სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა

გვერდი გაუქმებულია. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის.

სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა

ნეტკლინიკა. დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები პროქტოლოგიაში >>>

კითხვა:

გამარჯობათ, ბიოფსიის  დიაგნოზია: სწორი ნაწლავის ზომიერად დიფერენცირებული ადენოკარცინომა, განივი კოლინჯის მაღალდიფერენცირებული  ადენოკარცინომა, მაინტერესებს თუ  კეთდება თქვენთან ასეთი ოპერაცია? თუ არა გთხოვთ  მირჩიოთ კვალიფიციური ონკოლოგი.

პასუხი:

მოგესალმებით, ე.ი. უკვე გავლილია დიაგნოსტიკის ეტაპი და საქმე გვაქვს სწ. და მსხვილი ნაწლავის პირველად მრავლობით (ორი) სიმსივნესთან. ამჟამად ჩვენს კლინიკაში ვაკეთებთ მხოლოდ შორისის მხრიდან მიდგომით ოპერაციებს, რადგან რეანიმაციული დეპარტამენტი დროებით არ ფუნქციონირებს.  თქვენს შემთხვევაში ოპერაცია უნდა გაკეთდეს აბდომინური (მუცლის მხრიდან) მიდგომით და შემდეგ პაციენტი საჭიროა მოთავსდეს ინტენციური თერაპიის/რეანიმაციულ განყოფილებაში.

შეგიძლიათ მიმართოთ (1) პროფ. გურამ მენთეშაშვილს (კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) ან (2) პროფ. ილია გოცაძეს (ონკოლოგიის ინსტიტუტი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია).

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი
მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი

_________________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.