ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილში

გვერდი გაუქმებულია. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის.

ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილში 

ნეტკლინიკა. დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები პროქტოლოგიაში >>>

კითხვა:

კაი ხანია, ალბათ რამდენიმე თვე – წლამდე, მაწუხებს ტკივილი მარცხენა მენჯის არეში დაახლოებით სადაც საკვერცხეა იქ. ტკივილს აქვს ყრუ ფორმა, თითქოს მწიწკნის შიგნიდან ან უნდა გასკდეს რამე, ითრევს ფეხსაც თითქოს მსუბუქად მიბუჟებს. მოკლედ ეს უსიამოვნო შეგრძნება უკვე ძნელი ასატანია.
მიუხედავად ამისა არც ისე მტკივა რომ ვერ ვიარო. ხანდახან უფრო ძლიერ, ხანდახან ნაკლებად მაგრამ სულ მაწუხებს. მაქვს აშლილობა, დილაობით აშლილი ერთიანი დაცლა ნაწლავის…
გამოვიკვლიე საკვერცხე და მითხრეს რომ საკვერცხე არ მტკივა და გამომეკვლია სწორი ნაწლავი. მიმართვა თქვენთან მომცეს. გთხოვთ მომწერეთ თუ თვლით რომ ეს თქვენი პროფილია ან შეიძლება იყოს და შესაბამისად ვიმოქმედებ. მზად ვარ მოვიდე კონსულტაციაზე. დიდი მადლობა დახმარებისთვის, ნინო 

პასუხი:

მოგესალმებით,

მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილში ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს რექტორომანოსკოპიული გამოკვლევა; თუ ანამნეზის შეკრებისას (რაც გასინჯვამდე მოხდება) და/ან გასინჯვისას  გამოვლინდა სხვა დამატებითი “პრობლემები”/სიმპტომები, შეიძლება საჭიროდ მივიჩნიოთ კოლონოსკოპიიის ჩატარებაც.

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი
მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი

_________________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.