ახალშობილთა დაკრიოცისტიტი

ახალშობილთა დაკრიოცისტიტი

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაკრიოცისტიტი საცრემლე პარკის ანთებას წარმოადგენს, რაც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მიზეზიც სხვადასხვაგვარია, თუმცა ცალკე გამოყოფენ ახალშობილთა დაკრიოცისტიტს.
ნორმაში ცრემლი მუდმივად გამომუშავდება და იცავს თვალს გამოშრობისაგან, ქმნის დამცავ ფენას, შეიცავს ანტისხეულებს და ანტიმიკრობულ ნივთიერებებს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ცრემლი გამომუშავდება საცრემლე ჯირკვლების  მიერ, გროვდება თვალის შიგნითა კუთხეში და ჩაედინება  საცრემლე არხში, რომელიც ფართოვდება და ქმნის საცრემლე პარკს, ეს უკანასკნელი კი იხსნება ცხვირის ღრუში.
ემბრიონული განვითარების  პერიოდში საცრემლე არხი დახშულია აპკით, რათა არ მოხდეს სანაყოფე სითხის მოხვედრა, ნორმაში  დაბადების შემდეგ აღნიშნული აპკი სკდება და საცრემლე არხი გამავალია.
თუმცა რიგ შემთხვევებში რჩება ემბრიონალური ქსოვილის ნარჩენები და აღინიშნება ცრემლის შეგუბება. შედეგად ვერ ხდება თვალის ლორწოვანის გათავისუფლება მავნე ნივთიერებებისაგან, ვითარდება ჩირქოვანი ანთება.

სიმპტომები

ახალშობილთა დაკრიოცისტიტის დროს სიცოცხლის  8-10-ე დღეს ვლინდება ჩირქოვანი გამონადენი, თვალის შიგნითა კუთხეში აღინიშნება სიწითლე, შესაძლებელია ცრემლდენა. პროცესი შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, თუმცა უფრო ხშირად ზიანდება ერთი თვალი.

მკურნალობა

ახალშობილთა დაკრიოცისტიტის დროს ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკური საშუალებების (მათ შორის ჩაისა და გვირილის ნაყენი) გამოყენება, რასაც ხშირად მიმართავენ დედები, ამსუბუქებს მდგომარეობას და თითქმის მთლიანად ახდენს ჩირქოვანი გამონადენის გაქრობას, თუმცა გარკევული დროის შემდეგ პრობლემა ისევ იჩენს თავს.
ბავშვების ნაწილში სიცოცხლის 14-ე დღეს საცობი თავისით გაიწოვება, ანთება ცხრება ნარჩენი მოვლენების გარეშე, თუმცა ხშირად  საჭირო ხდება ჩარევა.
ახალშობილთა დაკრიოცისტიტის მკურნალობის პირველ ეტაპი მოიცავს საცრემლე პარკის მასაჟს. მასაჟი უნდა ჩატარდეს ბავშვის კვებამდე დღეში 6-10-ჯერ არანაკლებ 10 დღისა. თუ მასაჟის შემდეგ ჩირქოვანი გამონადენი მატულობს, მასაჟი სწორადაა ჩატარებული.
მასაჟი ტარდება თითების ზომიერი ზეწოლით თვალის შიგნითა კუთხიდან ჰორიზონტალურად, მერე კი ცხვირის ფრთის გასწვრივ, ზევიდან ქვევით. ზეწოლის შედეგად მატულობს წნევა საცრემლე პარკში და შესაძლოა შიგთავსმა ემბრიონული პარკი გახეთქოს.
მასაჟის შემდეგ ჩირქოვანი გამონადენის მოცილება უნდა მოხდეს ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური ბამბის ტამპონით.
თუ კონსერვატიული მოძრაობები უშედეგო აღმოჩნდა ახალშობილთა დაკრიოცისტიტის მკურნალობის მეორე ეტაპი საცრემლე არხის ზონდირებაა, რაც ოფთალმოლოგის მიერ უნდა ჩატარდეს.
თვალის ზონდირების შემდეგ ახდენენ საცრემლე არხის ანტისეპტიკური ხსნარით გამორეცხვას. პროცედურის შემდეგ გამოიყენება ანტიბაქტერიული წვეთები.
აღნიშნული პროცედურა როგორც წესი სრულ გამოჯანმრთელებას განაპირობებს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში საჭირო ხდება განმეორებითი პროცედურის ჩატარება.
გადასვლა ბავშვი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.