ვარჯიშები დუნდულოებისათვის

1. ფეხები მოხარეთ და თითოეული ფეხი ასწიეთ მაღლა 10-10 ჯერ. შემდეგ 20-20-ჯერ რამდენსაც შესძლებთ ეს ვარჯიშები ყველაზე ეფექტურია დუნდულა კუნთებისთვის.

2. დადექით კედელთან სწორად. ასწიეთ დაჭიმული გამართული ფეხი მაღლა.  შეასრულეთ ეს ვარჯიშები ნელა მთელი კუნთების დაჭიმვით ამ ვარჯიშების შესრულება შეგიძლიათ ფანჯარასთან დგომის დროს თუ ფიტბოლზე დაყრდნობით.


3. წამოწექით იატაკზე მარჯვენა მხარზე. მარჯვენა ხელით დაეყრდენით იატაკს. მარცხენა ფეხი ასწიეთ მაღლა, მეტი ეფექტურობისთვის მაღლა აწეული ფეხის თითები მომართეთ თქვენი მიმართულებით – ასე უფრო დაიჭიმება კუნთები, ასევე ასწიეთ ხელი მაღლა, რათა მეტი დატვირთვა იყოს გვერდითა კუნთებზე. გაიმეორეთ 15-ჯერ. შემდეგ შეცვალეთ მხარე


4. დაწექით იატაკზე, შეაერთეთ ფეხები. ხელები დადეთ სწორად და ასწიეთ ტაზი (თეძოები) ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ეცადეთ დამატებით დატვირთოთ კუნთები. გაიმეორეთ ეს მოძრაობა რამოდენიმეჯერ. თუკი გსურთ მეტი დატვირთვა პირველად მდგომარეობაში დაბრუნებისას თეძოები ბოლომდე არ შეახოთ იატაკს და კიდევ გაიმეორეთ ეს ვარჯიში.

5. დაწექით იატაკზე როგორც ამ სურათზეა მოცემული. ფეხები შეატყუპეთ და მაქსიმალურად გაშალეთ. ეს ვარჯიში 20-ჯერ მაინც გააკეთეთ.

ასევე კუნთების გასაჭიმად შეასრულეთ ეს ვარჯიშები:


6. სიარული.. იმის მაგივრად, რომ ნელა ისეირნოთ როდესაც მიდიხართ სადმე, უმჯობესია ავარჯიშოთ დუნდულების კუნთები და იარეთ ჩქარა.

7. და ბოლო ვარჯიში, რომელსაც  ზაფხულში საკმაოდ დიდი გამოყენება აქვს.  სირბილი წყალში. დადეგით წყალში ისე რომ წყალი მკერდამდე გწვდებოდეთ და ირბინეთ რაც შეიძლება მეტი..


წყარო:http://meamasshevdzleb.wordpress.com/2012/07/07/5-ვარჯიში-დუნდულებისთვის/

გადასვლა >>> ,,ივარჯიშეთ სახლში”

.

Share this...Share on Facebook
Facebook