თინეიჯერების პრობლემა ე.წ ,,ნარკომანია“

თინეიჯერების პრობლემა ე.წ ,,ნარკომანია“

მეცნიერები, რომლებიც ნარკომანიის პრობლემებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში ნარკომანი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. ნარკომანია, ეს უმძიმესი სენი, მოსწავლეებსაც შეეხო, შეიმჩნევა მისი მატების მკვეთრი ტენდენცია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აკრძალულით დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება. ამ დროს ბავშვის ფსიქიკა ძალზე მგრძნობიარეა. ცხოვრებისეულმა ფსიქოტრავმებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. შწორედ ამ პერიოდში იწყება მოზარდის ნარკოტიკებით დაინტერესებაც. ყოველივე ცუდის საწყისი უცოდინარობაა. მშობელს, მასწავლებელს, საზოგადოების ყოველ წევრს სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის შესახებ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ნარკოტიკი და ნარკომანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა მიიღონ. მათ ცნობიერებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ნარკომანია ურთულესი დაავადებაა, – ხოლო ნარკომანი – ავადმყოფი. ავადმყოფობა არავის უნდა. არავინ ამაყობს თავისი დაავადებით, არც დაავადებულს ბაძავს.“ნარკომანია – საუკუნის ჭირი!” “ნარკომანია – გლობალური პრობლემა!” “ნარკომანია – თეთრი სიკვდილი!” “ნარკომანიის მკურნალობა – ეს ნარკოტიკებთან ბრძოლაა!” ეს სიტყვები, ალბათ ყველას გაუგონია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველაფერს დავიწყების საბურველი ფარავს და ყველაფერი თავდაყირა დგება…

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/01/16/თინეიჯერების-პრობლემა/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.