აპითერაპია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიისას

აპითერაპია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიისას

თაფლი
სახსრის გარშემო მტკივნეულ ადგილზე გამოიყენება თაფლიანი კომპრესები. თაფლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში – თაფლს (1:1) შეურიოთ სახამებელი. არტრიტების დროს კომპრესს ვადებთ უშუალოთ სახსარზე. პერიარტრიტების დროს – სახსრის ირგვლივ მდებარე კანზე.
გამოიყენება ართრიტების და პერიართრიტების დროს.
——————–

მედიკამენტი ”აპიფორი”
”აპიფორი” – ლეოფილიზირებული ფუტკრის შხამის პრეპარატია, 1 აბის შემადგენლობაშია  0,001გრ ფუტკრის შხამი. გამოიყენება ელექტროფორეზისათვის.
ეფექტურია საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს.
——————

ართრიტი (arthritis) – სახსრისა ან მისი ელემენტების ანთება
——————-

პერიართრიტი (periarthritis) – სახსრის ფიბროზული კაფსულის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილის ანთება
————————-

თაფლის კომპრესი
კანზე, მტკივნეულ ადგილზე წავუსვათ თაფლი, დავაფაროთ კომპრესის ქაღალდი ან თხელი პოლიეტილენის პარკი, შემოვახვიოთ შალის ქსოვილი და დავაფიქსიროთ. კომპრესი უფრო ეფექტური იქნება, თუ თაფლს დავამატებთ გახეხილ ბოლოკს ან სამედიცინო ნაღველს.
გამოიყენება ართრიტის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის დროს.
—————

გახეხილი ბოლოკი თაფლით
3 წილ ახლად გამოწურულ ბოლოკის წვენს დავუმატოთ 2 წილი თაფლი და 1 წილი 40%-იანი არაყი. კარგად შეურიოთ ერთმანეთს და დახურულ შუშის ჭურჭელში შევინახოთ მაცივარში.
ძველი ხალხური საშუალებაა. გამოიყენება შესაზელად სახსრების რევმატიტით გამოწვეული ტკივილების, რადიკულიტის, ნიკრისის ქარის (პოდაგრა), ნევრალგიების, ნევრიტების დროს
——————-

რევმატიზმი (rheumatismus) – ინფექციურ – ალერგიული დაავადება, რომლის გამომწვევ მიზეზად А – ჯგუფის სტაფილოკოკი ითვლება. ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაზიანება.
———————–

მკვდარი ფუტკრები (პოდმორი)
1 სუფრის კოვზი გამხმარი მკვდარი ფუტკრები წმინდათ დავფქვათ, დავამატოთ 200 მლ ცხელი ზეითუნის ზეთი. შევინახოთ მუქი ფერის შუშის ჭურჭელში, მაცივარში. ტკივილის დროს გავათბოთ და შევიზილოთ.
გამოიყენება სახსრების ტკივილის დროს.
—————-

მკვდარი ფუტკრები (პოდმორი) №2. 
1 სუფრის კოვზ მკვდარ ფუტკრებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 15-20 წუთი გავაჩეროთ. ფეხისა და ხელის წვრილ სახსრებზე გავიკეთოთ ადგილობრივი აბაზანა ან მტკივნეულ ადგილებს კომპრესის სახით, დავადოთ საფენი. პირველად გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ ნელ-ნელა ავიყვანოთ 15 წუთამდე.
გამოიყენება სახსრების და ხერხემლის არეში ტკივილის დროს.
————————

მკვდარი ფუტკრები (პოდმორი) №3. 
1 ჭიქა მკვდარ ფუტკრებს დავასხათ 1 ლიტრი არაყი და ბნელ ადგილას გავაჩეროთ 10-12 დღე. გავფილტროთ. მტკივნეულ ადგილს წავუსვათ ნებისმიერი ცხოველური ქონი და დავაფინოთ ნაყენში დასველებული თეთრი დოლბანდი, შემოვახვიოთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი.
გამოიყენება რევმატიზმით, რადიკულიტით და ა.შ. გამოწვეული ტკივილების დროს.
———————–

დიდგულა (გოგნარი) თაფლით 
3-4 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ დიდგულას (გოგნარი,бузина) ყვავილს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთი ნელ ცეცხლზე ვხარშოთ. გავაჩეროთ ნახევარი საათი და გადავწუროთ. ნახარშს გემოვნებით დავუმატოთ თაფლის და დღეში 3-4ჯერ მივიღოთ ½ ჭიქის ოდენობით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ისე, რომ ბოლო დალევა მოხდეს ძილის წინ.
გამოიყენება ნეკრისის ქარის დროს.
————————

ნეკრისის ქარი (podagra) – ქრონიკული დაავადება, გამოწვეული პურინების ცვლის დარღვევით, ქსოვილებში მარილების ჩალაგებით და მათში ანთებითი პროცესის განვითარებით. ვლინდება მწვავე არტრიტით, კანქვეშა კვანძებით და შარდკენჭოვანი დაავადების სიმფტომებით.
———————–

სელშავი თაფლით 
3 სუფრის კოვზ ხმელ დაქუცმაცებულ სელშავის (брусника) ფოთლებს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და 10-15 წუთი ნელ ცეცხლზე ვხარშოთ, გავაჩეროთ 1,5 საათი, გადავწუროთ, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, კარგად მოვურიოთ და თითო ჭიქა დავლიოთ დღეში 3-ჯერ.
გამოიყენება მარილების ცვლის დარღვევის დროს (ნეკრისის ქარი)
—————————-

ინგლისური მარილი და თაფლი
თითო სუფრის კოვზი ინგლისური მარილი, თაფლი და წყალი კარგად შეურიოთ ერთმანეთს, წავუსვათ წელზე მტკივნეულ ადგილს და კარგად შევაზილოთ, დავაფაროთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი. დილით ნახვევი მოვიხსნათ. გავაგრძელოთ ტკივილის შემსუბუქებამდე.
გამოიყენება რადიკულიტის დროს
———————–

რადიკულიტი (radiculitis) – ზურგის ტვინის ნერვების დაბოლოვებების ანთება. ვლინდება ტკივილით და მგრძნობელობის დარღვევით, ხანდახან, ინერვაციის დარღვევის გამო, კუნთის ძალის დაქვეითებით და მოძრაობის ამპლიტუდის შემცირებით.
————————–

მდოგვის საფენი ფურაცილინით და თაფლით 
50 მლ წყალში გავხსნათ ¼აბი ფურაცილინი და შევათბოთ, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიღებულ ხსნარში დავასველოთ მდოგვის საფენი და დავადოთ მტკივნეულ ადგილს. 5-6 წუთის მერე მოვხსნათ, კანი არ გავწმინდოთ და დავაფაროთ სუფთა თეთრი დოლბანდი და პოლიეტილენი. შემოვახვიოთ შალის ქსოვილი და დილამდე გავაჩეროთ.
გამოიყენება რადიკულიტის დროს.
————————-

დინდგელი
მტკივნეულ ადგილს წავუსვათ დინდგელის სპირტიანი ან ზეთოვანი ხსნარი, დავაფაროთ შალის ქსოვილი და 1 საათი გავაჩეროთ. გავიმეოროთ10 დღე.
გამოიყენება რადიკულიტის დროს.
———————-

ფუტკრის ცვილი
გამთბარი ფუტკრის ცვილი  ფენა-ფენა წავუსვათ მტკივნეულ ადგილს (40 ფენამდე).
პროცედურები გავიმეოროთ მდგომარეობის შემსუფუქებამდე.
გამოიყენება რადიკულიტის, იშიაზის, ნევრალგიების დროს.
———————

იშიაზი (ischias) – საჯდომი ნერვის ანთება
———————-

ხის ქერქი, თაფლი და ფუტკრის რძე 
მუხის ქერქი – 35
ვერხვის ქერქი – 35
არყის ხის ქერქი – 30
2-3 სუფრის კოვზ ხმელ დაქუცმაცებულ ქერქის ნარევს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 10-15 წუთი, გავაჩეროთ1-2 საათი და გადავწუროთ. მივიღოთ დღეში 3ჯერ,  ½ ჭიქა, ჭამის მერე. იმავდროულად 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე მივიღოთ 1:100 პროპორციით შერეული, ფუტკრის რძე და თაფლი. მკურნალობის კურსი – 30-40 დღე.
გამოიყენება ოსტეოქონდროზის დროს
———————

ოსტეოქონდროზი (osteochondrosis) – დისტროფიული პროცესი ძვლისა და ხრტილის ქსოვილში
————————

თაფლის კომპრესი
2 წილი თაფლი, 1 წილი ალოეს წვენი და 3 წილი არაყი კარგად შეურიოთ ერთმანეთს. დავასველოთ დოლბანდი და დავადოთ მტკივნეულ ადგილს, დავაფაროთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი
გამოიყენება ართრიტების, მიოზიტების დროს
——————-

მდოგვის საფენები
თითო სუფრის კოვზი 20%-იანი სპირტიანი დინდგელის ნაყენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი შეურიოთ ერთმანეთს, წავუსვათ მდოგვის საფენს და 5-6 წუთით დავადოთ მტკივნეულ ადგილს, დავაფაროთ დოლბანდი. ძლიერი წვის შემთხვევაში უფრო ადრე მოვაცილოთ.
გამოიყენება ნევრალგიის, მიოზიტის, რადიკულიტის დროს
———————–

ნევრალგია (neuralgia; ბერძ. algos – ტკივილი) – ინტენსიური ტკივილი, რომელიც ნერვის გასწვრივ ვრცელდება
————————

ფუტკრის რძე
0,01 გრ ფუტკრის რძე ან ”აპილაკის” 1 აბი მივიღოთ 2-3ჯერ დღეში (სრულ დადნობამდე, ენის ქვეშ), 2-3 კვირის განმავლობაში. იმავდროულად ფუტკრის შხამზე დამზადებული მალამო შევაზილოთ მტკივნეულ ადგილს.
გამოიყენება მიოზიტის, რევმატიული ართრიტის დროს
———————

მიოზიტი (myositis: ბერძ. mys, myos – კუნთი) – კუნთის ანთება, რომელსაც ახასიათებს ტკივილის სინდრომი, კუნთის სისუსტე, ზოგჯერ ატროფია.
————————-

არყის ხის წვენი თაფლით
1 ჭიქა არყის ხის წვენში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლი, მივიღოთ 3ჯერ დღეში, ჭამის მერე. (სასურველია ახალი წვენი)
გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება ართრიტების დროს
——————

შვრიის ნახარში თაფლით
1ჭიქა შვრიის მარცვლებს დავასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ იქამდე, ვიდრე სითხის ¼  აორთქლდება. გადავწუროთ, გემოვნებით დავამატოთ თაფლი და 3-4ჯერ დღეში, ჭამის წინ მივიღოთ ½ ჭიქა.
გამოიყენება სახსრების ტკივილის დროს
———————-

ცვილი, ჭეო და თაფლი 
ორთქლის აბანოზე დავადნოთ ცვილი, გადავდგათ და დამდნარ, თბილ ცვილს დავუმატოთ იმავე რაოდენობის თაფლი და ჭეო. კარგად შეურიოთ ართმანეთს და თბილი ნარვი გამოვიყენოთ კომპრესებისათვის. კომპრესი გავაჩეროთ 25-30 წუთი. სულ 10-12 პროცედურა.
გამოიყენება პოლიართრიტების დროს
——————-

პოლიართრიტი (polyarthritis; poly – მრავალი) – რამოდენიმე სახსრის ანთებითი პროცესი
———————-

დინდგელი
გამთბარ, დარბილებულ დინდგელს მივცეთ კვერის ფორმა და დავადოთ დაზიანებულ უბანს, დავაფაროთ შალის ქსოვილი
გამოიყენება ართრიტების დროს  
——————–

დინდგელი
მტკივნეულ ადგილს წავუსვათ სპირტიანი ან ზეთოვანი დინდგელის ნაყენი, დავაფაროთ შალის ქსოვილი და გავაჩეროთ 1 საათი. მკურნალობის კურსი – 10 დღე. კარგად ხსნის ტკივილს ხერხემლის არეში
გამოიყენება რადიკულიტის დროს
————————

ოროვანდი, არყის ხის წვენი და ყვავილის მტვერი 
0,5-1 გრ. დაფხვნილი ოროვანდის (лопух) ფესვი მივიღოთ 3ჯერ დღეში, ჭამის მერე. იმავდროულად, 2-3ჯერ დღეში მივიღოთ თითო ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი და 1 ჭიქა არყის ხის წვენი (აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას)
გამოიყენება ართრიტების დროს
——————-

კვების რაციონში სასურველია ჩავრთოთ სელშავის (брусника) კენკრა, შტოშის (клюква) წვენი თაფლით და ვაშლი. შაქარი მთლიანად უნდა შეიცვალოს თაფლით
——————

ბალახების ნაყენი
ტირიფის ქერქი – 50
არყის ხის ფოთლები – 40
დიდგულას (გოგნარი) ყვავილი – 10
2 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ნარევს თერმოსში დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 4-5საათი, გადავწუროთ, დავამატოთ თაფლი გემოვნებით და  4-ჯერ დღეში მივიღოთ ჭამამდე 20 წუთით ადრე.
გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს
——————-

რევმატოიდული ართრიტი (arthritis rheumatoidea) – კოლაგენების ჯგუფის ინფექციურ-ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით, მეტ წილად საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში
————————

თაფლის კვერი
თანაბარი რაოდენობით აღებული თაფლითა და ხორბლის ფქვილით მოვზილოთ თხელი ცომი. ფეხი 15-20 წუთით მოვათავსოთ ცხელ წყალში, შემდეგ ქუსლის არეში დავადოთ მომზადებული თაფლაკვერი. მკურნალობის კურსი – 8-10 დღე
გამოიყენება ოსტეოფიტების დროს
——————-

ოსტეოფიტი (osteophytus) – ძვლის ზედაპირზე პათოლოგიური, ძვლოვანი წანაზარდი
———————-

 .

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...