აბაზანის ქაფი ბავშვებისათვის

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის აბაზანის ქაფები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ, სტატიის ბოლოს  ამავე  ფერის ტექსტები.

აბაზანის ქაფი დაახლოებით იგივე კომპონენტებისაგან შედგება, რისგანაც ჰიგიენის სხვა თხევადი საშუალებები, თუმცა შეიცავს გაცილებით მეტი ოდენობით  ინტენსიურ ქაფის წარმომქნელ ნივთიერებებს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ის განკუთვნილია დიდი რაოდენობით წყალში გასახსნელად.

♦♦ საბავშვო აბაზანის ქაფები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ   – >>>

პედიატრები იძლევიან რეკომენდაციას, რომ პატარას ბანაობისას დასაბანი საშუალებები, როგორიცაა საპონი, შხაპის გელი და სხვა უნდა გამოვიყენოთ არაუმეტეს კვირაში ერთისა, დანარჩენ დღეებში უნდა დავბანოთ სუფთა თბილი წყლით. ამ თვალსაზრისით აბაზანის ქაფი ყველაზე ნაკლებად ახდენს მავნე გავლენას ბავშვის კანზე, რადგან დიდი რაოდენობით გახსნილ წყალში ნივთიერებების კონცენტრაცია მინიმალურია.  აბაზანის ქაფი შეიცავს ყველა სასარგებლო დანამატებს: ექსრაქტები, ვიტამინები, ზეთები, რომლებიც ანიჭებენ დამატებით ფუნქციებს.

 Bubble Bath Lavender

Sensitive მგრძნობიარე კანისათვის

ბუნებრივი მცენრეული ინგრედიენტებით Natural

calming დამამშვიდებელი

აბაზანის ქაფი შეიძლება იყოს დამატენიანებელი, მატონიზირებელი, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო. მასში შემავალი სამკურნალო მცენარეების (გვირილა, კალენდულა, ორკბილა) ექსტარქტები ხსნის გაღიზიანებას, ამშვიდებს კანს.

თუ აბაზანის ქაფი შეიცავს მცენარეულ კომპონენტებს, ყურადღება მიაქციეთ მათ ფორმას. ის შეიძლება დამატებული იყოს ზეთის, ექსტრაქტისა და ეთერზეთების სახით. ეს უკანასკნელი აძლევს  მხოლოდ მცენარის ან ხილის სუნს, მათგან სარგებელი მხოლოდ ესტეთიურია, თუ თქვენ გსურთ, რომ აბაზანის ქაფში შემავალმა მცენარეულმა კომპონენტებმა ეს თუ ის სასარგებლო გავლენა მოახდინოს  პატარას კანზე,  უნდა შეიცავდეს ზეთების ან ექსტრაქტის სახით. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ აბაზანის ქაფს, რომლის შემადგელობაშიც შემდეგი შედის მცენარეების ესტრაქტები: ალოე, კალენდულა, გვირილა, სალბი. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, თავიდან გვაცილებს კანის გაღიზიანებას.

Bubble Bath chamomile baby

Bubble Bath calendula baby

Bubble Bath sage baby

აბაზანის ქაფი არ უნდა შეიცავდეს საპონსა და საღებავებს, რომელიც ლორწოვან გარს აღიზიანებს, რადგან დიდია მათი თვალსა და პირში მოხვედრის ალბათობა. აბაზანის ქაფის დამატება აბაზანაში დასაშვებია სიცოცხლის პირველივე დღეებიდანვე, რადგან ამას ითვალისწინებს თანამედროვე საშუალებები. მთავარია, რომ შეფუთვაზე გარედან მითითებული იყოს ასაკი, რა დროიდანაც  შეიძლება მისი გამოყენება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აბაზანის ქაფი არ უნდა შეიცავდეს სინთეზურ ზეთებს, საღებავებსა და კოსნერვანტებს.

 Bubble Bath hypoallergenic

აბაზანის ქაფის გამოყენების შემთხვევაში ბავშვი უნდა გააჩეროთ აბაზანაში არაუმეტეს 15-20 წუთისა, რის შემდეგაც უნდა დაბანოთ სუფთა ჩვეულებრივი წყლით, ისე, რომ არ დარჩეს კანზე ქაფის უმცირესი ნაწილაკებიც კი.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”