10კვირა.
გამოიყენება ბუდობრივი თმის ცვენის დროს.
———————

მუხის ქერქი თაფლით
დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დავასხათ 5-ჯერ მეტი მდუღარე წყალი და ვხარშოთ 15-20 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაჩეროთ 30-40წუთი და გადავწუროთ. მიღებულ ნახარშს დავამატოთ ანადუღარი წყალი თავდაპირველი მოცულბის შევსებამდე. 1 ჭიქა ნახარშში გავაზავოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ბამბის ტამპონით გავიწმინდოთ სახის კანი და შევიზილოთ თმის ფესვებში.
გამოიყენება ცხიმიანი სებორეის დროს
——————-

სებორეა (seborrhoea; სებო- +ბერძ. რეა – დინება, მიმდინარეობა) – კანის (როგორც წესი სახის კანის და თავის თმიანი ნაწილის) პათოლოგიური ცვლილება, განპირობებული ცხიმის ჯირკვლების დიფუნქციით (უფრო ხშირად – ჰიპერფუნქციით)
——————-

თაფლი და ევკალიფტი
10 გრ თაფლი + 10 მლ კალანხოეს წვენი + 30 მლ ევკალიფტის ზეთი, კარგად შეურიოთ ერთმანეთს და გავაჩეროთ 3 დღე. მიღებული მასა წავუსვათ კანის დაზიანებულ უბნებს.
გამოიყენება ფსორიაზის დროს
—————

ფსორიაზი (psoriasis vulgaris; ბერძ. psoriasis – ქავილი) – უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დერმატოზი, პერიოდული რეციდივებით. ძირითადი ელემენტია – პაპულა, რომელიც შრება და თეთრად იქერცლება.
————–

დინდგელი, ყვავილის მტვერი და თაფლი
0,5 – 2 გრ დინდგელი (სხეულის წონის მიხედვით), ჭამის მერე, ვღეჭოთ 10-20 წუთი, დღეში 2-3ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში. იმავდროულად, დაზიანებულ კანს ვადებთ ზეთზე დამზადებული დინდგელის 10%-იანი მალამოს ტამპონებს და 3ჯერ დღეში ვღებულობთ 1 სუფრის კოვზ 1:1შერეულ თაფლსა და ყვავილის მტვერს.
გამოიყენება ფსორიაზის დროს
——————–

დინდგელი
0,3 გრ დინდგელი აბის სახით მივიღოთ 2-3ჯერ დღეში, წყლის ან რძის დაჱოლებით, 2-3 თვე. უფრო ეფექტურია ახლად დაწყებული დაავადების შემთხვევაში. ჩვენების მიხედვით, შესაძლოა დოზა 3 გრ-მდე გაიზარდოს.
გამოიყენება ფსორიაზის დროს
———————–

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფსორიაზის დინდგელით მკურნალობა, როგორც წესი გვაძლევს დროებით გაუმჯობესებას.
————————-

დინდგელის მალამო
ნებისმიერ ზეთზე დამზადებული 50%-იანი დინდგელის მალამო, სქლად წავუსვათ დაზიანებულ უბანს, დავაფაროთ ქაღალდი და დავაფიქსიროთ. 2 დღეში ერთხელ ნახვევი გამოვცვალოთ. გავაგრძელოთ 1-2 თვე.
გამოიყენება ტრიქოფიტიის დროს
——————–

ტრიქოფიტია (trichophytia; ბერძ. phyton მცენარის განვითარება, ზრდა) – სოკოთი გამოწვეული დერმატომიკოზი
——————-

”აპილაკის” მალამო
3%-იანი მალამო ”აპილაკი” 1-2 ჯერ დღეში წავუსვათ კანის დაზიანებულ უბნებს. პარალელურად მივიღოთ 1 აბი ”აპოლაკი” 2ჯერ დღეში (ენის ქვეშ). მკურნალობა გრძელდება 2 კვირა.
გამოიყენება ქრონიკული პიოდერმიის დროს
—————

პიოდერმია (pyodermia; ბერძ. pyo.- ჩირქი; derma- კანი;) – სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით ან სხვ. გამოწვეული, ჩირქოვანი გამონაყარით მიმდინარე დერმატოზების საერთო დასახელება.
———————

კალანხოე, ალოე და თაფლი
თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ერთმანეთს კალანხოეს წვენი და თაფლი. გავაჩეროთ 7 დღე, შემდეგ, იგივე რაოდენობით  დავუმატოთ ალოეს წვენი და კიდევ 7 დღე გავაჩეროთ. ვიხმაროთ კანის  დაზიანებულ უბნებზე წასასმელათ.
გამოიყენება დერმატიტების დროს
——————–

დერმატიტი (dermatitis; derma -კანი + itis -ანთება) – უშუალოდ კანზე პათოგენური ფაქტორის (ფიზიკური, ქიმიური და სხვ.) ზემოქმედებით გამოწვეული ანთებითი პროცესი.
——————

დინდგელის ნაყენი
20-30%-იანი დინდგელის სპირტიანი ნაყენები გამოიყენება წასასმელად, ანთებითი პროცესით ან სოკოვანი დაავადებით გამოწვეული კანის დაზიანების დროს.
გამოიყენება დერმატიტების, ჩირქოვანი და სოკოვანი დაავადებების, დამწვრობის დროს.
——————

მალამო კუპრით
100 გრ თაფლი ორთქლზე  შევათბოთ  (არა უმეტეს 45°) , დავუმატოთ 2 მლ სუფთა კუპრი, კარგად შეურიოთ ერთმანეთს და ნახვევის სახით დავადოთ დაზიანებულ კანს. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა. საჭიროების შემთხვევაში, 2 თვის მერე, შესაძლოა გამეორება.
გამოიყენება ეკზემის, ნეიროდერმიტის, ფურუნკულის, კარბუნკულის და ა.შ. დროს
——————

ეკზემა (eczema; греч. ekzeo -ადუღება, აფეთქება) – რეციდივებით მიმდინარე, ნეიროალერგიული დერმატოზი, რომელიც ვლინდება სხვადასხვაგვარი, ქავილით მიმდინარე გამონაყრით.
——————

თაფლის ბალზამი (ხალხური)
ემალის ქვაბში მოვათავსოთ 100 გრ ჭინჭარი, 200 გრ ასკილის ნაყოფი, 2 კაკლის მწვანე, გარეთა გარსი. დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი და 10 წუთი ვხარშოთ, გავაჩეროთ 24 საათი და გადავწუროთ. 2 სუფრის კოვზ ნახარშს დავამატოთ 50 გრ ახალი ხაჭო და 50 გრ თაფლი. ყველაფერი კარგად შეურიოთ ერთმანეთს და დღეში 3ჯერ, 20 წუთით დავადოთ დაზიანებულ კანს.
გამოიყენება ეკზემის დროს
——————-

ნეიროდერმიტი (neurodermitis) – ნეიროდერმატოზი, რომელსაც ახასიათებს  წერტილოვანი გამონაყარი – წვრილი ბუშტუკები, რომლებიც ერთდებიან სირსველის უბნებად.
——————–

მუხის ქერქი და დინდგელი
1 წილ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დავასხათ 5 წილი მდუღარე წყალი და 15-20 წუთი ვხარშოთ. გავაჩეროთ 40 წუთი და გადავწუროთ. ანადუღარი წყლლით შევავსოთ პირვანდელ მოცულობამდე, 1 ჭიქა ნახარშზე, დავამათოთ 1 სუფრის კოვზი 30-40%-იანი დინდგელის ნაყენი და გამოვიყენოთ კანზე წასასმელდ.
გამოიყენება ხელების სველი ეკზემის დროს
—————–

კაკლისა და დინდგელის ნაყენი
მოუმწიფებელი კაკლის მწვანე გარეკანი დავაქუცმაცოთ, დავასხათ 70°-იანი სპირტი (1:10) და გავაჩეროთ 4-5 დღე. შემდეგ გადავწუროთ, დავამატოთ იგივე რაოდენობის 30%-იანი დინდგელის ნაყენი და მიღებული ხსნარი წავისვათ ყურის ნიჟარაში და  დღეში 2-3ჯერ, 30-40 წუთით ყურებში  ჩავიდოთ  ხსნარით გაჟღენთილი ტამპონები.
გამოიყენება ყურების ეკზემის დროს
—————–

მუხის ქერქი და დინდგელი
დაქუცმაცებულ მუხის ქერქს, პროპორციით 1:10 დავასხათ მდუღარე წყალი, ვხარშოთ 15-20 წუთი, გადმოვდგათ და  30-40 წუთი გავაჩეროთ. გადავწუროთ და  1 ლიტრ ნახარშს დავამატოთ 10 მლ 30-40%-იანი დინდგელის ნაყენი. ყოველ საღამოს, ფეხები 20 წუთით ჩავყოთ 38° Cტემპერატურის ხსნარში. მკურნალობის კურსი – 10 დღე.
გამოიყენება ფეხების პფლიანობის დროს.
——————-

დინდგელის მალამო
ზეთზე დამზადებული 50%-იანი დინდგელის მალამო სქლად წავუსვათ კანის დაზიანებულ ადგილებს, დავაფაროთ ქაღალდი და დავაფიქსიროთ. 2დღეში ერთხელ  – გამოვცვალოთ. მკურნალობის კურსი – 1-2 თვე.
გამოიყენება კანის ტუბერკულოზის დროს.
—————–

კანის ტუბერკულოზი (t. cutis) – ტუბერკულოზით კანზე გამოწვეული ცვლილებების ზოგადი დასახელება.
—————–

.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...