გრავიოლას ნერგი

გრავიოლას ნერგი

გრავიოლა, როგორც ოთახის მცენარე, არც თუ რთული მოსავლელია. ერთადერთი – იგი შედარებით დიდ ფართს მოითხოვს. თუკი გაქვთ ფართი დიდი ოთახის მცენარეებისათვის, სასურველია გააშენოთ გრავიოლა.

არსებობს რამდენიმე პოზიტივი, ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად:

1. ჯერ ერთი – ეს ლამაზი და ორიგინალური მცენარეა;
2. მისი ფოთლები გამოიყენება დამამშვიდებელი ჩაებისათვის და სხვა მრავალი დაავადების პროფილაქტიკისათვის. ფოთლების გამოყენება იმავე წელს შეგეძლებათ;
3. ხუთ  წელიწადში გექნებათ უნიკალური, გემრიელი ხილი სახლში, რომლის მირთმევით პროფილაქტიკას ჩაუტარებთ მთელ ოჯახს.

გრავიოლას მისი მოშენების წესები დაიდება ამ გვერდზე.