რატომ იტყუებიან ბავშვები

რატომ იტყუებიან ბავშვები

ბავშვის ტყუილი ერთ-ერთი კარგად გამოკვლეული პრობლემაა ფსიქოლოგიაში, თუმცა მასთან გამკლავება ცოტას თუ გამოსვლია.
ოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ტყუილთან ბრძოლა ბავშვთა ასაკში უშედეგოა- ეს არის  ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნაწილი და მისი განვითარების ეტაპი.
მთავარია, რომ ხელი არ შევუწყოთ ბავშვის მატყუარად ჩამოყალიბებას.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ტყუილი წარმოადგენს გარკვეული პროცესების  სიგნალს, ამიტომ არ ღირს ამის გამო განგაშის ატეხა და სიმკაცრის გამოჩენა, უმჯობესია გვერდზე გადადოთ ზნეობრივი საკითხები და კარგად ჩაუღრმავდეთ, თუ რატომ იტყუება ბავშვი.
ყველაზე ხშირად ეს ხდება 3 წლის ასაკში, პატარები იწყებენ ტყულის თქმას, ეშმაკობას, საკუთარ დანაშაულს სხვას აბრალიან, მზარდი ცნობისმოყვარეობა და მშობლების მხრიდან მუდმივი აკრძალვები განაპირობებს სწორედ ბავშვის მიერ გამოგონილ ამბებს.

ტყუილის მიზეზები ბავშვებში:

  1. შიში – ხშირად მშობლების მკაცრი მოპყრობა, არასამართლიანი დასჯის მეთოდები, პატარას დადანაშაულება, მაშინ როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი მხარდაჭერა ხდება მიზეზი ბავშვის ტყუილისა.  შიში იმისი, რომ გაანაწყენებს მშობლებს, დაისჯება მისი ცუდი საქციელის გამო, სირცხვილის გრძნობა,  რაც მოზრდილ ადამიანს ეჩვენება წვრილმანად, პატარასათვის საკუთარი არაადექვატურობის მტანჯველი განცდაა.
  2. მეტი ავტონომიის მოთხოვნილება – ზოგ შემთხვევაში ტყული გაზრდის ნიშანია, მოზარდს სურს საკუთარი პირადი ცხოვრების ჩამოყალიბება. ასეთ დროს ამბობს სრულიად უაზრო ტყუილს, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლეც არ გახდებოდა მშობლების გაბრაზების მიზეზი.
  3. წარმოსახვის განვითარება – ბავშვებს ხშირად მოსწონთ თავი წარმოიდგინონ ვინმე სხვა პიროვნების როლში და მოახდინონ რეალობის მოდელირება საკუთარი გემოვნების შესაბამისად. ბავშვი მის ფანტაზიისა და წარმოსახვითი სამყაროს შექმნით იფართოებს საკუთარი შესაძლებლობის საზღვრებს. ის რაც მათთვის რეალობაში არაა ხელმისაწვდომი,  ხელმისაწვდომია წარმოსახვაში. მაგრამ თუ თქვენ ხედავთ, რომ წარმოსახვითი სამყარო მეტ ადგილს იკავებს ბავშვის ცხოვრებაში, ვიდრე რეალური, საჭიროა დაფიქრება: რა მოთხოვნილებებია რჩება დაუკმაყოფილებელი
  4. სოციალური ჩვევების განვითარება. ბავშვი ითვისებს ტყუილის თქმის ჩვევას. რათქმა უნდა ამას აკეთებს  უადგილოდ და საკმაოდ უხეშად, თუმცა ცდისა და შეცდომების გზით აღწევს სიტუაციის აღქმამდე, როდესაც უმჯობესია რაიმე არ ვთქვათ ან პირიქით იმ სიტუაციის აღქმა, როდესაც ტყუილი მავნეა და დაუშვებელია.  პირველი ადამიანები, რომელბზეც ისინი გამოცდას გადიან, საბედნიეროდ საკუთარი მშობლებია, შემდგომ კი უკვე ისინი იგივე გამოცდილებითა და მეთოდებით ხვდებიან სხვა ადამიანების გარემოცვაში, სოციუმში, ასე რომ ეს არის სოციალური განვითარების  აუცილებელი ეტაპი. გადასვლა>>> ,,ბავშვი”