საბავშვო შამპუნი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
ნივთები ბავშვებისათვის

ბავშვის მოვლის საშუალებებიდან ერთერთი მნიშვნელოვანია საბავშვო შამპუნი. ბავშვობაში თმის სწორ მოვლაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზრდსასრულ ასაკში თმის ხარისხი. შამპუნი არამარტო აცილებს თმიდან ჭუჭყს, ცხიმის ზედმეტ ფენასა  და ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, არამედ თანამედროვე შამპუნები ახდენენ კანის კვებას, ასტიმულირებენ მის ზრდას, ამაგრებენ და ანიჭებენ სასიცოცხლო ძალას.

როგორი უნდა იყოს ბავშვის შამპუნი

საბავშვო შამპუნი უნდა იყოს ჰიპოალერგიული, ამიტომაც დაუშვებელია მის შემადგენლობაში ისეთი კომპონენტები, როგორიცა ააკრძალული კონსერვანტები, მკვეთრი საღებავები, პარფიუმერული სუნამოები და აქტიური ბიოდანამატები. შამპუნს უნდა გააჩნდეს დელიკატური დასაბანი თვისებები და არ უნდა აღიზიანებდეს თავის ნაზ კანს, თვალების ლორწოვან გარსს. სასურველია, რომ საბავშვო შამპუნი გადიოდეს ტესტს უსაფრთხოებაზე მისი გადაყლაპვის შემთხვევაში. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი შემოწმება გავლილი აქვს, არ არის განკუთვნილი შინაგანი გამოყენებისათვის.
საბავშვო შამპუნის рН-ის დონე უნდა მერყეობდეს 4.5-5.5 ფარგლებში, უნდა ახასიათებდეს სუსტი მჟავა რეაქცია.
გარდა ამისა შამპუნს განასხვავებენ  სასარგებლო დანამატების მიხედვით, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ თავის ნაზ კანზე და თმაზე. ამ დანამატებს შორის პირველ ადგილს იკავებს მცენარეული ექსტრაქტები და ვიტამინები:

  • ორკბილას, გვირილას, კალენდულას ექსტრაქტი გამოირჩევა ანტიანთებითი თვისებებით
  • ატამი, გარგარი, ქაცვი, ხორბლის პროტეინები – კვებავს და არბილებს თმას
  • ლავანდა – ამშვიდებს ბავშვს ბანაობის დროს
  • ვიტამინები A, B5 – კვებავს თმას თავის კანს

ბევრი შამპუნი შეიცავს კონდიციონერს, რაც განკუთვნილია თმის დავარცხნის გაადვილებისათვის, თუმცა ასეთ შემთხვევაში ძნელდება შამპუნის ჩამობანა, კონდიციონერი კი საკმაოდ არ კვებავს მას. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ძალზედ სქელი, გრძელი და ძნელად დასავარცხნი თმები აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი.
არ შეიძინოთ შამპუნი თუ მასზე არაა მითითებული დასაშვები ასაკი, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ 5 წლის ასაკის ზევით შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი შამპუნი მოზრდილთათვის, რასაც დერმატოლოგები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, მოზრდილთათვის განკუთვნილი შამპუნის გამოყენება დასაშვებია 14 წლის ასაკიდან.
ასევე უმჯობესია შეირჩეს უფერო ან სუსტად შეფერილი, უსუნო ან ნეიტრალური მცენარეული სუნის მქონე შამპუნი, რადგა ეს სწორედ ის კომპონენტებია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ბავშვებში. გადასვლა >>> ,,ბავშვი”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.