ვარჯიში თეძოებისთვის

ვარჯიში თეძოებისთვის

შემოგთავაზებთ ვარჯიშებს თეძოებისთვის. ეს ადგილი განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ქართველ გოგონებში, თუმცა უსაშველო არაფერია. ეს ვარჯიშები არც ისე მარტივი შესასრულებელია, მაგრამ ძალიან ეფექტურია. პირადად მე თეძოს პრობლემა არ მაქვს, მაგრამ რაც აერობიკაზე ამ ვარჯიშებს ვაკეთებ კიდევ უფრო დამიპატარავდა და გამილამაზდა.

დაწექით როგორც ზედა  სურათზეა მოცემული, ამოძრავეთ ჯერ ერთი მოხრილი ფეხი მუცლისკენ და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში, ასე გააკეთეთ თავიდან 8-ჯერ ან 10-ჯერ, შემდეგ თანდათან გაზარდეთ რაოდენობა. რთულია მაგრამ შედეგიანი! გააკეთეთ ორივე ფეხით.

2. დაწექით ზურგზე. ხელები ამოიდეთ თეძოს ქვეშ. აწიეთ გაშლილი ფეხები რაც შეიძლება მაღლა, ფეხები გაშალეთ და შეაერთეთ 10-ჯერ ან უფრო მეტჯერ.

3. ბუქნები. ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ოდნავ მოიხარეთ მუხლებში და გააკეთეთ ბუქნები.

4. დაწექით ასე. აწიეთ ფეხი 10-10-ჯერ ორივე მხარეს. დროთა განმავლობაში გაზარდეთ რაოდენობა.


5. დადექით მუხლებზე. ასწიეთ ფეხი გვერდულად ისე რომ არ გაშალოთ. დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში და ეს ვარჯიში 8-10 ჯერ გაიმეორეთ.

.

წყარო:http://meamasshevdzleb.wordpress.com/2012/07/10/ვარჯიში-თეძოებისთვის-15-2/

გადასვლა >>> ,,ეფექტური ვარჯიშები”

.