ბავშვის სქესის ”პრეპარატებით” დაგეგმვა

ბავშვის სქესის ”პრეპარატებით” დაგეგმვა

მალე შესაძლებელი იქნება ქვეყნებმა , სადაც კარგი ქალები ყავთ ძირითადად მხოლოდ ქალები ”აწარმოონ”, სადაც კაცებია კარგი –  ძირითადად მხოლოდ ”კაცები”. ეს ცხადია ხუმრობით. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მალე შემოვა ბავშვის სქესის განმსაზღვრელი ”პრეპარატი” – ადასტურებენ სერიოზული წყაროები. ფირმები და ინსტიტუტები  ცნობილია –არ ვასახელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი კომერციული საიდუმლო არ გვინდა გავცეთ და პრობლემები არ შეგვექმნას. >>>

ავტორიტეტული სამეცნიერო  ცენტრები ადასტურებენ, რომ უკვე შესაძლებელია ბავშვის სქესი წინაწარ იქნეს ”მედიკამენტოზურად”  დაგეგმილი. იგივე წყაროები ადასტურებენ, რომ  შედეგების ალბათობა 80 %–ია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მზადდება დოკუმენტაცია ”პრეპარატის”  საქართველოში შემოსატანად.

_____________________________________________

ინტერვიუ გინეკოლოგ–რეპროდუქტოლოგ მზია ჩიკვაიძესთან!

კითხვა:

ქალბატონო მზია! რამდენად რეალურია მედიკამენტოზური მეთოდებით ბავშვის სქესის დაპროგრამება!

პასუხი:

რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია მე არ მაქვს. ისე, ისტორიულად ცნობილია, რომ მომთაბარე მეომარ ტომებში  დაბადებული ბიჭების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა გოგონების რაოდენობას.  სავარაუდოდ არსებობდა  სქესის დაგეგმვის რაღაც მეთოდები. ამგვარი მეთოდები უნდა არსებულიყო კავკასიაშიც. რა იყო და როგორ მე არ ვიცი.
სავარაუდოდ, ისრაელის მეცნიერებმა  ბედუინთა ისტორიული გამოცდილება შეისწავლეს?!  ე.ი. ამერიკელ და ისრაელის  მეცნიერთა განაცხადი რეალურია?
ამ ეტაპზე, არა მაქვს რაიმე დამატებითი ინფორმაცია. ამ დღეებში მივემგზავრები უცხოეთში. ორ თვეში დავბუნდები და დიალოგი შემდეგ გავაგრძელოთ.

__________________________________

.