აპითერაპია ენდოკრინული სისტემის დაავადებებისას

აპითერაპია ენდოკრინული სისტემის დაავადებებისას

ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

ვარდკაჭაჭა თაფლით
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ,  ხმელ ვარდკაჭაჭას ბალახს თერმოსში დავასხათ 0,5 ლ მდუღარე წყალი , 1 საათი გავაჩეროთ, გადავწუროთ და დავამატოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. მივიღოთ ½ ჭიქა 3ჯერ დღეში
ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
—————–

ტიბეტური ნაკრები
კრაზანას ბალახი – 100
ტყის მარწყვის ფოთლები – 100
გვირილას ყვავილი– 100
არყის ხის კვირტები  – 100
ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახების ნაკრებს დავასხათ 0,5ლ. მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ნახევარი საათი და გადავწუროთ. მიღების წინ შევათბოთ და დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მივიღოთ თითო ჭიქა, 2ჯერ დღეში: დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე და ძილის წინ. მიღება გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე არ დამთავრდება მომზადებული ბალახების ნაკრები. მკურნალობის გამეორება სასურველი არ არის 5 წელზე ადრე. ნაკრები აძლიერებს ორგანიზმის ყველა  გამომყოფი სისტემის ფუნქციონირებას.
გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულირების, ენდოკრინული სისტემის დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით.
უკუჩვენება – ალერგია ნაკრების შემადგენლობაში შემავალი, რომელიმე ბალახის მიმართ.
—————-

ბალახების ნაყენი და ყვავილის მტვერი
ბაბუაწვერას ფესვები  – 20
ოროვანდის ფესვები – 15
ძირთეთრა კამის ფესვები – 15
ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახების ნაკრებს დავასხათ 0,5ლ. მდუღარე წყალი და ვხარშოთ 10-12 წუთი, გავაჩეროთ ერთი საათი და გადავწუროთ. მივიღოთ 2/3 ჭიქა, 1-2ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენის ყოველი მიღების შემდეგ, დავაყოლოთ ½ ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი ან ჭეო
გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ენდემიური და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს.
——————

ენდემური ჩიყვი (struma endemica) – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც დამახასიათებელია იოდით ღარიბი გეოგრაფიული რაიონების მოსახლეობისათვის,
——————

დიფუზური ჩიყვი (struma diffusa) – ჩიყვი, რომელსაც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის თანაბარი გადიდება.
———————

ფუტკრის რძე
0,01გრ ფუტკრის რძე ან  1 აბი (10მგ) ”აპილაკი” (ენის ქვეშ, სრულ დადნობამდე), მივიღოთ 2-3ჯერ დღეში 3-4 კვირა.
გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს
—————–

ჰიპოფუნქცია (hypofunctio) – რომელიმე ორგანოს, ორგანოთა სისტემის ან ორგანიზმის ქსოვილის ფუნქციის დაქვეითება
————————

ბალახების ნაყენი და ყვავილის მტვერი
ბაბუაწვერას ფესვები – 35
მოცვის ფოთლები  – 35
ჭინჭრის ფოთლები  – 30
2-3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახების ნაკრებს, თერმოსში დავასხათ 0,5ლ. მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 2-3 საათი და გადავწუროთ. მივიღოთ ნახევარი ჭიქა, 4-5ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენის მიღების პარალელურად, დღეში 2-3ჯერ, ჭამამდე 15-20წუთით ადრე, მივიღოთ ½ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი, რომელსაც 2 საათით ადრე უნდა დავასხათ 50 მლ მდუღარე წყალი.
გამოიყენება დიაბეტის დროს
——————-

შაქრიანი დიაბეტი (diabetes mellitus; სინონიმი: შაქრის დაავადება) – ინსულინის ნაკლებობით გამოწვეული დიაბეტი, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით ნახშირწყლების ცვლის დარღვევა.
—————–

ფუტკრის რძე
0,01გრ ფუტკრის რძე ან  1 აბი (10მგ) ”აპილაკი” (ენის ქვეშ, სრულ დადნობამდე), მივიღოთ 2-3ჯერ დღეში 6 კვირა.
გამოიყენება დიაბეტის დროს
———————-

ოროვანდი, მოცვი და ფუტკრის რძე
თანაბარი რაოდენობით აღებული დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვები და მოცვის ფოთლები შეურიოთ ერთმანეთს. 2 სუფრის კოვზ ნარევს, თერმოსში დავასხათ0,5 ლ მდუღარე წყალი და 2-3 საათი გავაჩეროთ. გადავწუროთ და 3-4ჯერ დღეში მივიღოთ ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის პარალელურად, 3ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მივიღოთ ½ აბი ”აპილაკი” (ენის ქვეშ დადნობამდე).
გამოიყენება დიაბეტის დროს
————————-

თაფლი
1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი გავხსნათ 100 მლ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში და დილით უზმოზე დავლიოთ. ამის შემდეგ არ მივიღოთ საკვები 2 საათის განმავლობაში. იგივე თაფლის ხსნარი მივიღოთ საღამოს, ძილის წინ, ბოლო ჭამიდან 3 საათის მერე. მკურნალობის კურსი – 1 თვე. 10-15 დღიანი შესვენების შემდეგ, შეიძლება გამეორება.
გამოიყენება სიმსუქნის სამკურნალოდ
————————-

ნიახური თაფლით
თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ერთმანეთს ნიახურის წვენი და თაფლი. მივიღოთ  ჭამის წინ, 2 სუფრის კოვზი 2-3ჯერ დღეში
გამოიყენება სიმსუქნის, ნევროზების, ზოგადად ტონუსის დაქვეითების დროს.
———————–

ყვავილის მტვერი
½ – 1 ჩაის კოვზი, 2-3ჯერ დღეში.
გამოიყენება მკურნალობის მიზნით საკვების შეზღუდვის ან შიმშილობის დროს, რათა არ განვითარდეს ჰიპოვიტამინოზი და არ დაირღვას ბიოქიმიური მაჩვენებლების ოდენობა.

.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...