აპითერაპია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

აპითერაპია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ზოგადი რეკომენდაციაა: საკვებში მარილის შეზღუდვა, სითხის მიღების შეზღუდვა, საკვების კალორიულობის შემცირება, განსაკუთრებით ცილების და ცხიმების ხარჯზე და მათი შეცვლა ხილითა და ბოსტნეულით. საკვების მიღება უნდა ხდებოდეს პატარა ულუფებით და ხშირად. აუცილებელია ყურადღება ექცეოდეს საკვებში ვიტამინების ოდენობას, განსაკუთრებით A, B და C – ჯგუფების.

ნივრის წვენი თაფლთან
თანაბარი რაოდენობით შერეული გამოწურული ნივრის წვენი და თაფლი მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4-6 კვირა. ერთ თვიანი შესვენების შემდეგ შესაძლოა მკურნალობის კურსის გამეორება.
გამოიყენება ათეროსკლეროზის მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით, აგრეთვე გულის კუნთის კუმშვადობის გასააქტიურებლად.
———–
ათეროსკლეროზი (atherosclerosis– ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება არტერიების სიდა გარსის ლიპოიდური ინფილტრაციით, შემდგომში შემაერთებელი ქსოვილის განვითარებით. კლინიკურად გამოიხატება ზოგადი და (ან) ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის დარღვევით. 
————-
ხახვის წვენი თაფლით
თანაბარი რაოდენობით შერეული გამოწურული ხახვის წვენი და თაფლი მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4-6 კვირა. ერთ თვიანი შესვენების შემდეგ შესაძლოა მკურნალობის კურსის გამეორება.
გამოიყენება ათეროსკლეროზის მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით.
——————
ხახვი თაფლით
თანაბარი რაოდენობით შერეული გახეხილი ხახვი და თაფლი მივიღოთ 2 თვის განმავლობაში თითო სუფრის კოვზი დილით და საღამოს.
გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს
————————
ჟოლოს ნახარში თაფლით.
25-30 გრ. ხმელ ჟოლოს დავასხათ 300 მლ. მდუღარე წყალი და 10 წუთი ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, გადავდგათ ცეცხლიდან, გავაჩეროთ 2-3 საათი და გადავწუროთ. თაფლი დავამატოთ გემოვნებით და მივიღოთ თითო ჭიქა 2-ჯერ დღეში. მიღების შემდეგ სასურველია 2 საათის განმავლობაში სახლში ყოფნა. მეორე მიღება უმჯობესია ძილის წინ.
გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს, აგრეთვე როგორც ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი საშუალება გაციების, გრიპის, რევმატიზმის დროს და ორგანიზმის გასაძლიერებლად დასუსტებისას. 
——————–
დინდგელისა და ნივრის ნაყენი
200 გრ ნიორი დავაქუცმაცოთ, მოვათავსოთ მუქი ფერის შუშის ჭურჭელში და დავასხათ 200 მლ. 96° სპირტი. სიბნელეში გავჩეროთ 10-12 დღე. შემდეგ გავფილტროთ, დავამატოთ 50 გრ თაფლი, 30 მლ 30%-იანი სპირტიანი დინდგელის ნაყენი და ვურიოთ თაფლის სრულ გახსნამდე. კიდევ2-3 დღე გავაჩეროთ.
ხსნარი უნა მივიღოთ სქემის მიხედვით წვეთების რაოდენობით, 50 მლ რძეში ჩაწვეთებული, 3 ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

დღე

დილა

შუადღე

საღამო

პირველი

1 წვეთი

2 წვეთი

3 წვეთი

მე-2

4

5

6

მე-3

7

8

9

მე-4

10

11

12

მე-5

13

14

15

მე-6

15

14

13

მე-7

12

11

10

მე-8

9

8

7

მე-9

6

5

4

მე-10

3

2

1

მე-11 დღიდან – დღეში სამჯერ 25 წვეთი
გამოიყენება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ; აგრეთვე კუჭ-ნაწლავთა და ფილტვების დაავადებების დროს.
————-
კუნელი დინდგელით
აფთიაქში ნაყიდი კუნელის ნაყენს დავამატოთ იგივე რაოდენობის 20%-ანი სპირტიანი დინდგელის ნაყენი. მივიღოთ 20-30 წვეთი 2-3ჯერ დღეში 20-30 წუთით ადრე ჭამამდე.
გამოიყენება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, გულის იშემიური დაავადების, ძილის დარღვევისას.
————–
ფუტკრის რძე
პრეპარატი ”აპილაკი”(10 მგ) თითო აბი 3ჯერ დღეში. აბი უნდა გააჩეროთ პირის ღრუში სრულ დადნობამდე. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა. 10-დღიანი დასვენების მერე, შესაძლოა მკურნალობის კურსის გამეორება.
უფრო ეფექტურია 2%-ანი ფუტკრის რძის ნარევი თაფლთან. 5 გრ. – 2ჯერ დღეში – ენის ქვეშ, სრულ დადნობამდე.
გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს
—————
ნიორი, ლიმონი და თაფლი
10 ლიმონი ქერქიანათ გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, დავამატუთ 10 თავი გარჩეული, დაქუცმაცებული ნიორი. ეს ყველაფერი შეურიოთ 1ლიტრ თაფლს და 1 კვირით გავაჩეროთ დახურულ შუშის ჭურჭელში.
2 თვის განმავლობაში მივიღოთ ერთხელ დღეში 2 სუფრის კოვზი, პირის ღრუში გავაჩეროთ სრულ დადნობამდე.
გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს.
——————

სტაფილოს წვენი, პირშუშხა (хрен) და თაფლი
თითო ჭიქა აღებული თაფლი, სტაფილოს წვენი და პირშუშხას წვენი შეურიოთ ერთი ლიმნის წვენს და მჭიდროდ დახურულ ქილაში შევინახოთ გრილ ადგილას.
მივიღოთ თითო ჩაის კოვზი ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2-3 საათის მერე, 2 თვის განმავლობაში.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს

ჭარხალი, სტაფილო, პირშუშხა და თაფლი
თითო ჭიქა აღებული თაფლი, ჭარხლის წვენი, სტაფილოს წვენი და პირშუშხას წვენი შეურიოთ ერთილიმნის წვენს და მჭიდროდ დახურულ ქილაში შევინახოთ გრილ ადგილას.თითო სუფრის კოვზი ნარევი მივიღოთ 3ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2-3 საათის მერე, 1,5-2 თვის განმავლობაში.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს
——————–
.ჭარხალი, პირშუშხა და თაფლი
თითო ჭიქა აღებული თაფლი, ჭარხლის წვენი და პირშუშხას წვენი შეურიოთ ერთილიმნის წვენს და მჭიდროდ დახურულ ქილაში შევინახოთ გრილ ადგილას.თიტო სუფრის კოვზი ნარევი მივიღოთ 3ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2-3 საათის მერე, 2 თვის განმავლობაში.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს
——————-
თალგამი თაფლით
შავი თალგამი ამოვღრუტნოთ და შევავსოთ თაფლით. გავაჩეროთ 3-4 საათი. მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 2-3ჯერ დღეში ჭამამდე 2 თვის განმავლობაში.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს
—————
ჭარხალისა და თაფლის წვენი
თანაბარი რაოდენობით შერეული ჭარხლის წვენი და თაფლი მივიღოთ 1-2 სუფრის კოვზი 3-5ჯერ დღეში ჭამის მერე.
გამოიყენება ჰიპერტონიის და უძილობის დროს
—————-
ლიმონი თაფლი და მინერალური წყალი
1 ჭიქა მინერალურ წყალს დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმნის წვენი. მივიღოთ დღეში ერთხელ უზმოზე 1-2 კვირის განმავლობაში.
გამოიყენება ჰიპერტონიის, მომატებული აგზნებადობის და უძილობის დროს.
——————
თაფლი და ყვავილის მტვერი
თანაბარი რაოდენობით შერეული თაფლი და ყვავილის მტვერი შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას დახუფულ შუშის ჭურჭელში.
მივიღოთ 1 ჩაის ან დესერტის კოვზი (წონის მიხედვით) 3ჯერ დღესი ნახევარი საათიტ ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი – 1-1,5 თვე. 10-დღიანი შესვენების შემდეგ შესაძლოა გამეორება.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს
———————

ყვავილის მტვერი
ნახევარი ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი მივიღოთ 3ჯერ დღეში ჭამამდე 3 კვირის განმავლობაში. 2-3 კვირიანი შესვენების შემდეგ შესაძლოა გამეორება.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს
——————
ფუტკრის რძე
ფუტკრის რძე (0,01) ან ½ აბი ”აპილაკი” (5 მგ) 1-2ჯერ დღეში 3-4 კვირა. აბი გავაჩეროთ ენის ქვეშ სრულ დადნობამდე.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს
———————-
ნიგოზი თაფლით
1,5 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად მივიღოთ 60 გრ თაფლში შერეული 100 გრ ნიგოზი, 3-4 მიღებაზე განაწილებული. ნიგოზში ბევრია მაგნიუმი, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას და გააჩნია შარდმდენი ეფექტი, აგრეთვე კალიუმი, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის ორგანიზმიდან გამოდევნას. ამით აიხსნება წნევის დამწევი ეფექტი.
გამოიყენება ჰიპერტონიის დროს
———————–
ყვავილის მტვერი ან ჭეო
4-6 კვირის განმავლობაში, 3-ჯერ დგღეში, ჭამის მერე მივიღოთ ½ – 1 ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი ან ჭეო
გამოიყენება ჰიპოტონიის დროს. გამოიყენება ჰიპრტონიის დროსაც, რადგან არეგულირებს არტერიულ წნევას.
—————-
მკვდარი ფუტკრები (подмор)
მკვდარი ფუტკრების 10%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი მივიღოთ ერთხელ დღესი 15-20 წვეთი ჭამის შემდეგ, 1-2 თვე.
გამოიყენება გულის, თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების დროს, არტერიული წნევის დასარეგულირებლად, სისხლსი ქოლესტერინის შესამცირებლად.
——————-
კარტოფილის წვენი თაფლით 
½ ჭიქა კარტოფილის წვენს დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და მივიღოთ 2ჯერ დღესი ჭამამდე.
გამოიყენება გულის კუნთის მუშაუბის გასაძლიერებლად, აგრეთვე კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
——————
კომბოსტოს წვენი თაფლით 
1 ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენი + 1 სუფრის კოვზი თაფლი, 2-ჯერ დღეში ჭამამდე.
გამოიყენება გულის კუნთის მუშაუბის გასაძლიერებლად, აგრეთვე კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, ბუასილის დროს, ელენთისა და ღვიძლის დაავადებების, თირკმელების და ფილტვების დაავადებების დროს.
——————

ასკილი და თაფლი 
1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთი გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. გადავდგათ, გავაციოთ, გავწუროთ და დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მივიღოთ 1 /4-1/2 ჭიქა 2-3ჯერ დღეში.
გამოიყენება გულის კუნთის მუშაუბის გასაძლიერებლად
—————
პომიდორი და თაფლი 
1 ჭიქა პომიდვრის წვენი 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად
გამოიყენება ქოლესტერინის ცვლის რეგულირებისათვის, ათეროსკლეროზის და, აგრეთვე ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს
—————–
ყვავილის მტვერი ან ჭეო და თაფლი 
1 თვის განმავლობაში, ½- 1 ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი ან ჭეო 2-3 ჯერ დღეში, ნახევარი საათით ადრე ჭამამდე. 10-14 დღიანი შესვენების მერე, შესაძლოა გამეორება.
2;1 შერეული ყვავილის მტვერი და თაფლი, თითო სუფრის კოვზი 2-3 ჯერ დღეში, პირის ღრუში დადნობამდე. მკურნალობის კურსი იგივეა.
გამოიყენება გულის იშემიური დაავადების დროს
—————
იშემია (ischaemia; იშ + ბერძ. haima სისხლი; სინ. ადგილობრივი ანემია, ჰიპემია, ადგილობრივი სისხლნაკლებობა) – სხეულის გარკვეული უბნის, ორგანოს ან ქსოვილის სისხლით მომარეგების ადგილობრივი შემცირება, არტერიული სისხლის მიწოდების შეფერხების ან შეწყვეტის გამო.
—————-
ნიორი და თაფლი
250 გრ გარჩეულ და დაქუცმაცებულ ნიორს დავამატოთ 350 გრ თხევადი თაფლი, აურიოთ და გავაჩეროთ 7 დღე. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში 40 წუთით ადრე ჭამამდე, 1-2 თვის განმავლობაში
გამოიყენება გულის იშემიური დაავადების დროს
—————–
ფუტკრის რძე 
ფუტკრის რძე (0,01) ან 1 აბი ”აპილაკი”(10 მგ), ენის ქვეშ დადნობამდე – 2-4ჯერ დღეში 2-4 თვის განმავლობაში
გამოიყენება სტენოკარდიის დროს და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ აღდგენისათვის.
—————
ფუტკრის თაფლი
თაფლის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში 2-3ჯერ დღეში (უმჯობესია წყალში გახსნილი). თაფლი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფარტოვებას და აუმჯობესებს მიოკარდიუმის კვებას.
გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე სისხლის შემადგენლობის მოსაწესრიგებლად და ჰემოგლობინის მოსამატებლად.
კარდიონევროზით დაავადებულთა მიერ თაფლით მკურნალობა, არეგულირებს გულის მუშაობას, ხსნის ტკივილის შეგრძნებას.
ისტერიით დაავადებულთა თაფლით მკურნალობისას ქრება შიშები, კლებულობს აგზნებადობა, უმჯობესდება გუნებგანწყობა
—————
კარდიონევროზი (cardioneurosis; კარდიო + ნევროზი; სინონიმი– გულის ნევროზი) – ნევროზის ფორმაა, რომელსაც ახასიატებს ტკივილი გულის არეში, გულისცემის და სხვა არასასიამოვნო შეგრძნება გულის არეში.
—————–
ალოე, ლიმონი, ნიგოზი და თაფლი 
100 მლ ალოეს წვენი + 300 გრ თაფლი + 500 გრ გატარებული ნიგოზი + 1-2 ლიმნის წვენი (სიდიდის მიხედვით).
მივიღოთ თითო სუფრის კოვზი ნახევარი საათით ადრე ჭამამდე, 3ჯერ დღეში იქამდე, ვიდრე მასა არ გათავდება
გამოიყენება სტენოკარდიის დროს
—————
ლიმონი, ნიორი და თაფლი 
1 ლიტრი თაფლი + 10 ლიმნის წვენი + 5 თავი (კბილი არა) ნივრის წვენი. შეურიოთ ერთმანეთს და 1 კვირა შევინახოთ მაცივარში. მივიღოთ ერთხელ დღეში 4 ჩაის კოვზი ზედაზედ, 1-წუთიანი შესვენებებით, 2 თვის განმავლობაში.
გამოიყენება სტენოკარდიის დროს (ქოშინით მიმდინარე)
—————
გოგრის თესლი და თაფლი 
ყოველდღე 3-4 სუფრის კოვზი ქერქგაცლილი გოგრის თესლი თაფლთან ერთად
გამოიყენება სტენოკარდიის დროს
————
სტაფილო და თაფლი 
½- 1 ჭიქა სტაფილოს წვენი 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, 2-3ჯერ დღეში.
გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, აგრეთვე ანემიის, დაბალი მჟავიანობით გასტრიტის, ზოგადი სისუსტის დროს.
სტაფილოს წვენის მიღება არ შეიძლება წყლულოვანი დაავადების გამწვწვების პერიოდში, ენტერიტების დროს.
————
ფიჭვის გირჩები თაფლით
ხუთი მწიფე გირჩა (თესლიანი) გავრეცხოთ და დავასხათ 200 მლ 70 °-იანი სპირტი. გრილ ადგილას გავჩეროთ 2 კვირა. მივიღოთ თითო ჩაის კოვზი თაფლიან ჩაისთან ერთად, ჭამის მერე, ერთხელ დღეში.
შესაძლოა მოვამზადოთ სპირტის გარეშე. ამისათვის იგივე 5 გარეცხილ გირჩას დავასხათ 0,5 ლ წყალი, ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 5-7 წუთი. მივიღოთ ¼ ჭიქა თაფლთან ერთად, ჭამის მერე, ერთხელ დღეში.
გამოიყენება თავის ტვინის ინსულტის დროს
—————–
ყვავილის მტვერი 
თითო ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი 2-3ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 2 თვის განმავლობაში.
გამოიყენება მიოკარდიტის, მიოკარდიოდისტროფიის, გულის მანკის დროს.
——————
მიოკარდიტი (myocarditis; მიოკარდი + -იტი, ანთების დაბოლოვება) –მიოკარდიუმის ანთება, რაც გამოიხატება მისი კუმშვადობის, აგზნებადობის და გამტარებლობის დარღვევით
———————
ყვავილის მტვერი თაფლით 
2 წილი თაფლი და 1 წილი ყვავილის მტვერი შეურიოთ ერთმანეთს და შევინახოთ გრილ ადგილას. 2 თვის განმავლობაში მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 2-3ჯერ დღეში (პირში გავაჩეროთ სრული დადნობამდე)
გამოიყენება მიოკარდიტის, მიოკარდიოდისტროფიის, გულის მანკის დროს.
———
მიოკარდიოდისტროფია (myocardiodystrophia; მიოკარდი + დისტროფია) – მიოკარდიუმის დისტროფიული დაზიანება
————–
ფუტკრის რძე
1%-იანი ფუტკრის რძე თაფლში მივიღოთ 10 გრ-ის ოდენობით 2ჯერ დღეში (პირის ღრუში გაჩერებით), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3-4კვირა. 10-14 დღიანი შესვენების შემდეგ შესაძლოა გამეორება.
გამოიყენება კლიმაქტერიული მიოკარდიოდისტროფიის დროს. კლებულობს გაღიზიანება, უმჯობესდება გუნებგანწყობა, ძილი, არტერიული წნევის მაჩვენებლები.
————-
თაფლი 
თაფლი წავუსვათ თილოზე და დავადოთ ვენის ვარიკოზული გაგანიერების უბანს, დავაფაროთ პოლიეტილენი და დავაფიქსიროთ ბინტით. პირველ დღეს კომპრესი გავაჩეროთ 2 საათი; მეორე დღეს – 3 საათი, მესამე დღეს – 4 საათი, შემდეგ კი მთელი ღამით
გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ვარიკოზული წყლულების დროს.
—————
ვენების ვარიკოზული გაგანიერება (varicosis; ლათ. varix, varicis ვენების გაფართოვება, ვარიკოზი) – ვენებში პათოლოგიური ცვლილებები, როდესაც სანათური არათანაბრად ფართოვდება და კვანძისებრ გამოიზნიქება; ვითარდება სარქველების ფუნქციური უკმარისობა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
—————
დინდგელის მალამო. 
15-20 %-იანი დინდგელის მალამოს საფენები გამოვიყენოთ ნახვევში და ვცვალოთ ყოველ 2 დღეში. მკურნალობის კურსი – 50-70- დღე. იმავდროულად მივიღოთ ყვავილის მტვერი ან პოლივიტამინები.
გამოიყენება ვარიკოზული წყლულების შესახორცებლად
——————
პომიდორი და ყვავილის მტვერი 
თხლად დაჭრილი პომიდორი დავადოთ ვარიკოზული ვენის უბანს, ყოველდღე, დღეში ერთხელ. იმავდროულად მივიღოთ 1/2-1 ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი 2-3ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 6 კვირა, შესვენება 10-14 დღე.
გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
——————

თხილის ფოთლების ჩაი
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ თხილის ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი. დავლიოთ ½ ჭიქა 4ჯერ დღეში. იმავდროულად მივიღოთ თითო ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი 3ჯერ დღეში.
გამოიყენება კაპილარების და ვენების გაფართოვების, ტრომბოფლებიტის და ტროფიკული წყლულების დროს.
—————–
ტრომბოფლებიტი (thrombophlebitis; თრომბო-+ ფლებიტი) – ვენების ანთება თრომბოზით.
——————-
ცხენის წაბლის ნაყენი და დინდგელის მალამო 
10 გრ ცხენის წაბლის ყვავილი ან ნაყოფი (ეკლიანი გარსიდან ამოღებული) დავაქუცმაცოთ, დავასხათ 100 მლ სპირტი ან არაყი და გავაჩეროთ 7-10 დღე ბნელ ადგილას, პერიოდულად შევანჯღრიოთ. შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ ცოტა წყალში ჩაწვეთებული 30 წვეთი, 3ჯერ დღეში, ჭამამდე. შესაძლოა გამოვიყენოთ აფთიაქში დამზადებული ცხენის წაბლის ნაყენი (ესკუზანი) 10-20 წვეთი, 3ჯერ დღეში, 20 წუთით ადრე ჭამამდე.
იმავდროულად ვარიკოზულ ვენებზე, როგორც გარეგანი საშუალება, ვიხმაროთ 15%-იანი დინდგელის მალამო.
გამოიყენება ვენების გაგანიერების და ტრომბოფლებიტის დროს.
—————–
მკვდარი ფუტკრები 
100 გრ გამომშრალ მკვდარ ფუტკრებს დავასხათ ძალიან ცხელი (არა მდუღარე) წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი. გავწუროთ 3 ფენა დოლბანდში, მსუბუქად გავწუროთ და დოლბანდში გახვეული ფუტკრები დავადოთ ანთების კერას, დავაფაროთ ცელოფანი, შემოვახვიოთ თბილი ქსოვილი და გავაჩეროთ გაციებამდე.
100 гр. пчелиного подмора залить очень горячей, но не кипящей водой и настаивать 15 минут. Слить на тройной слой марли, положенной в дуршлаг, массу слегка отжать. Сверток с отжатым подмором наложить на очаг воспаления, сверху накрыть целлофаном, обернуть удерживающей тепло тканью и оставить компресс до остывания.
გამოიყენება ვენების გაგანიერების დროს.
—————–
დინდგელის მალამო 
15%-იანი დინდგელის მალამოს ნახვევი დავადოთ წყლულს 1-2ჯერ დღეში, 2-3 კვირის განმავლობაში.
Наносить 15%-ную прополисную мазь на поверхность язвы под повязку или без неё 1-2 раза в сутки, затем через день, лечение продолжать 2-3недели.
გამოიყენება ტრომბოფლებიტის დროს
——————–
მკვდარი ფუტკრები 
1 ჩაის კოვზი მკვდარი ფუტკრები დავფქვათ და შეურიოთ 200 მლ ცხელ ზეითუნის ზეთს. ტკივილის დროს გავათბოთ და შევიზილოთ. შევინახოთ მუქი ფერის მინის ქილაში, მაცივარში.
გამოიყენება ტრომბოფლებიტის დროს
—————–
”აპილაკი” 
20 მგ ”აპილაკი” (ენის ქვეშ), 3ჯერ დღეში, 2-3 თვის განმავლობაში. 10-14 დღიანი დასვენების მერე შესაძლოა გამეორება.
გამოიყენება ენდარტერიტის დაწყებით სტადიაში
—————-
ენდარტერიიტი (endartenitis, ენდ- + არტერია + -იტი) –არტერიის შიდა გარსის ანთება, სანათურის შევიწროვებით, თრომბოზით, შესაბამისი ორგანოს სისხლით მომარაგების გაუარესებით.
—————
ყვავილის მტვერი 
½ ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი 2-3ჯერ დღეში. ყვავილის მტვერი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის შესაძლებლობას.
გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკისათვის.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

.

Share this...Share on Facebook
Facebook